Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში

  • Home
  • Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში

Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში ქართული ცენტრი ავსტრიაში მიზნად ისახავს ქართული ისტორიის, კულტურის და ენის პოპულარიზაციას.

დავასრულეთ სასწავლო წელი!შევხვდებით სექტემბერში, ხოლო, რეგისტრაციას მომდევნო სემესტრისთვის, აგვისტოს დასაწყისში გამოვაცხ...
14/06/2026

დავასრულეთ სასწავლო წელი!
შევხვდებით სექტემბერში, ხოლო, რეგისტრაციას მომდევნო სემესტრისთვის, აგვისტოს დასაწყისში გამოვაცხადებთ ❤️

ავსტრიაში მცხოვრებო ძვირფასო ქართველებო,გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪 და აქვე გაცნობებთ, რომ დიუშენის კ...
26/05/2026

ავსტრიაში მცხოვრებო ძვირფასო ქართველებო,

გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪 და აქვე გაცნობებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, თქვენი დახმარებით, 930 ევრო შევაგროვეთ 🎈

მადლობა თითოეულ შემომწირველს!

არნახული ერთიანობის მოწმე ვართ - ერი გაერთიანდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ირგვლივ და ამ ერთობას ჩვენ...
23/05/2026

არნახული ერთიანობის მოწმე ვართ - ერი გაერთიანდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ირგვლივ და ამ ერთობას ჩვენც გვინდა პატარა შემოწირულობით შევუერთდეთ ❤️

ავსტრიაში მცხოვრებნო, ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. გიზიარებთ ავსტრიაში ქართული ცენტრის საბანკო მონაცემებს.

ორშაბათს კი შეგროვებულ თანხას, ქართულ ანგარიშზე, ერთიანად გადავურიცხავთ ბავშვებს! ❤️

ბანკის რეკვიზიტები:

Iverieli-Georgisches Zentrum in Öst

AT86 2011 1843 7802 6100

დანიშნულება - Spende

ნინის და გიოს დღეობა❤️გილოცავთ ტყუპებო და ბევრი ლამაზი დღე და ბედნიერი ბავშვობა თქვენ.დედიკოს გამომცხვარმა ნამცხვარმა დი...
17/05/2026

ნინის და გიოს დღეობა❤️გილოცავთ ტყუპებო და ბევრი ლამაზი დღე და ბედნიერი ბავშვობა თქვენ.
დედიკოს გამომცხვარმა ნამცხვარმა დიდი მოწონება დაიმსახურა❤️🥰

ვისაც სააღდგომოდ ჩვენთან ერთად კარგი საქმის გაკეთება გინდათ ❤️ქუთაისთან ახლოს, სოფელ კურსებში, 12 მარტს ჩამოწოლილი მეწყე...
10/04/2026

ვისაც სააღდგომოდ ჩვენთან ერთად კარგი საქმის გაკეთება გინდათ ❤️

ქუთაისთან ახლოს, სოფელ კურსებში, 12 მარტს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 60-მდე ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ისინი ახლა დროებით სასტუმროებში არიან შესახლებული.

სახელმწიფომ, სამკვირიანი ფიქრის შემდეგ, გუშინწინ თქვა, ეკომიგრანტები ხართო და 30.000 ლარს მოგცემთო. ანუ, ხალხმა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, 30.000 ლარად უნდა შექმნას ახალი ცხოვრება.

სოფლის დაზარალებულმა მოსახლეობამ შექმნა ფონდი, სადაც თანხა გროვდება ამ ოჯახების პირველადი საჭიროებისთვის.

გვინდა, სააღდგომოდ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ გახარებაში და ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ შემოგვიერთდეთ, გიტოვებთ ჩვენი ცენტრის ანგარიშის ნომერს.

შეგროვებულ თანხას სრულად გადავურიცხავთ სოფელ კურსების ფონდს.

Iverieli-Georgisches Zentrum in Öst

AT86 2011 1843 7802 6100

ქალაქ ვენის მაგისტრატმა დღეს დილით გვაცნობა, რომ 18 აპრილს, ანრი ჯოხაძის ვენაში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.მადლობა თქვენ...
02/04/2026

ქალაქ ვენის მაგისტრატმა დღეს დილით გვაცნობა, რომ 18 აპრილს, ანრი ჯოხაძის ვენაში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.

მადლობა თქვენ, ყველას, ვინც ჩვენი სამოქალაქო პოზიცია გაიზიარეთ და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში აქტიურად ჩაერთეთ, ასევე მათ, ვინც ინფორმაციის გავრცელებაში დაგვეხმარეთ.

მადლობა ორგანიზატორებს, რომელთაც ამ სიტუაციაში მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გააუქმეს კონცერტი, რათა საზოგადოებაში დაპირისპირება კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო.

მიგვაჩნია, რომ ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ძალების მხარდამჭერებსა და დასანქცირებული ტელეკომპანიის თანამშრომლებს არ აქვთ მორალური უფლება, ევროპაში ჩამოდიოდნენ და აქ კონცერტებს მართავდნენ.

როგორც წინა პოსტში აღვნიშნეთ, სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ყველა იმ აქტივობას, რომელიც ავსტრიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ოღონდ, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არ არიან ევროპის დემონიზებაში ჩართული.

ავსტრიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას გაუმართლებლად მიგვაჩნია სანქცირებული ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლის, ანრი ჯოხაძი...
30/03/2026

ავსტრიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას გაუმართლებლად მიგვაჩნია სანქცირებული ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლის, ანრი ჯოხაძის "ტაშ-ფანდურის" გამართვა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

ვთვლით, რომ მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, კონცერტი ჩაატაროს შუაგულ ევროპაში, რომლის მარგინალიზებასაც მისი სამსახური - ტელეკომპანია "იმედი" წლებია ახდენს.

ავსტრიული კანონის ფარგლებში, ყველა ძალას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელმა და ევროპის მაძაგებელმა ადამიანებმა ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნებში კონცერტებისს ჩატარება ვერ შეძლონ.

ვთხოვთ ორგანიზატორებს, გააუქმონ აღნიშნული კონცერტი და სამომავლოდ ისეთ ხელოვანებთან ითანამშრომლონ, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს მიერ არ არიან დასანქცირებულნი და ანტი-ევროპულ პროპაგანდაში არ შეაქვთ წვლილი. ასეთ კონცერტებს ჩვენც სიამოვნებით შემოვუერთდებით.

დედის დღეს გილოცავთ ყველას! ❤️ამ კვირას, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, 3 მარტისთვის, დედიკოებისთვის ხელნაკეთი სუვენირები და...
02/03/2026

დედის დღეს გილოცავთ ყველას! ❤️

ამ კვირას, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, 3 მარტისთვის, დედიკოებისთვის ხელნაკეთი სუვენირები დაამზადეს და მისალოცი ბარათებიც საკუთარი ხელით დაწერეს 💐

ანამარიას დაბადების დღე ვიზეიმეთ და თან, თბილისისა და კოსმოსის ფაზლები ავაწყვეთ. ამასთან ერთად, თბილისის შესახებ საინტერ...
23/01/2026

ანამარიას დაბადების დღე ვიზეიმეთ და თან, თბილისისა და კოსმოსის ფაზლები ავაწყვეთ. ამასთან ერთად, თბილისის შესახებ საინტერესო ამბებიც შევიტყვეთ ❤️

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
31/12/2025

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში:

  • Want your university to be the top-listed University?

Share