სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport

სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport GEORGIAN STATE UNIVERSITY OF SPORT

🏅 საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტი ჩვენს უნივერსიტეტში მხოლოდ მოძრაობა არაა — ეს არის ცოდნა, მეცნიერება და წარმატების გზა!

სპორტის უნივერსიტეტი წარმოადგენს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

🎓 ჩვენს გუნდში არიან სფეროში აღიარებული პროფესორები, მრავალწლიანი გამოცდილებითა და

თანამედროვე საგანმანათლებლო ხედვით.

🏃 სტუდენტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს, განსაკუთრებით — მაღალი მიღწევის მქონე სპორტსმენებისთვის.

🤝 აქ დაგხვდება მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და შესაძლებლობა, აკადემიური ცოდნა რეალურ სპორტულ პრაქტიკაში აქციო.

🌟 აირჩიე საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი — აქ სწავლობენ ჩემპიონები, იზრდებიან ლიდერები და იქმნება წარმატების ისტორიები.

📍 კოდი: 186
#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ

⚽️მატჩი, რომელიც 149:0 დასრულდაგჯერათ, რომ საფეხბურთო მატჩი შეიძლება 149:0 დასრულდეს?ეს ანგარიში არც კომპიუტერული თამაში...
25/05/2026

⚽️მატჩი, რომელიც 149:0 დასრულდა

გჯერათ, რომ საფეხბურთო მატჩი შეიძლება 149:0 დასრულდეს?
ეს ანგარიში არც კომპიუტერული თამაშიდან არის და არც ხუმრობა - ეს რეალური ფაქტია, რომელიც მადაგასკარის ჩემპიონატში დაფიქსირდა და დღემდე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე აბსურდულ და დაუჯერებელ რეკორდად ითვლება.

ეს შემთხვევა 2002 წლის 31 ოქტომბერს, მადაგასკარის ჩემპიონატში მოხდა. ერთმანეთს ქვეყნის ორი ძლიერი გუნდი - მოქმედი ჩემპიონი „ას ადემა“ და მისი მთავარი მეტოქე „სო ემირნი“ (SOE) ხვდებოდნენ.
მიზეზი, რომელმაც მოედანზე ნამდვილი ქაოსი გამოიწვია, ჩემპიონატის წინა ტურში მიღებული მსაჯის გადაწყვეტილება გახდა. „სო ემირნის“ წინააღმდეგ დანიშნულმა საეჭვო პენალტმა გუნდს საჩემპიონო შანსები ფაქტობრივად დაუკარგა.

ბოლო მატჩზე გუნდმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა: შეხვედრის დაწყებისთანავე „სო ემირნის“ ფეხბურთელებმა ბურთი საკუთარი კარისკენ წაიღეს და ავტოგოლი გაიტანეს. ეს პროცესი მთელი 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა — დაახლოებით ყოველ 36 წამში მათ საკუთარ კარში თითო ბურთი გაჰქონდათ.

წარმოიდგინეთ სურათი: „ას ადემას“ ფეხბურთელები მოედნის ცენტრში გაოგნებულები იდგნენ და უბრალოდ უყურებდნენ, როგორ შეჰქონდათ მეტოქეებს საკუთარ კარში გოლი გოლზე. თამაშის განმავლობაში მათ ბურთისთვის ფეხიც კი არ დაუკარებიათ, თუმცა საბოლოო ანგარიში 149:0 სწორედ მათ სასარგებლოდ დაფიქსირდა.

ეს მატჩი ოფიციალურად შევიდა ფეხბურთის ისტორიაში და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე დიდი ანგარიშით დასრულებული ოფიციალური შეხვედრა ფეხბურთის ისტორიაში.
ინციდენტის შემდეგ მადაგასკარის ფეხბურთის ფედერაციამ გუნდის მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა. „სო ემირნის“ მთავარ მწვრთნელს სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რადგან მიიჩნიეს, რომ პროტესტის იდეა სწორედ მას ეკუთვნოდა.

გარდა ამისა, ოთხ წამყვან ფეხბურთელს, მათ შორის მადაგასკარის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, სეზონის ბოლომდე თამაში აეკრძალა.

არის ეს პროტესტის გამართლებული ფორმა თუ სპორტისადმი უპატივცემულობა? თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ!

სტატიის ავტორი: პროფესორი, ჯემალ ძაგანია

⏳ ყურადღება, აბიტურიენტებო! რეგისტრაციის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება!საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეგ...
25/05/2026

⏳ ყურადღება, აბიტურიენტებო!
რეგისტრაციის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება!

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეგახსენებთ, რომ 29 მაისს იწურება რეგისტრაციის ვადა!

✅ თუ გეგმავ ჩაბარებას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
• ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)
• ფიტნესი და ჯანმრთელობა

👉 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავალდებულოა:

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე — online.naec.ge — რეგისტრაციის დროს საგნებში დაამატოთ შემოქმედებითი ტური;

გაიაროთ რეგისტრაცია სპორტულ ტურზე და წარადგინოთ საჭირო დოკუმენტაცია.

📄 რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
• პირადობის მოწმობის ასლი
• ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100)
• 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4) + იგივე ფოტო ჩაწერილი CD დისკზე
• online.naec.ge სისტემაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (შედით თქვენს პირად გვერდზე → დააკლიკეთ “შენახვას” → ამობეჭდეთ დოკუმენტი)
• სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის ქვითარი

💳 გადახდის რეკვიზიტები:
• სახაზინო კოდი: 709027519
(ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან მობაილ ბანკით)
📌 დანიშნულებაში მიუთითეთ: სპორტული ტური, აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.

📅 რეგისტრაციის პერიოდი: 21 აპრილი – 29 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმე დღეების გარდა)
🕘 სამუშაო დრო: 10:00 – 17:00 (შესვენება: 13:00 – 14:00)
📍 რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ (სპორტის უნივერსიტეტი, II სართული, ოთახი №1)

👨‍👩‍👧 არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის: აუცილებელია მშობლის ან მინდობილი პირის თანდასწრება და დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა.

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 56 05 01

🎓💪 გისურვებთ წარმატებებს!

⚽ 25 მაისი - ფეხბურთის საერთაშორისო დღეა!სპორტუნი ულოცავს ფეხბურთის საერთაშორისო დღეს ყველა ფეხბურთელს, გულშემატკივარსა ...
24/05/2026

⚽ 25 მაისი - ფეხბურთის საერთაშორისო დღეა!

სპორტუნი ულოცავს ფეხბურთის საერთაშორისო დღეს ყველა ფეხბურთელს, გულშემატკივარსა და სპორტის მოყვარულს! 💙

✊სპორტი აერთიანებს!

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ #ფეხბურთი #25მაისი

🔹 Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით იოზეფ პილსუდსკის სახელობის ვ...
22/05/2026

🔹 Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით იოზეფ პილსუდსკის სახელობის ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, პატრიცია ვიდლაკი ეწვია. ოფიციალური ვიზიტი 11-დან 15 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

🔹 ვიზიტის ფარფლებში, 14 მაისს გაიმართა პატრიცია ვიდლაკის საჯარო ლექცია თემაზე: „სპორტული დაზიანებების პრევენცია და რისკების შეფასება“.

🔹 მომხსენებელმა აუდიტორიას გაუზიარა თანამედროვე მიდგომები დაზიანებების პრევენციისა და რისკების შესახებ.

🔹საჯარო ლექციისა და ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ვიზიტმა ხელი შეუწყო აკადემიური დიალოგის გაღრმავებას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მკვლევრებს მიეცათ შესაძლებლობა, პოლონელ კოლეგასთან ერთად დეტალურად განეხილათ სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების ინიციატივები.

ENG
🔹 Within the framework of the Erasmus+ program, the Georgian State University of Sport recently hosted Patrycja Wiślak, a distinguished academic staff representative from the Józef Piłsudski University of Physical Education in Warsaw. The official visit took place from May 11th to May 15th.

🔹 A key highlight of the visit occurred on May 14th, when Wiślak delivered an engaging public lecture titled "Prevention of Sports Injuries and Risk Assessment: A Multifactorial Approach."

🔹 The lecture, held at the university, brought together students, faculty, and sports science enthusiasts. Attendees gained valuable insights into modern methodologies for injury prevention and comprehensive risk analysis in athletics.

🔹 In addition to the public lecture, the visit fostered deep academic dialogue, providing university staff and researchers with the opportunity to discuss future collaborative initiatives and joint scientific projects with the Polish counterpart.

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ #საჯაროლექცია

🔹 საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ბიალისტოკის (პოლონე...
21/05/2026

🔹 საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ბიალისტოკის (პოლონეთი) აღმოსავლეთ ევროპის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ალიაქსანდრ ჟურაუსკი ეწვია. ოფიციალური ვიზიტი 18 და 19 მაისს მიმდინარეობდა.

🔹 ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ალიაქსანდრ ჟურაუსკიმ საინფორმაციო შეხვედრები გამართა სტუდენტებთან. მან დეტალურად ისაუბრა საკუთარი უნივერსიტეტის, იქ არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ, რითაც უკეთ გააცნო საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებს ახალი პერსპექტივების შესახებ.

🔹 სტუდენტებთან შეხვედრის გარდა, ვიზიტმა კარგი შესაძლებლობა მისცა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას სტრატეგიული დიალოგისთვის. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, მობილობის შესაძლებლობები და ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების გზები.

ENG
🔹 Within the framework of international cooperation, the Georgian State University of Sport recently hosted Aliaksandr Zhurauski, a representative from the Eastern European University of Applied Sciences in Białystok, Poland. The official visit took place on May 18th and 19th.

🔹 During the two-day visit, Mr. Zhurauski held engaging meetings with students to introduce his home institution. He spoke extensively about the academic opportunities, modern infrastructure, and student life at the Eastern European University of Applied Sciences, opening up new perspectives for students interested in international exchange programs.

🔹 In addition to student presentations, the visit provided an excellent opportunity for the academic staff and administration of the Georgian State University of Sport to hold strategic discussions. Both sides explored future joint educational projects, mobility opportunities, and ways to further strengthen the partnership between the two universities.

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ

🔹 სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში“.🔹 2026 წლი...
19/05/2026

🔹 სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში“.

🔹 2026 წლის 16 მაისს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში“.

🔹 კონფერენციაზე 25 მოხსენება იქნა წარმოდგენილი.

🔹 ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
წარმოდგენილმა საინტერესო მოხსენებებმა და კვლევითმა შრომებმა დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რის შედეგადაც შეხვედრა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

🔹 მსგავსი კონფერენციები უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. ისინი მიზნად ისახავს სტუდენტების აქტიურ ჩაბმას სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, სიახლეების გაზიარებასა და მათ აკადემიურ და პროფესიულ ზრდას.

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ #სტუდენტთა #საუნივერსიტეტო #სამეცნიერო #კონფერენცია

🚀🏀 უნივერსიადა 2026 - კალათბურთი! სპორტუნი vs ილიაუნიერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს!🗓 16 მაისი⏰ 18:15📍მულტიფუნქციური...
15/05/2026

🚀🏀 უნივერსიადა 2026 - კალათბურთი!

სპორტუნი vs ილიაუნი

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს!

🗓 16 მაისი
⏰ 18:15
📍მულტიფუნქციური ვარკეთილი

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ #უნივერსიადა2026 #კალათბურთი

🇬🇪 ნანა ხორავამ - ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა🥈 #ჩემპიონებისწავლობენაქ  #სპორტუნ...
11/05/2026

🇬🇪 ნანა ხორავამ - ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა🥈

#ჩემპიონებისწავლობენაქ #სპორტუნი #ძალოსნობა #ვერცხლი

🚀 საჯარო ლექცია სპორტუნიში!🔹 Erasmus+ პროგრამის ფარგლებში  დაგეგმილია იოზეფ პილსუდსკის სახელობის ვარშავის ფიზიკური აღზრდ...
11/05/2026

🚀 საჯარო ლექცია სპორტუნიში!

🔹 Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია იოზეფ პილსუდსკის სახელობის ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლის - პატრიცია ვიდლაკის ვიზიტი.

🔹 ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ლექცია სტუდენტებისთვის, შემდეგ თემაზე: "სპორტული დაზიანებების პრევენცია და რისკების შეფასება: მრავალფაქტორული ხედვა".

🗓 14 მაისი
⏰ 12:00
📍 ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N55 (მე-5 სართული)

#სპორტუნი #ჩემპიონებისეწავლობენაქ

08/05/2026

🚀 გახდი სპორტული ორიენტირების სერტიფიცირებული მწვრთნელი და შეხვდი ახალ შესაძლებლობებს!
📍 თუ ხარ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მოქმედი მასწავლებელი თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და თეთრიწყაროდან ეს შანსი შენთვისაა!

💼 ცხადდება მიღება საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც გაძლევს შანსს გახდე სპორტული ორიენტირების მწვრთნელი და რეალური ცვლილება შეიტანო საქართველოს სპორტულ და საგანმანათლებლო სივრცეში.

➡️დეტალური ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/orient-training

👉 პროგრამაზე ონლაინ რეგისტრაცია: https://forms.gle/7vaRyNhk1aAN3u1x9

🗓 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 მაისი, 23:59

🧭 იჩქარე, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

🎯 რას მიიღებ?
✅ პრაქტიკულ და თანამედროვე ცოდნას სწრაფად განვითარებად სპორტის სახეობაში
✅ შესაძლებლობას დანერგო სპორტული ორიენტირება სკოლაში 🏫
✅ წვდომას საერთაშორისო გამოცდილებასა და რესურსებზე 🌍
✅ შანსს გახდე ლიცენზირებული მწვრთნელი

🔥პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ შენ შეგიძლია:
✔️ შექმნა ახალი სპორტული კულტურა სკოლაში
✔️ ჩართო მოსწავლეები აქტიურ და საინტერესო პროცესში
✔️ მოამზადო მოსწავლეები საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის 🏅

📅 საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 2 ეტაპს:
🟢 I დონე – ინსტრუქტორი (მაისი–ივნისი 2026)
🔵 II დონე – მწვრთნელი (ნოემბერი–დეკემბერი 2026)
🎁 დამატებითი ბონუსი:
პროგრამის ორივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილე სკოლები 2027 წელს მიიღებენ სპორტული ორიენტირების საბაზისო აღჭურვილობას

🌍 და ბოლოს…
საუკეთესო შედეგების მქონე 5 მონაწილე გაემგზავრება შვედეთში დამატებითი გამოცდილების მისაღებად ✈️

სპორტული ორიენტირების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება პროექტის “ორიენტირება საქართველო” ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის განმახორციელებლებია: სპორტი განვითარებისთვის - საქართველო / Sport for Development - Georgia Sakartvelo Orienteering სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport

⭐️ Erasmus+ გაცვლითი პროგრამა!🔹 საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, 5 მაისს ...
07/05/2026

⭐️ Erasmus+ გაცვლითი პროგრამა!

🔹 საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, 5 მაისს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი - ანდრიუს სატა ეწვია.

🔹 აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების პროცესს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტებისთვის.

ENG

⭐️ Erasmus+ Mobility Program!

🔹On May 5th, within the framework of the Erasmus+ program and organized by the International Relations Office, the Georgian State University of Sport hosted Andrius Sata, a member of the academic staff from the Lithuanian Sports University.

🔹This visit will significantly contribute to the university's international development process and create new opportunities for both academic staff and students.

სრული ინფორმაციას იხილავთ სპორტუნის ვებგვერდზე / For full details, please visit the SportUni website 👉
https://sportuni.ge/lietuvis-sportis-universitetis-carmomadgenlis-viziti-sakharthvelos-sportis-sakhelmcipho-universitetshi/

#სპორტუნი #ჩემპიონებისწავლობენაქ

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

0322 25 00 40

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport:

Share