BSU Adventure Club

BSU Adventure Club BSU Adventure Club
Tourism Faculty | Hiking • Camping • Excursions & Events

🥾 პირველკურსელებო, მზად ხართ განსხვავებული სტუდენტური თავგადასავლისთვის? 🌿BSU Adventure Club-ის ორგანიზებით ტურიზმის ფაკ...
30/09/2026

🥾 პირველკურსელებო, მზად ხართ განსხვავებული სტუდენტური თავგადასავლისთვის? 🌿

BSU Adventure Club-ის ორგანიზებით ტურიზმის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის იგეგმება ერთდღიანი ლაშქრობა მტირალას ეროვნულ პარკში! ⛰️💚

📅 თარიღი: 11 ოქტომბერი,2026 წ.
📍 მტირალას ეროვნული პარკი

ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გაიცნო ახალი ადამიანები, გაიჩინო მეგობრები, გაატარო დღე ბუნებაში და მიიღო სრულიად განსხვავებული გამოცდილება სტუდენტური ცხოვრების დასაწყისშივე. ✨

თუ გინდა, შენი სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ აუდიტორიით არ შემოიფარგლოს შემოგვიერთდი! ❤️

🌦️ გაითვალისწინეთ: ლაშქრობის ჩატარება დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. ამინდის პროგნოზიდან გამომდინარე, შესაძლოა თარიღი ან დაგეგმილი აქტივობა შეიცვალოს. ცვლილების შემთხვევაში მონაწილეებს წინასწარ ეცნობებათ.

სარეგისტრაციო ფორმა:
https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fdocs.google.com%2Fforms%2Fd%2Fe%2F1FAIpQLSdb42FEn7FDt_zTiGLmgxmpM52Xfy9I8nSiDRN7w-joTo-KbQ%2Fviewform%3Fusp%3Dsend_form&h=AUARQyVBJ0Mr2CQFkSht2Nis-R1BiCemE4rTzNyZpC19Zg5qWWoS9xGYepbUGXjRiDLeJshCFCGg5BphObBQ6Nxlw3I_6nkl_oXkJ1V1s---HX4-kNyggyKPj-ysMJY&s=1

25/06/2026
BSU Adventure Club-ის პირველი პროექტის „მოლაშქრე სტუდენტების“ ფარგლებში, მტირალას ეროვნულ პარკში დაგეგმილი ლაშქრობა წარმ...
03/06/2026

BSU Adventure Club-ის პირველი პროექტის „მოლაშქრე სტუდენტების“ ფარგლებში, მტირალას ეროვნულ პარკში დაგეგმილი ლაშქრობა წარმატებით განხორციელდა! ⛰️🥾

ლაშქრობაში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მოსამზადებელი ეტაპი სალაშქრო წესებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ.
მტირალას ეროვნულ პარკში გამართული გასვლისას მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოიყენეს მიღებული თეორიული ცოდნა, გაეცნენ სალაშქრო კულტურას, გუნდურობის მნიშვნელობას და ბუნებაში სწორი ქცევის პრინციპებს. 🌲🎒

ლაშქრობას უძღვებოდნენ აჭარის მოლაშქრეთა კლუბის წარმომადგენლები რომან ხალვაში და გიორგი მეგრელიძე, რომლებმაც სტუდენტებს მნიშვნელოვანი პრაქტიკული რჩევები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 🗺️✨

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლუბის პირველი ლაშქრობა ასეთი საინტერესო, აქტიური და დაუვიწყარი აღმოჩნდა თითოეული მონაწილისთვის.

წინ კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი გველოდება! 🚀

❤️🦺 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2026 წლის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მ...
30/05/2026

❤️🦺
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2026 წლის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მოლაშქრე სტუდენტები“ ფარგლებში, BSU Adventure Club-ის პირველი აქტივობის წინ, მტირალას ეროვნულ პარკში დაგეგმილ ლაშქრობამდე, შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ პირველი გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებში რეაგირების ტრენინგი.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი, სადაც გაეცნენ საგანგებო სიტუაციების დროს სწორად მოქმედების, რისკების ამოცნობისა და ეფექტური რეაგირების ძირითად პრინციპებს.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:
• პირველი დახმარების ალგორითმი
• უსაფრთხო სივრცის შექმნა და გარემოს შეფასება
• დაზარალებულის მდგომარეობის შეფასება
• უსაფრთხო პოზიციაში მოთავსება
• გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR/გფრ) ძირითადი ტექნიკები
• გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირება
• ლაშქრობის დროს უსაფრთხოების ძირითადი წესები
• საგანგებო სიტუაციებისთვის შესაბამისი მომზადება და მოქმედება

ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ფილიალის ადგილობრივი პროექტის კოორდინატორი გიორგი ბოლქვაძე. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში უსაფრთხო ლაშქრობის კულტურის, მოხალისეობისა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის გაძლიერება, ასევე პრაქტიკული ცოდნისა და რეაგირების უნარების განვითარება.
დიდი მადლობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მხარდაჭერისა და საჭირო ცოდნის გაზიარებისთვის !!!

⛰️ BSU Adventure Club-ის პირველი პროექტის ფარგლებში, მტირალას ეროვნულ პარკში დაგეგმილ ლაშქრობამდე, არჩეულ მონაწილეებს ჩა...
29/05/2026

⛰️ BSU Adventure Club-ის პირველი პროექტის ფარგლებში, მტირალას ეროვნულ პარკში დაგეგმილ ლაშქრობამდე, არჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგი.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ლაშქრობის ძირითად წესებს, უსაფრთხოების ნორმებს, საჭირო ეკიპირებასა და ბუნებაში სწორი ქცევის პრინციპებს. შეხვედრა იყო ინტერაქციული, საინტერესო და მნიშვნელოვანი მომავალი თავგადასავლისთვის. 🌿🏕️ ტრენინგს უძღვებოდა აჭარის მოლაშქრეთა კლუბის წარმომადგენელი რომან ხალვაში.

მოხარულები ვართ, რომ BSU Adventure Club-ის პირველი პროექტი ასეთი საინტერესო და აქტიური ეტაპით დაიწყო წინ კი კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი გველოდება! ✨

ჩვენი პირველი თავგადასავალი იწყება მტირალას ეროვნულ პარკში! 🌿⛰️🎒 ლაშქრობის მოყვარულებო, მოემზადეთ! ჩვენი პირველი ოფიციალ...
27/05/2026

ჩვენი პირველი თავგადასავალი იწყება მტირალას ეროვნულ პარკში! 🌿⛰️

🎒 ლაშქრობის მოყვარულებო, მოემზადეთ! ჩვენი პირველი ოფიციალური პროექტი სტარტს იღებს! თუ გინდა, რომ ზაფხულის დასაწყისი დაუვიწყარი გახადო, ეს შენი შანსია! ✨

🥾 შენ გაქვს შესაძლებლობა გამოცადო საკუთარი ძალები საველე პირობებში, აიმაღლო ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები, აღმოაჩინო აჭარის ეს უნიკალური, კოლხური ბიომრავალფეროვნება და ფეხდაფეხ გაჰყვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და თავგადასავლებით სავსე მარშრუტს! 🌲🌧️

📅 ლაშქრობა გაიმართება 2 ივნისს.

🎒კლუბის მიერ სრულად არის უზრუნველყოფილი: კომფორტული ტრანსპორტირება ,კვება ლაშქრობის განმავლობაში და პროფესიონალური მოსამზადებელი ტრენინგი.

❓ როგორ მივიღო მონაწილეობა?
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ არ გადადო!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, გახდი პროექტის ნაწილი და წამოდი ჩვენთან ერთად მწვანე თავგადასავალში:

🔗 https://forms.gle/3gy9s2C6sYRcgJD46

27/05/2026
🗺️ BSU ADVENTURE CLUB-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა! 🧭მოემზადეთ ახალი თავგადასავლებისთვის! მოხარულები ვართ გაცნობოთ, რო...
22/05/2026

🗺️ BSU ADVENTURE CLUB-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა! 🧭

მოემზადეთ ახალი თავგადასავლებისთვის! მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 25 მაისს , ტურიზმის ფაკულტეტის კლუბის "BSU ADVENTURE CLUB"-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგება!
თუ გიზიდავთ მოგზაურობა, ლაშქრობები, ბუნება და გსურთ გახდეთ დიდი, აქტიური საზოგადოების ნაწილი, მაშინ ეს შეხვედრა სწორედ თქვენთვისაა! ✨

აი, რა გელოდებათ ჩვენს პირველ შეხვედრაზე:

🤝 გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კლუბის უკან დგანან და ყოველდღიურად მუშაობენ თქვენთვის საინტერესო იდეების განსახორციელებლად.

🗺️ გაგიზიარებთ ჩვენს სამომავლო გეგმებს, დაგეგმილ მარშრუტებსა და პროექტებს, რომლებშიც ჩართვასაც თავადაც შეძლებთ.

🎤 ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად იქნება მოწვეული სტუმარი , გიორგი მეგრელიძე, რომელიც თავის საინტერესო გამოცდილებას გაგვიზიარებს და შეხვედრას კიდევ უფრო შთამაგონებელს გახდის!

📅 თარიღი: 25 მაისი
📍 ადგილი: ბსუ, 55-ე აუდიტორია
⏰ დრო: 16:00 საათი

არ გამოტოვო შანსი, გახდე ჩვენი თავგადასავლის ნაწილი!🎒⛰️

💚 მოგესალმებით!გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი დიდი სურვილი და სასიხარულო სიახლე ✨დიდი ხანია გვქონდა იდეა, შეგვექმნა სივრცე სტუდ...
24/04/2026

💚 მოგესალმებით!

გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი დიდი სურვილი და სასიხარულო სიახლე ✨

დიდი ხანია გვქონდა იდეა, შეგვექმნა სივრცე სტუდენტებისთვის, რომლებსაც უყვართ თავგადასავლები, ბუნება და აქტიური ცხოვრება. სწორედ ეს იდეა გახდა საფუძველი პროექტისთვის „მოლაშქრე სტუდენტები“ 🥾

გაცნობებთ, რომ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტმა დიანა კოჩალიძემ, ამ იდეაზე დაფუძნებული პროექტით, გაიმარჯვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო პროექტების კონკურსში 🏆

ახლა კი ჩვენი იდეა რეალობად იქცა და ვქმნით BSU Adventure Club-ს 💚

თუ შენც გიყვარს:
🥾 ლაშქრობა
🏕️ კემპინგი
🚌 ექსკურსიები
🌿 გარემოსდაცვითი აქტივობები

📢 უკვე დაიწყო წევრების მიღება!

https://forms.gle/P8VQShXFbknByrkr9

შეავსე სააპლიკაციო ფორმა და გახდი ჩვენი თავგადასავლების გუნდის წევრი ✨

Address

Ninoshvili/Rustaveli Str. 35/32
Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BSU Adventure Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share