26/05/2026
For English, scroll down
🇬🇪 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე გამართული ღონისძიება წარმატებით მიმდინარეობდა და უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძე-თან ერთად, ოზურგეთში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და მათ შორის ეწვია კოლეჯ „ჰორიზონტის“ სტენდსაც.
✨ ჩვენ მიერ წარმოდგენილმა „გურულმა ოდამ“ განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მთელი დღის განმავლობაში სტუმრები ეცნობოდნენ გურიის ავთენტურ კულტურას, ტრადიციებსა და ყოფას, აგემოვნებდნენ გურულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოს, ათვალიერებდნენ ძველ გურულ სამოსსა და აქსესუარებს.
✅ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, პაატა კუნჭულია.
💙 გვიხარია, რომ ჩვენი კუთხის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი და სიყვარული ვიხილეთ. მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს, მონაწილე პროფესიულ კოლეჯებს და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეს.
ერთად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქრისტიანობის 1700-წლიანი ისტორია და გურიის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.
#26მაისი #დამოუკიდებლობისდღე #კოლეჯიჰორიზონტი #გურულიოდა #გურია #პროფესიულიგანათლება #ოზურგეთი
🇬🇪 On May 26, as part of the celebrations marking Georgia’s Independence Day, the event held in the central square of Ozurgeti was a great success and welcomed numerous visitors throughout the day.
The Prime Minister of Georgia, Irakli Kobakhidze, together with Vice Prime Minister and Minister of Defence Irakli Chikovani, and Minister of Education, Science and Youth Givi Mikanadze, attended the ceremonial events dedicated to Georgia’s Independence Day in Ozurgeti and also visited the stand of Horizon College.
✨ Our presentation, the “Gurian Oda,” attracted special interest and admiration. Throughout the day, visitors had the opportunity to explore the authentic culture, traditions, and lifestyle of Guria, taste traditional Gurian dishes and wine, and view historic Gurian clothing and accessories.
✅ The event was also attended by the State Representative in the Guria Region, Giorgi Ghurjumelidze, and the Mayor of Ozurgeti, Paata Kunchulia.
💙 We are delighted to have witnessed such great interest and appreciation for our region’s cultural heritage. We extend our sincere gratitude to every guest, participating vocational colleges, and all supporters who made this day truly memorable.
Together, we celebrated Georgia’s Independence Day, the 1,700-year history of Christianity in Georgia, and the rich cultural heritage of Guria.
🇬🇪