12/07/2026
🏛️ თსსა შემოქმედებითი ტური და პლენერი წარმატებით დასრულდა!
11 ივლისს სტუდენტური თვითმმართველობის გასვლითი ტური შედგა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა სამი უმნიშვნელოვანესი ლოკაცია მოინახულეს. დღის პირველი ნახევარი ატენის სიონისა და წეროსხევის მონასტრის ისტორიული ძეგლების გაცნობას დაეთმო, რის შემდეგაც მარშრუტი ლევიტანას ტბასთან გაგრძელდა. სწორედ აქ მოეწყო შემოქმედებითი პლენერი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბუნებაში ეხატათ და დაესვენათ.
ლოკაციების მონახულებასთან ერთად, თითოეულმა სტუდენტმა დააგროვა უამრავი მოგონება, რაც გუნდურმა თამაშებმა, მუსიკამ და არაფორმალურმა გარემომ კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა. 🎨
მადლობას ვუხდით თითოეულ სტუდენტს ნდობისთვისა და აქტიური ჩართულობისთვის! მალე კვლავ შევხვდებით კიდევ უფრო საინტერესო ტურებითა და ახალი თავგადასავლებით! ✨
#თსსა #შემოქმედებითიტური #პლენერი