06/08/2020
მნიშვნელოვანი შეღავათი სტუდენტებს
****
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო · 🎓 საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ. ✅ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის (2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 1125 ლარი. ✅ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 1 წლის (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 2250 ლარი.