25/08/2026
📣 ძვირფასო აწსუ-ელებო!
🎉გილოცავთ სტუდენტური ცხოვრების ამ დიდებულ და ამაღელვებელ დასაწყისს! აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარები თქვენთვის უკვე ღიაა - წინ გელით ახალი ცოდნა, დიდი გამოწვევები და უამრავი დაუვიწყარი წუთი. 🏫🎓
დაიმახსოვრეთ, ამ გზაზე მარტო არ ხართ. აწსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა მზადაა გახდეს თქვენი მთავარი დასაყრდენი - ვიქნებით თქვენ გვერდით, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები, დაგეხმაროთ იდეების რეალიზებაში და თქვენი სტუდენტური წლები გავახალისოთ შთამბეჭდავი პროექტებითა და ღონისძიებებით.
იყავი პირველი, ვინც შეიტყობს უნივერსიტეტის სიახლეებს, პროექტებსა და აქტივობებს.
შემოუერთდი პირველკურსელთა ოფიციალურ საინფორმაციო სივრცეს:
Link 🔗: https://www.facebook.com/share/1Bkadkpezt/?mibextid=wwXIfr https://www.instagram.com/atsu_self_gov?igsi=N2ZkcXlocTU4bThk&utm_source=qr