აჭარის განათლების ფონდი / Ajara Education Fund

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის განათლების ფონდი / Ajara Education Fund

აჭარის განათლების ფონდი / Ajara Education Fund აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი

ა (ა) იპ აჭარის განათლების ფონდის ძირითადი ამოცანაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალურ -საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა.
ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანია :
ა) მოსახლეობისათვის უცხო ენების სწავლება;
ბ) მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
გ) კულტურულ - საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
დ) განათლების პოპულარიზაცია

და სხვა ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია საზოგადოების სოციალური მხარდაჭერა.
ფონდი თავის საქმიანობას ორი პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს:
უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა.

☑️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული  საზოგადოებრივი მეცნიერებათა ბლოკის...
03/08/2026

☑️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული საზოგადოებრივი მეცნიერებათა ბლოკის (გეოგრაფიის) მასწავლებლების უცხოეთში (ქ. ვროცლავი, პოლონეთი) სტაჟირების განმეორებითი კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 7 აგვისტოს ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად.

☑️ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული  საზოგადოებრივი მეცნიერებ....

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს აჭარის საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ს...
14/07/2026

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს აჭარის საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის.
✅ კონკურსის შედეგად შეირჩევა: 2 გეოგრაფიის პედაგოგი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მიერ.
✅ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებელს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი ზემოხსენებულ ცენტრში.

 ✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს აჭარის საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნ.....

☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვ...
10/07/2026

☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
☑️ 2026 წლის 1-5 ივლისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში (გარდა ბიოლოგიისა), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ქიმიაში“.
☑️ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნანა ვარდმანიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
☑️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ბიოლოგიის ძირითადი თემების მიმართულებით (უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია, გენეტიკა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, ბიომრავალფეროვნება, ევოლუცია და ეკოლოგია) და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
☑️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ტრენინგ-მოდულის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ცოდნის დემონსტრირებას ბიოლოგიის საკვანძო თემებიდან; სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებების შესრულებას; ილუსტრაციების, გრაფიკების, სქემების ანალიზსა და ინტერპრეტაციას.
☑️ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნ...
09/07/2026

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
✅ 2026 წლის 1-5 ივლისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში (გარდა ქიმიისა), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ქიმიაში“.
✅ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნუკრი კობახიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ქიმიის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
✅ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მსმენელები გაეცნობიან გამოცდების ცენტრის მიერ ბოლო წლებში გამოყენებულ ქიმიის პედაგოგების საგამოცდო ტესტებს, მათ შინაარსსა და სტრუქტურას, შეფასების სქემებს. ბუნდოვანი საკითხების სიღრმისეულად გასააზრებლად გამოყენებული იქნება სწავლების ინდუქციური მიდგომა - კონკრეტული პრობლემური და ბუნდოვანი საკითხების უკეთ გაგების მიზნით შესაბამისი თეორიული მასალის განხილვა და დამუშავება.
✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვ...
08/07/2026

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
➡️ 2026 წლის 1-5 ივლისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ სხვა საგანში და/ან მათემატიკაში და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიებში, Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ფიზიკაში“.
➡️ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ქეთევან ბასილაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ფიზიკის ძირითადი თემების მიმართულებით, როგორიცაა მექანიკა, ოპტიკა, სითბური მოვლენები და თერმოდინამიკა. ელექტრომაგნეტიზმის, ატომური და ბირთვული ფიზიკა, მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მსმენელები აღმოფხვრიან ფიზიკის თეორიულ ცოდნაში არსებულ ხარვეზებს; გაიუმჯობესებენ ფიზიკის ამოცანების ამოხსნის უნარებს;
➡️ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვ...
07/07/2026

☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
☑️ 2026 წლის 26-30 ივნისსა და 1-5 ივლისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნებში: მათემატიკა დაწყებითი საფეხური (I-VI), ან/და ფიზიკა, ან/და კომპიტერული ტექნოლოგიები Microsoft Teams-ს პლატფორმაზე სამი ჯგუფისათვის ჩატარდა ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი მათემატიკაში (საბაზო-საშუალო საფეხური)“.
☑️ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
☑️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
☑️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეთა საგნობრივი კომპეტენციის ამაღლება უმაღლესი და სასკოლო მათემატიკის რთულ საკითხებში, საგამოცდო ტესტის სტრუქტურის სპეციფიკის გაცნობა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების ინტეგრირება დამოუკიდებელი მეცადინეობისა და სწავლების პროცესში.
☑️ სამივე ჯგუფში ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნ...
07/07/2026

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
✅ 2026 წლის 26-30 ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე (I-VI), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო-საშუალო საფეხური)“.
✅ ტრენინგ-მოდულს ატარებდა: ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - თინათინ გიორგაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ქართული ენისა და ლიტერატურის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
✅ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები: შეძლებენ ენობრივ შეცდომათა იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს ენობრივ შეცდომებზე; შეძლებენ გრამატიკის საკითხების ცოდნის გამოყენებას მოსწავლის ნაწერის გასწორებისათვის და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბებას; გაეცნობიან არგუმენტირებული ესეს სტრუქტურას და ერთ-ერთი ტესტური დავალების იმიტირებით (არგუმენტირება) დაადგენენ საკუთარ ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს; გაიაქტიურებენ ცოდნას ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის, „ვეფხისტყაოსნისა“ და აღორძინების ლიტერატურის, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ლიტერატურის შესახებ, დაადგენენ, რომელი საკითხების შესახებ სჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის გახსენება/შევსება; გაეცნობიან და იმსჯელებენ მხატვრული ნაწარმოების ანალიზის გზებსა და საშუალებებზე; შეძლებენ ტექსტის მხატვრული ანალიზის ხერხებისა და საშუალებების გამოყენებას მხატვრული ნაწარმოების ანალიზისათვის.
✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

➡️ 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად ჩატარდა უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მ...
07/07/2026

➡️ 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მიმართულების საგანთა მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
➡️ გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ქონდა იმ 22 კანდიდატს, რომლებმაც გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატების შეფასების თემატიკა და კრიტერიუმები წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.
➡️ საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: სულიკო თებიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; დარინა მსხალაძე - აჭარის არ განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ლალი ლომთათიძე - განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე; ედუარდ მიქელაძე - განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე; ლუიზა რევიშვილი - ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი; ინგა მოსიძე - ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი; კახაბერ ჩაკვეტაძე - ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი; ნინო ტავლალაშვილი - ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი.
➡️ კონკურსის მეორე ეტაპზე სამ საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებული:
✅ სამოქალაქო განათლება:
- ხიმშიაშვილი ამირან - (შუახევი, დაბაძველის საჯარო სკოლა)
- ტაკიძე თედო - (ქობულეთი, ჩაქვის 1-ლი საჯარო სკოლა)
- ხინთიბიძე მაკა - (ქ. ბათუმი, მე-8 საჯარო სკოლა)
✅ ისტორია:
- დუმბაძე ლევან - (ქ. ბათუმის, მე-6 საჯარო სკოლა)
- ტაკიძე ლია - (ხელვაჩაური, სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლა)
- ხაბაზი მარინე - (ქობულეთი, ოჩხამურის საჯარო სკოლა)
- წულუკიძე ნანა - (ქ. ბათუმის მე-15 საჯარო სკოლა)
- შაქარიშვილი სულხან - (ქ. ქობულეთი, 1-ლი საჯარო სკოლა)
✅ გეოგრაფია:
- ტოტოჩავა-შველიძე ლია - (ქ. ბათუმი, 1-ლი საჯარო სკოლა)
➡️ გეოგრაფიის მიმართულებით დარჩენილ თავისუფალ ვაკანსიებზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდება!
➡️ პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება მიმდინარე წლის 4-11 ოქტომბერს. სტაჟირება სრულად დაფინანსდება აჭარის არ განათლების და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის მთავრობის მიერ.

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვ...
03/07/2026

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
➡️ 2026 წლის 20-24 ივნისსა და 26-30 ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში (გარდა მოქალაქეობისა), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ოთხი ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი მოქალაქეობაში“.
➡️ ტრენინგ-მოდულს ატარებდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი და ინგა მოსიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა მოქალაქეობის ძირითადი თემების მიმართულებით (ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კონფლიქტი, გლობალური პრობლემები და მათი მოგვარების გზები, არასრულწლოვანთა დამნაშავეობა, ძირითადი პოლიტიკური თეორიები, ძალადობა ბავშვთა მიმართ) და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
➡️ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: მიღებული ცოდნის გამოყენებას საგამოცდო ტესტებზე მუშაობისას და შეძლებენ წარმატებულ ნავიგაციას საგამოცდო ტესტებში.
➡️ ოთხივე ჯგუფში ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვ...
02/07/2026

☑️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
☑️ 2026 წლის 20-24 ივნისსა და 26-30 ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საბაზო და საშუალო საფეხურზე (VII-XII), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ექვსი ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის “.
☑️ ტრენინგ-მოდულს ატარებდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე, ნათია თავდგირიძე, რუსუდან ნადარეიშვილი და თინათინ გიორგაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
☑️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ქართული ენისა და ლიტერატურის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
☑️ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები: ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეები: გაეცნობიან საგნის გამოცდის ტესტის სტრუქტურასა და შეფასების სქემას; შეძლებენ შეცდომათა ტიპების კლასიფიკაციას, შეცდომათა მიზეზების ანალიზს, ტექსტის რედაქტირებას; შეძლებენ საგამოცდო ტესტის გრამატიკული ნაწილის მსგავსი დავალებების შესრულებას; გააცნობიერებენ ტექსტის გააზრების სტრატეგიების მნიშვნელობას, შეძლებენ ტექსტის გაგებაზე ორიენტირებული შეკითხვების სახეების იდენტიფიცირებას და შეკითხვების ფორმულირებას; გაიაქტიურებენ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების შესახებ ცოდნას; გაიაზრებენ არამხატვრული ტექსტის სპეციფიკას, გააანალიზებენ არამხატვრულ ტექსტს აბზაცებით კითხვის სტრატეგიის გამოყენებით; შეძლებენ ესეს შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე ნაწერის შეფასებას; შეძლებენ დავალების პირობაზე დაყრდნობით პოზიციის, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ფორმულირებას; შეძლებენ არგუმენტირებული ესეს დაწერას, ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.
☑️ ექვსივე ჯგუფში ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

Address

Улица Багратиони 123
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის განათლების ფონდი / Ajara Education Fund posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to აჭარის განათლების ფონდი / Ajara Education Fund:

Shortcuts

Share