03/12/2025
📣საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia-ში 2025 წლის საგანმანათლებლო პროექტ "დიდგორელის" დაჯილდოება გაიმართა, სადაც 25-25 ფინალისტი მარნეულელი და ბოლნისელი მოსწავლე იყო მიწვეული თავის პედაგოგებთან ერთად.
✍️კონკურსი ოთხ ეტაპად ჩატარდა და მარნეულის მასშტაბით 200-მდე ზედა კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
🥇I ადგილი ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ - ანი მინაძემ დაიკავა.
🥈II ადგილი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს სკოლის მოსწავლემ - ნინო მურადიანმა.
III🥉 ადგილი კი 4 მოსწავლემ გადაინაწილა - საშა გელბახიანი - ს.საიმერლო, ბარბარე ვეზდენი - ს.წერეთელი, თახმინა მამედოვა - ს.შულავერი N1, რენათ ორუჯოვი - ქ.მარნეულის N5 სკოლა.
🏆 I ადგილზე გასულ მონაწილეს 6 თვიანი სტიპენდია დაუნიშნა თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, გაჟღერდა დიდგორელის ჰიმნიც.
📢დიდი მადლობა ბატონ ლევან ჟვანიას 🫶 ასეთი ეროვნული პროექტისთვის 🇬🇪