ბსუ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბსუ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბსუ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, College & University, ნინოშვილის 35. რუსთაველის 32, Batumi.

ბსუ-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო!
07/04/2026

ბსუ-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო!

📢 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

🎓რატომ უნდა ავირჩიოთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი❓

🎯 ბსუ აბიტურიენტთა განაცხადებისა და გაცვლითი პროგრამების მიხედვით საქართველოს უნივერსიტეტების სამეულშია

👨‍🎓👩‍🎓 მოქმედებს 30-მდე სხვადასხვა სახის სტიპენდია და სოციალური პროგრამა

ℹ️ 1-ელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ რიგში მიუთითებენ ბსუ-ს და მე-3 სავალდებულო არჩევით საგანში/საგნებში ექნებათ მაღალი ქულა, ენიშნებათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით

🏦 თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა და სტუდენტთა საცხოვრებელი

🚀 სტუდენტები ჩართულნი არიან კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით ჯგუფებში

✨აირჩიე ბსუ, შექმენი შენი წარმატებული მომავალი!

📌 დეტალური ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ იხილეთ ბმულზე : https://bsu.edu.ge/Presentation/

🌐 ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგიძლიათ, დაათვალიეროთ უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სასწავლო რესურსები : https://bsu.edu.ge/360/

1️⃣1️⃣4️⃣ გელოდებით ბსუ-ში!

#ბსუ #ბათუმი #უნივერსიტეტი #მევირჩევბსუს #აბიტურიენტები 🎓📚

27 მარტს, 13:00 საათზე, ბსუ-ს შოთა რუსთაველის დარბაზში (55-ე ოთახი) გაიმართება გამოჩენილი ქართველი მკვლევრის, ივანე ჯავა...
26/03/2026

27 მარტს, 13:00 საათზე, ბსუ-ს შოთა რუსთაველის დარბაზში (55-ე ოთახი) გაიმართება გამოჩენილი ქართველი მკვლევრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატის, ბათუმის შოთა რუსთაველის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მამია ფაღავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა.

გთხოვთ, გვეწვიოთ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტერის პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ პროექტით ...
04/03/2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტერის პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ პროექტით „ჰათი ჰუმაიუნები“ (სულთნის რესკრიპტები) დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების შესახებ (XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის პირველი მეოთხედი)“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ვულოცავთ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორ ზაზა შაშიკაძეს გამარჯვებას და ვუსურვებთ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ბატონი მამია ფაღავა 70 წლისაა!
09/02/2026

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ბატონი მამია ფაღავა 70 წლისაა!

70 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მკვლევარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატს, ბსუ-ს ქ...

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი...
17/01/2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მამია ფაღავას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა გამორჩეული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენი გადასცა. ბატონ მამიას ვულოცავთ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს!

🔹უცხოეთში სტაჟირების (ევროოდისეა) პროგრამის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ბელგიელი სტაჟიორი ჟოფრე მილკე ე...
17/01/2026

🔹უცხოეთში სტაჟირების (ევროოდისეა) პროგრამის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ბელგიელი სტაჟიორი ჟოფრე მილკე ეწვია. უცხოელი სტაჟიორი ასისტენტ-პროფესორ ნათია აბაშიძის ხელმძღვანელობით აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში, ფრანგული ენის პრაქტიკულ კურსს უძღვებოდა რომანული ფილოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებთან. კარიმ ბენდჯიარი კი იტალიური ენის პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებდა ანასტასია გამსახურდაშვილთან ერთად.

🔹ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან უცხოეთში სტაჟირების (ევროოდისეა) პროგრამის ფარგლებში, რომლის ეგიდით ყოველწლიურად მასპინძლობს ბელგიელ და ფრანგ სტაჟიორებს, რომლებიც სტუდენტებისთვის ფრანგული და იტალიური ენების პრაქტიკულ მეცადინეობებს უძღვებიან ჰუმანიტარული ფაკულტეტის რომანისტიკის სპეციალობაზე. პროექტი ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას, სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზებას და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებას.

💫ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ღონისძიება „შემოქმედების იმპულსები“ გაიმართ...
27/12/2025

💫ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ღონისძიება „შემოქმედების იმპულსები“ გაიმართა. შემოქმედმა სტუდენტებმა საღამოზე შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინეს, მაყურებელს შესთავაზეს
სიტყვად ქცეული ემოციები - ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაციები, მოძრაობით მოთხრობილი ისტორიები და შეასრულეს სიმღერები. სტუდენტებს ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილემ გიორგი ქათამაძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თეონა ბერიძემ.

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა რამაზ ხალვაშმა და ასოცირებულმა პროფესორმა მზია ხახუტაშვილმა მონაწილეობა მიიღ...
27/12/2025

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა რამაზ ხალვაშმა და ასოცირებულმა პროფესორმა მზია ხახუტაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის გამართულ შეხვედრაში „წლის საუკეთესო მიღწევა“. ღონისძიების მიზანი იყო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ღია მეცნიერების პრინციპების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

💫ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ კახაბერ ქამადაძის სამეცნიერო პროექტმა   „აბუსერისძე...
27/12/2025

💫ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ კახაბერ ქამადაძის სამეცნიერო პროექტმა „აბუსერისძეთა სასახლე და საგვარეულო ეკლესია სოფელ თხილვანაში“ 20226 წლის ,,ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს ბატონ კახა ქამადაძეს წარმატებას!

💫 „შავიზღვისპირეთი და კავკასიის ანტიკური არქეოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტ  ნიკა მჟ...
27/12/2025

💫 „შავიზღვისპირეთი და კავკასიის ანტიკური არქეოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტ ნიკა მჟავანაძის პროექტმა „კინტრიშის ხეობის უძველესი მონადირე-შემგროვებლები“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს სტუდენტ ნიკა მჟავანაძესა და სამეცნიერო ხელმძღვანელს, ასისტენტ პროფესორ გურამ ჩხატარაშვილს წარმატებას და უსურვებს წინსვლას!

🔹მონოგრაფიის „მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე“ წარდგინება გაიმართა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  მონოგ...
21/12/2025

🔹მონოგრაფიის „მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე“ წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონოგრაფია ეფუძნება მდიდარ წყაროთმცოდნეობით მასალებს საქართველოს (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის) არქივებში დაცულ დოკუმენტებს, პრესის მასალებს, აჭარასა და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებთან საველე ექსპედიციების შედეგად შეკრებილ ინფორმაციას, ისტორიოგრაფიის მონაცემებს.

🔹მონოგრაფიის ავტორები არიან: პროფესორი ჯემალ კარალიძე, პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, პროფესორი მურმან გორგოშაძე, ისტორიის დოქტორი რევაზ დიასამიძე, ასოც. პროფესორი ნატალია ლაზბა, პროფესორი ლილე თანდილავა, ასისტ. პროფესორი მანანა თავდგირიძე, აკადემიური დოქტორი მარიამ ჩოხარაძე.

🔹 ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ მონოგრაფიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაშრომი განსაკუთრებულად ფასეულია, როგორც აკადემიური კვლევის, ისე ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების თვალსაზრისით. წარდგინებას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და აჭარაში მცხოვრები აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლები.
🔹 მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული საგრანტო პროექტის „მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე (აჭარაში დასახლებულ აფხაზთა მუჰაჯირობა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მუჰაჯირთა შთამომავლებთან აჭარაში მცხოვრები აფხაზების ურთიერთობის 21-ე საუკუნის რეალობა)“ ფარგლებში გამოიცა.

🔹ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ კლუბში სამი მონოგრაფიის: ,,ქართული...
06/12/2025

🔹ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ კლუბში სამი მონოგრაფიის: ,,ქართული ენის შავშური დიალექტი“, ,,ქართული ენის კლარჯული დიალექტი“ და ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი“ წარდგინება გაიმართა.

🔹მონოგრაფიები 2022, 2023 და 2024 წლებში პროფესორების: მამია ფაღავას, †მერი ცინცაძისა და მაია ბარამიძის ავტორობითა და პროფესორ მამია ფაღავას საერთო რედაქციით გამოიცა. სამივე ნაშრომი სამნაწილიანია და მოიცავს გამოკვლევას, სამეცნიერო ექსპედიციებში მოპოვებულ მასალებსა და ლექსიკონს.
,,ქართული ენის შავშური დიალექტი“, ,,ქართული ენის კლარჯული დიალექტი“ და ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი“ ავტორთა ხანგრძლივი კვლევის შედეგია. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი კომპლექსურ ესამეცნიერო ექსპედიციებს 1995 წლიდან ახორციელებს, რაც ითვალისწინებს - საველე შემკრებლობით სამუშაოებს ჭოროხის ხეობის ისტორიულ ქართულ პროვინციებში - შავშეთში, კლარჯეთში, ტაოში, სპერში; ლაზეთში და თურქეთი სხვადასხვა პროვინციაში გაფანტული ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებებში.

🔹აჭარული, შავშური, კლარჯული და ტაოური დიალექტები სამხრული მეტყველების დიფერენციაციის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიალექტები განიცდიან თურქეთის სახელმწიფო ენის ძლიერ ზეწოლას, მიუხედავად იმისა რომ შავშეთის, კლარჯეთის ტაოს ბევრ სოფელში დაივიწყეს წინაპართა ენა, შესაძლებელი გახდა სამივე დიალექტის ლინგვისტური პორტრეტის აღდგენა.

Address

ნინოშვილის 35. რუსთაველის 32
Batumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბსუ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share