სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, College & University, Rustaveli Street, Batumi.

27/11/2025

🎉 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს!

📅 28 ნოემბერს გეპატიჟებით ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.

👇 იხილეთ საიუბილეო დღის პროგრამა:

10:00 საათი - უნივერსიტეტის ეზო (ნინოშვილის ქ. 35)
🔹გამოფენა „ბსუ - 90“
🔹სამეცნიერო კარვები
🔹სპორტული შეჯიბრებები
🔹აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი

11:00 საათი - ბსუ, I კორპუსი, I სართული
🔹ბსუ-ს პირველი რექტორის ბიუსტის ყვავილებით შემკობა

11:30 საათი - ბსუ, I კორპუსი, II სართული
🔹აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის ბიუსტის გახსნა

12:00 საათი - ბსუ, I კორპუსი, II სართული
🔹პროფესორ ამირან კახიძის სახელობის აუდიტორიის გახსნა

12:30 საათი - ბსუ, II კორპუსი, V სართული
🔹პროფესორ გურამ ჩაგანავას სახელობის აუდიტორიის გახსნა

13:00 საათი - 55-ე აუდიტორია
🔹თანამშრომლებისა და სტუდენტების დაჯილდოება

14:00-15:00 საათი - უნივერსიტეტის ეზო
🔹ბსუ-ს ბენდის კონცერტი
🔹 ბსუ-ს ფოლკლორული ანსამბლი ,,თირინი"

16:00 საათი - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
🔹დასკვნითი საზეიმო ცერემონია

✨ გელოდებით, რათა ერთად აღვნიშნოთ ჩვენი უნივერსიტეტის 90-წლიანი წარმატებული ისტორია!

#ბსუ90

27/11/2025

ეროვნული ენობრივი ინსტიტუციების ევროპული ფედერაცია (EFNIL) აცხადებს კონკურსს 2025 წლის საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომების გამოსავლენად

📚 კონკურსის მიზანი
ეროვნული ენობრივი ინსტიტუციების ევროპული ფედერაცია (EFNIL) აცხადებს კონკურსს ევროპის მასშტაბით ენის გამოყენების, ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი მრავალფეროვნების თემებზე შექმნილი საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომების დასაჯილდოებლად.
მნიშვნელოვანი: რადგან სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ეროვნული ენობრივი ინსტიტუციების ევროპული ფედერაციის წევრია, ევროკავშირის ენებზე დაწერილ და შეფასებულ სამაგისტრო ნაშრომებთან ერთად საკონკურსოდ მიიღება აგრეთვე ქართულ ენაზე დაწერილი და 2025 წელს შეფასებული სამაგისტრო ნაშრომები

🏆 დაჯილდოება
გამარჯვებული სამი სამაგისტრო ნაშრომის ავტორი მიიღებს:
• 1,500 ევრო ფულადი ჯილდო
• მოწვევა ნაშრომის წარდგენისთვის EFNIL 2026 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე (ყველა ხარჯის დაფარვით)
• სტატიის გამოქვეყნება კონფერენციის კრებულში
• სამაგისტრო ნაშრომის სრული გამოქვეყნება EFNIL ოფიციალურ ვებსაიტზე

📋 საკონკურსო თემატიკა
• ენის გამოყენება მრავალენოვან გარემოში
• ენობრივი ტექნოლოგიები და მრავალენოვნება
• ენობრივი პოლიტიკის მიზნები და შედეგები
• ენობრივი პოლიტიკის შედარებითი კვლევები
• ენის სწავლების სტრატეგიები
• თარგმნა და ინტერპრეტაცია

📝 მონაწილეობის პირობები
მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
• სამოტივაციო წერილი (1 გვერდი, ინგლისურ ენაზე)
• სამაგისტრო ნაშრომის ასლი (ევროპული ენა)
• ნაშრომის დასკვნითი ნაწილი (3–5 გვერდი, ინგლისურად)
• ნაშრომის შეფასება ევროპული უნივერსიტეტიდან
• ხელმძღვანელის რეკომენდაცია (ინგლისურად)
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF, ODF ან WORD ფორმატში.

⏰ წარმოსადგენი ნაშრომების ვადა
2026 წლის 15 იანვარი — ბოლო ვადა
მიიღება მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებიც შეფასებულია ევროპული უნივერსიტეტის მიერ 2025 წელს.

📧 გაგზავნის მისამართი
[email protected]

🌐 ვრცლად იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე portal.bsu.edu.ge

🔬🧬💡ბსუ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახე...
20/09/2025

🔬🧬💡ბსუ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეცნიერების ფესტივალი ,,საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა” გაიმართა.

🔹ღონისძიებაზე 45-მდე სტენდი დაეთმო უნივერსიტეტებს, ორგანიზაციებს, კვლევით ცენტრებს, კერძო და საჯარო სკოლებს, მუზეუმებს, რომლებმაც საინტერესო ექსპერიმენტები, სახალისო აქტივობები, ინტერაქციული გამოფენები და სამეცნიერო პროექტების შედეგები წარმოადგინეს.

🔹სამეცნიერო ფესტივალი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდას.

🔹მეცნიერების ფესტივალი გახსნეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა.

➡️ სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებაში ტრადიციულად ჩვენი კლუბის წევრები ჩაერთვნენ ❤️ .

12/06/2025
 fans
11/06/2025

fans

🏆 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2025 - გამარჯვებულთა დაჯილდოება!

📅 დაჯილდოების ცერემონია 12 ივნისს, 12:00 საათზე, ბსუ-ს პირველ კორპუსში 55-ე აუდიტორიაში გაიმართება.

💫✏️სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში საპრიზო ადგილი სულ 86-მა საკონფერენციო ნაშრომმა დაიკავა!

🔹🎓 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია 30-31 მაისს, 31 სექციის მიმართულებით მიმდინარეობდა. ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა შეაფასეს.

📚📘 კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.

გილოცავთ თითოეულ სტუდენტს გამარჯვებას და გელოდებით ხვალ დაჯილდოების ცერემონიაზე 😊

🥰სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - 2025სტუდენტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაში...
02/06/2025

🥰სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - 2025

სტუდენტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაში😍 (ნაწილი)

📣 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მეორე ეტაპი 30 და 31 მაისს გაიმართება! 🎙🧑‍💻სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება 11:00 სა...
29/05/2025

📣 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მეორე ეტაპი 30 და 31 მაისს გაიმართება!

🎙🧑‍💻სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება 11:00 საათზე, ბსუ-ს სააქტო დარბაზში, სადაც მეორე ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე შეიკრიბება ხოლო, სექციებში მუშაობა დაიწყება 12:00 საათიდან.

📌 იხილეთ კონფერენციის ჩატარების განრიგი ფაკულტეტების მიხედვით:

🔹ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 30 მაისი;
🔹ტურიზმის ფაკულტეტი - 30 მაისი;
🔹ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 30 მაისი;
🔹იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 30 მაისი;
🔹ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 30 მაისი;

🔹საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტი - 31 მაისი;
🔹ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 31 მაისი;


-------

📣 The second stage of the Student Scientific Conference will be held on May 30 and 31

🎙🧑‍💻The scientific conference will open at 11:00 AM in BSU's assembly hall, second floor, where all participants who advanced to the second stage will meet, and sectional work will begin at 12:00 PM.

🔹Faculty of Exact Sciences and Education May 30;
🔹Faculty of Tourism - May 30;
🔹Faculty of Humanities - May 30;
🔹Faculty of Law and Social Sciences - May 30;
🔹Faculty of Economics and Business - May 30;

🔹Faculty of Natural Sciences and Health Sciences - May 31;
🔹Faculty of Technology - May 31;

📌for additional information / დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე - portal.bsu.edu.ge

😊გისურვებთ წარმატებებს!

🩵⭐
20/05/2025

🩵⭐

Address

Rustaveli Street
Batumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share