26/07/2026
🎓✨ ყველაზე დიდი წარმატებაა, როცა ცოდნა, შრომა და სიყვარული ერთიანდება მომავალი თაობის აღზრდისთვის!
ეს სიტყვები დღეს ნამდვილად გაამართლეს პროფესიული პროგრამის „აღმზრდელი“ სტუდენტებმა. მათ მიერ წარმოდგენილმა პრაქტიკული პროექტის პრეზენტაციებმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რამდენი შრომა, პასუხისმგებლობა, შემოქმედებითობა და სიყვარული ჩადეს პროფესიის დაუფლებაში.
პრაქტიკული სწავლება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში გაიარეს, სადაც მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენეს და მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დააგროვეს.
🎨 განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ საკუთარი ხელით შექმნეს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და ესკიზები, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებებს უსასყიდლოდ გადასცეს.
💜 განსაკუთრებული მადლობა Maiko Kokhtashvili, Ia Kviriashvili, Nini Mekokishvili და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ცოდნით, გამოცდილებით, მხარდაჭერითა და გულწრფელი დამოკიდებულებით წვლილი შეიტანა ამ გოგონების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
📍თუ გიყვარს ბავშვები და შენ თავს ამ პროფესიაში ხედავ, დარეგისტირდი ახლავე: 👉 გაიარე პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია:
https://shorturl.at/YLTmu
📣📣 ისწავლე შენსავე რაიონში. განვითარდი პროფესიულად და დასაქმდი იქ, სადაც შენს ცოდნას ყველაზე მეტად ელოდებიან.
# #აღმზრდელი #პროფესიულიგანათლება #საგარეჯოსსკოლამდელდაწესებულებათააგაერთიანება #ისიამოვნესწავლითდასაქმდიწარმატებით