Consultancy Bureau at GTU

Consultancy Bureau at GTU ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება

2024 წლის 2 ნოემბერს დაგეგმილი ტრენინგ-კურსი გაიარა 11 კაციანმა ჯგუფმა, ტესტირების შემდეგ მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფ...
02/11/2024

2024 წლის 2 ნოემბერს დაგეგმილი ტრენინგ-კურსი გაიარა 11 კაციანმა ჯგუფმა, ტესტირების შემდეგ მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები

ტრენინგ კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს👇
28/09/2024

ტრენინგ კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს👇

🆕👇
20/09/2024

🆕👇

ონლაინ სასწავლო პლატფორმა განათლებისა და უნარების ტრენინგისთვის, ალისონი, ირლანდია. აკრედიტებულია უწყვეტი პროფესიული გან...
10/05/2024

ონლაინ სასწავლო პლატფორმა განათლებისა და უნარების ტრენინგისთვის, ალისონი, ირლანდია. აკრედიტებულია უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD UK) მიერ.

Browse all available free online certificate courses with Alison. Join 40 million learners and upskill online for free.

31/03/2024

🌎✅ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

🔶 კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებების და გადაწყვეტილებების ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს ყველა იმ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის და შერბილების საკითხებთან.

🔶 გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველომ 2021 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), რომლითაც განისაზღვრა 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები.
სამოქმედო გეგმაში გაიწერა უახლოეს 2 წელიწადში კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის შვიდ სექტორში:

• ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა;
• ტრანსპორტი;
• შენობები;
• მრეწველობა;
• სოფლის მეურნეობა;
• ნარჩენების მართვა;
• სატყეო მეურნეობა.

🔶 საერთო ბიუჯეტი შეადგენს 3 694 328 186 ლარს. დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი მოდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ენერგეტიკისა და ნარჩენების სექტორებში. კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ქარის მზის და ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა.

🔶 ნარჩენების სექტორში მნიშვნელოვანია ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა/მოწყობის დაწყება და არსებული ნაგავსაყრელების განახლება, ასევე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

🔶 მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის სექტორიც, რომელშიც პრიორიტეტულია მობილობის არამოტორიზებული (მეტროს სადგურების მოდერნიზაცია, საბაგირო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ველობილიკების მოწყობა) საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება (კერძოდ, თბილისში). ასევე, ავტომობილებიდან გამონაბოლქვის დონის კონტროლის ტექნიკური მექანიზმის დანერგვა.

🔶 სოფლის მეურნეობის სექტორში აქცენტი გაკეთდება ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების თანდათანობით დანერგვასა და მათ პოპულარიზაციაზე ცნობიერების ამაღლების საშუალებით.

🔶 სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დეგრადირებული ტყის ტერიტორიაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას (გაგრძელდება ტყის ინვენტარიზაცია, მომზადდება ტყის მართვის გეგმები 5 სატყეო უბნისთვის და დაიხვეწება ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა).

🔶 აღსანიშნავია, რომ 2021-2023 წლების და ახალი, 2024-2025 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, 10-12%-ით მეტი კლიმატის ცვლილების გამომწვევი აირების ემისია ექნებოდა საქართველოს. ახალი ორწლიანი გეგმა საშუალებას მოგვცემს ემისიების დონე შევინარჩუნოთ 10-12%-ით დაბალ ნიშნულზე, რადგან 2021-2023 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიც აისახება შემცირებულ ემისიებში, რომელსაც დაემატება 2024-2025 წლებში განსახორციელებელი საქმიანობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, რათა კლიმატის ცვლილების მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად დასახული ამბიციური მიზნები მიღწეული იყოს.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი მომზადდა შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით, ასევე გაიმართა არაერთი საჯარო კონსულტაცია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

#გარემოსდაცვა2024
#სოფლისმეურნეობა2024
#მთავრობა2024

06/12/2023
საერთაშორისო კონფერენციაზე  რეგისტრაციის ვადა  - 31 ოქტომბრამდე, 2023წ. ნარჩენების მდგრადი მართვა და წრიული ეკონომიკა - ...
24/10/2023

საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაციის ვადა - 31 ოქტომბრამდე, 2023წ.
ნარჩენების მდგრადი მართვა და წრიული ეკონომიკა - გლობალური ფორუმი: 29 ნოემბერი - 2 დეკემბერი, 2023. მონაწილეობა შესაძლებელია ადგილზე დასწრებით (ქ. მუმბაის მენეჯმენტის ინსტიტუტი, ინდოეთი) და ვირტუალურად (ზუმის საშუალებით).
თემატიკა: ცირკულარული ეკონომიკა, ჭკვიანი ქალაქები, რესურსების ეფექტურობა, მყარი ნარჩენების მართვა (მუნიციპალური, პლასტმასის, ელექტრონული ნარჩენები, სამრეწველო, სახიფათო, ლითონი, ტექსტილი, საკვები, სოფლის მეურნეობა, ბიომასა, ფოლადის წიდა, მფრინავი ნაცარი). თხევადი ნარჩენების მართვა (ჩამდინარე წყლები, შლამი და ა.შ.).
აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია: [email protected] ან
[email protected] მონაწილეობის საფასური - 25$.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს:

We publish good quality articles and help the authors to enhance the quality of submitted articles by our group of experts- editorial board members and reviewers.

17/08/2023

სასარგებლო ინფორმაცია

საინტერესო შეთავაზებაა: უფასო ონლაინ კურსები კლიმატის საკითხებზე♻️♻️♻️✅
28/10/2022

საინტერესო შეთავაზებაა: უფასო ონლაინ კურსები კლიმატის საკითხებზე♻️♻️♻️✅

In the run-up to , we would like to introduce you to our latest series of that will take place from 7th November to 18th November 2022 mostly online and but also at COP27, in Egypt.

We'll cover a wide array of climate change-related topics this year, leveraging the expertise of our UN and non UN partners, so pick the classes that interest you the most and register today!

Don't miss out! Find out more and registers for the classes at: https://www.uncclearn.org/un-cclearn-at-cop27-of-the-unfccc/

Check the programme below!👇

06/09/2022

ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ევროპულ უნივერსიტეტებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და ეკონომიკური სახის ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლა, ტრენინგების ჩატარება საქართველოს ენერგოსექტორში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, ასევე დაინტერესებულ მხარეთა ფართო წრისთვის
The main direction of the activity of the Energy and Environmental Law Consultancy Bureau (EELCB) is to deepen the academic cooperation of the Georgian Technical University with European universities, exchange of scientific, educational, technical and economic information and data, conducting trainings for the energy sector employees of Georgia, as well as for a wide range of interested parties

Address

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსტავას 77, მე-8 სასწავლო კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 405
Tbilisi
0171

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Consultancy Bureau at GTU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share