ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლა

  • Home
  • ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლა

ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლა, Community College, .

მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მთელი გუნდის სახელით დღევანდელი ლამაზი დღისთვის.❤️❤️❤️❤️
27/07/2026

მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მთელი გუნდის სახელით დღევანდელი ლამაზი დღისთვის.❤️❤️❤️❤️

25/07/2026

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

გუშინდელი დღე განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით დაამახსოვრდა ქუთაისის N45 საჯარო სკოლის ბავშვებს.საზაფხულო სკოლის ფარგ...
24/07/2026

გუშინდელი დღე განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით დაამახსოვრდა ქუთაისის N45 საჯარო სკოლის ბავშვებს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ანიმაციური ფილმი „რაია და უკანასკნელი დრაკონი“. თუმცა ამ დღის ყველაზე დიდი ღირებულება მხოლოდ ფილმი არ ყოფილა – ეს იყო ყურადღება, სიყვარული და გულწრფელი ზრუნვა, რომელიც ბავშვებმა იგრძნეს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიკეთით, ყურადღებითა და სიყვარულით ჩვეულებრივ დღეს ნამდვილ დღესასწაულად აქცევენ.
სწორედ ასეთი დღე აჩუქა ჩვენს მოსწავლეებს, ქ. ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა, მაიკო ცქიტიშვილი რომელმაც ფილმის ჩვენებამდე ბავშვები გასართობ ცენტრში მიიწვია, შემდეგ გულთბილად გაუმასპინძლდა პოპკორნებით და მათთან ერთად გაიზიარა ფილმით გამოწვეული ემოციები. ეს ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ გულით გაკეთებული ჟესტებია ჩვენი მოსწავლეებისთვის, მაგრამ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გარემო, სადაც თავს დაფასებულად, მიღებულად და ბედნიერად გრძნობენ. მათი ღიმილი და სიხარული ამ დღის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო.ჩვენი ბავშვებისთვის ეს იყო სიყვარული, ყურადღება, თანადგომა და იმის განცდა, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანნი არიან. მათ სახეებზე აღბეჭდილი სიხარული, გაოცება და ბედნიერება სიტყვებით ძნელად გადმოიცემა. მათი ღიმილი იყო ყველაზე გულწრფელი.

ქალბატონო მაია, გულითად მადლობას გიხდით თქვენი მზრუნველობისა და კეთილგანწყობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ყურადღება, სიყვარული და ერთად გატარებული ბედნიერი წუთებია.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დღე ჩვენს ბავშვებს კიდევ ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ, ხოლო თქვენი სიკეთე მათ გულებში თბილ მოგონებად დარჩება.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ❤️❤️❤️

🥰🥰🥰

19/07/2026
19/07/2026

ქალაქ ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკში, Mariam Marjanishvili
მარიამ მარჯანიშვილის ინიციატივითა და ქუთაისის ამერიკული კუთხის თანადგომით წარმოდგენილ იქნა გამოფენა ,,ბალანჩინი 122“. აღსაზრდელებმა მოისმინეს მარიამ მარჯანიშვილის საინტერესო პრეზენტაცია თემაზე: ,,ამერიკაში ქართული გენის აღმაფრენა“.
ასევე, ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ წარმოადგინა საავტორო თამაში ,,Vision of America -250 Years”, რომელიც ამერიკის დეკლარაციის ხელმოწერიდან 250 წელს მიეძღვნა.
კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ საზაფხულო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ჩიხლაძემ და სტუმრებმა მოსწავლეებს და პედაგოგებს გადასცეს სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

16/07/2026

„ჩვენი პატარა რესტორანი“

როდესაც ერთი ჩვეულებრივი დღე ნამდვილ, თბილ თავგადასავლად იქცევა...

დღეს ჩვენს საზაფხულო სკოლაში განსაკუთრებული ფუსფუსი გვქონდა — მოვაწყვეთ როლური თამაში „ჩვენი პატარა რესტორანი“, სადაც ბავშვები თავად გახდნენ ამ მყუდრო სივრცის სრულუფლებიანი შემოქმედნი.

მათ თავად დახატეს და შექმნეს ორიგინალური მენიუები, მოირგეს მიმტანებისა და მასპინძლების როლები, მიიღეს შეკვეთები და უდიდესი მზრუნველობით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს.

13/07/2026

პატარა ბოტანიკოსების დიდი დღე!
„დღე, როდესაც საზაფხულო სკოლის მწვანე თავგადასავალმა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლა...
ჩვენმა პატარა მკვლევარებმა ნამდვილი ეკო-ტური მოაწყვეს, ირბინეს მწვანე ბილიკებზე, აღმოაჩინეს ბუნების საიდუმლოებები და ეს დღე დაუვიწყარი ემოციებით, ხმამაღალი სიცილითა და ფერადი მოგონებებით აავსეს!

25/06/2026

„კულინარიიდან ლოჯისტიკამდე — სწავლა კეთებით!
დღეს ჩვენს საზაფხულო სკოლაში ნამდვილი საწარმოო ციკლი მოეწყო. ბავშვებმა სრული დამოუკიდებლობითა და არჩევანის თავისუფლებით თავად მართეს ოთხივე ეტაპი: ✨ დამზადება ✨ შეფუთვა ✨ დასკანერება ✨ კურიერის მომსახურება.
ასე ყალიბდება
პრაქტიკული უნარები და დამოუკიდებლობა! 🌟“

საზაფხულო სკოლის სააღმზრდელო საათის ფარგლებში დღეს, ჩვენს სივრცეში ნამდვილი გამოცდილებების, როლური თამაშებისა და დიდი მხ...
22/06/2026

საზაფხულო სკოლის სააღმზრდელო საათის ფარგლებში დღეს, ჩვენს სივრცეში ნამდვილი გამოცდილებების, როლური თამაშებისა და დიდი მხიარულების დღე იყო! 🛒✨
„მარკეტის კონსულტანტის“ როლი მოვირგეთ და ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული უნარები გამოვცადეთ. ვისწავლეთ კომუნიკაცია, ნივთების დახარისხება, ყურადღება და, რაც მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობა.
ბავშვებმა უყურეს ანიმაციას აღნიშნულ თემაზე.

Address


4600

Telephone

+995431232079

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლა:

Shortcuts

  • Want your university to be the top-listed University?

Share