Jewelry/საიუველირო და ლითონის მხატვრული დამუშავება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Jewelry/საიუველირო და ლითონის მხატვრული დამუშავება

Jewelry/საიუველირო და ლითონის მხატვრული დამუშავება თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულება

მონაწილეთა შორის ჩვენი მიმართულების სტუდენტი-ნინო დვალი.
17/12/2025

მონაწილეთა შორის ჩვენი მიმართულების სტუდენტი-ნინო დვალი.

17/12/2025
🏛 ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის რიგით IV ახალგაზრდული სიმპოზიუმი გაიხსნა!მონაწილეობა მიიღო ჩვენი მიმართულების ორმა...
17/12/2025

🏛 ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის რიგით IV ახალგაზრდული სიმპოზიუმი გაიხსნა!

მონაწილეობა მიიღო ჩვენი მიმართულების ორმა სტუდენტმა -მედეა უთურგაულმა და ლელა მაზიაშვილმა.

👉 სიმპოზიუმი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“-ს პედაგოგების: საქართველოს დამსახურებული მხატვრის - მიხეილ ცალქალამანიძისა და მხატვარ - რუსუდან ცალქალამანიძის ინიციატივით ტარდება.

🎯 სიმპოზიუმის მიზანია, ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მისი ისტორიისა და მიმდინარე ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა.

12/12/2025

📣 სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!!!

22 დეკემბერს იგეგმება ექსკურსია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დავათვალიეროთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელიც მდიდარია საინტერესო ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით.

🔹 აკადემიაში მოქმედებს გამორჩეული მუზეუმი, სადაც ინახება არაჩვეულებრივი, უნიკალური და რარიტეტული ექსპონატები.

▪️მონაწილეობა სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისთვის.
ადგილების რაოდენობა არის 15.

📣 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ლინკზე
ლიკა თალაკვაძე
📲 577221630
https://www.facebook.com/share/17nx7tfzWg/?mibextid=wwXIfr

❗️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 15 დეკემბერი, 20:00 საათი.

თსსა-ის სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას გიხდით აქტიურობისთვის. 🤍

26/10/2025
23/10/2025

📣 ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო!

❗️პრემია გაიცემა სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილ ნამუშევრებზე, რომლებიც გამოირჩევიან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებითა და ხერხებით, ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა მახასიათებლებით.

▫️პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მისანიჭებლად გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევრებს გამოავლენს კომისია. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი ავტორს უკან უბრუნდება.

❗️საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე.

▫️მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგნინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

📍მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68 (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე).

🔗ვრცლად, იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://abkhazia.gov.ge/banner/27
❗️დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ცხელი ხაზს: 143

18/10/2025

მათ ვისაც სურს სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, სტაჟირებები, საბაკალავრო პროგრამები, სტიპენდიები

🎉
08/10/2025

🎉

📣 სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი, "დიზაინ კვირეული", ზალცბურგი, ავსტრია - დიზაინის ფაკულტეტი!

❗️ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი სამხატვრო აკადემიის - დიზაინის ფაკულტეტის, საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ზალცბურგის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ დიზაინ კვირეულში (10 ადგილი: 3 - სამრეწველო დიზაინი, 3- ავეჯის პროექტირება და ხის მხატვრული დამუშავება, 1 - მხატვრული კერამიკა, 1 - მხატვრული მინდა, 1 - ტექსტილის დიზაინი, 1 - საიუველირო და ლითონის მხატვრული დამუშავება) მონაწილეობის მისაღებად - ა.წ. დეკემბერში, რომლის ორგანიზატორია ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Salzburg University of Applied Sciences KUCHL-ის კამპუსი.

▫️პროექტი ხორციელდება ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, ზალცბურგის უნივერსიტეტთან.

❗️აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, შესაბამისი დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
· CV ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) პორტფოლიო (ინგლისურ ენაზე)
· ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ან/და ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ);

▫️საბუთების წარდგენის ბოლო ვადა - 2025 წლის 20 ოქტომბერი
▫️საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
📩 [email protected]
📱 +995 593 799 960

❗️საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება კონკურსი.

▫️დიზაინ კვირეულში მონაწილეობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ, სამხატვრო აკადემიის - დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, გადაეცემათ ერასმუს მობილობის მოკლევადიანი გრანტი!

გისურვებთ წარმატებას! ♥️

17/09/2025
09/09/2025

2025 წლის შემოქმედებითი ტურის ქულებით მოპოვებული უფასო ადგილები (შიდა დაფინანსება)

02/09/2025

Address

22 Gribojedov Street , 0108
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Jewelry/საიუველირო და ლითონის მხატვრული დამუშავება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share