Tsu Students Self-Government Faculty of Economics and Business

Tsu Students Self-Government Faculty of Economics and Business თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

13/07/2016

შეგახსენებთ და ვინც არ იცით გეტყვით, რომ ა.წ. 15 ივლისს არის სენატის არჩევნები. სენატი არის წარმომადგენლობითი ორგანო სადაც შედიან როგორც პროფესორები ასევე სტუდენტები ფაკულტეტების მიხედვით. რაოდენობა საიდან რამდენი შევა დგინდება ფაკულტეტის სიდიდიდან გამომდინარე. აქამდე სნატი შედგებოდა 42 წევრისაგან. აქედან არანაკლებ 1/3 უნდა ყოფილიყო სტუდენტი, ამას არეგულირებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კანონში შევიდა ცვლილება და აკადემიური საბჭო სადაც მხოლოდ პროფესორები შედიან და აქამდე 15 წევრისაგან შედგებოდა გაიზარდა და ვინაიდან კანონში ასევე არის ჩანაწერი, რომ სენატი აკადემიურ საბჭოზე მინიმუმ 2 ჯერ დიდი უნდა იყოს გამოიწვია სენატის გაზრდაც და ეს არჩვენებიც არის იმ გაზრდილი რაოდენობის შესავსებად.
სენატის სხდომებზე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ისეთი როგორიცაა თსუ-ის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა და დამტკიცება.

#მოდიარჩევნებზე
#ყველახმამნიშვნელოვანია
#გააკეთესწორიარჩევანი

08/06/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სტუდენტური ...
08/06/2016

24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია შემდეგ მიმართულებებზე.
1. მარკეტინგის მიმართულება
2. მენეჯმენტის მიმართულება
3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება
4. მაკროეკონომიკის მიმართულება
გამოვლინდა 10 საუკეთესო ნაშრომი, რომლებიც წასდგნენ აუდიტორიის წინაშე. მონაწილეებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები იყვნენ: ნინო ფარესაშვილი, ენვერ ლაგვილავა , მანანა ლობჟანიძე, მარინა ნაცვალაძე
საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
1 ადგილი - შვანგირაძე მათე, ნოზაძე ლია
2 ადგილი - მექვაბიშვილი თეონა
3 ადგილი - ჯაფარიძე ხატია

2016 წლის 28-29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გ...
08/06/2016

2016 წლის 28-29 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცინიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა პროექტი "მსოფლიო ბანკის მოდელირება".
პროექტში მონაწილეობის მსურველი 150-მდე კანდიდატიდან სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩა 25 საუკეთესო დელეგატი. დელეგატებმა ორი დღის განმავლობაში მოირგეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელის როლი გაეცვნენ მსოფლიო ბანკის მუშაობის პრინციპს და მიიღეს მონაწილეობა ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში , პროექტის საუკეთესო დელეგატი გახდა გერმანიის წარმომომადგენელი ირაკლი პაჭკორია, ხოლო პატივცემული დელეგატი ლატვიის წარმომადგენელი გიორგი კუბლაშვილი. პროექტის ყველა დელეგატს გადაეცა სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
თსუს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობა მადლობას უხდის ბატონ დავით ასლანიშვილს გაწეული დახმარებისთვის.

30/05/2016

თსუ მართვის ორგანოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლების განცხადება
ივანე ჯავახიშვილის სახელობიოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციის, პროფესურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში ბოლო დროს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.
საუნივერსიტეტო საზოგადოება გმობს ყველა კანონდარღვევას, მათ შორის სენატის სხდომის ჩაშლის ფაქტს, რომელზეც კანცლერის არჩევნები უნდა გამართულიყო, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წევრების შეჭრას რექტორატში, უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავაზე სტუდენტების მხრიდან ზეწოლის ფაქტს გადადგომის მოთხოვნით, ზეწოლას აკადემიურ საბჭოზე, მეექვსე კორპუსის ბლოკირებას და სასწავლო პროცესის შეფერხებას, 24 მაისს სტუდენტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, სტუდენტური თვითმმართველობის ოთახებში შეჭრას, საჯარო სივრცეში ურთიერთშეურაცხმყოფელ განცხადებებსა და სხვა ძალადობრივ ქმედებებს. იმისათვის, რომ თსუ დაუბრუნდეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ვითარება დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, საჭიროა სტუდენტებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვა, რასაც არამარტო საუნივერსიტეტო საზოგადოების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომა ესაჭიროება. მისი თქმით, დაძაბულობა სხვა მიზეზებთან ერთად განპირობებულია იმ საკანონმდებლო გაურკვევლობით, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მოლოდინმა შექმნა. როგორც დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, „უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ვთხოვთ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე დამთავრდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი, რომელიც სტუდენტური ორგანიზაციის სტატუსს განსაზღვრავს. ეს იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ დაპირისპირება სტუდენტებს შორის აღარ იყოს. ჩვენ პარალერულად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი ეს ინსტიტუცია ჩვენს უნივერსიტეტში, რაც პოზიციების შეჯერების შედეგად უნდა მოხდეს. მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მისაღები აქვს მთავრობასა და პარლამენტს.“
ამასთან, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების წამომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონმდებლობით სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციები და მოვალეობები მკაფიოდ გაწერილია და კანონში ცვლილების შეტანამდე სტუდენტებს ამ კანონით გაწერილი უფლება-მოვალეობების შესრულება უნდა შეეძლოთ.
„უნივერსიტეტის პროფესურის, სტუდენტთა დიდი ნაწილის, ადმინისტრაციის მოთხოვნაა დამთავრდეს ეს ძალიან ცუდი პროცესი და ყველაფერი დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს. ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე ,,აუდიტორია 115’’-მა ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა დატოვოს თვითმმართველობის დაკავებული ოთახები. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს დიალოგი და ჩვენ ყველამ ერთად მშვიდ ატმოსფეროში უნდა ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, რომელიც მრავალად არის და რომელიც უნდა გადაწყდეს,“- განაცხადა თსუ აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა.
აკადემიური საბჭოს წევრის, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ღვედაშვილის განცხადებით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თითქმის ასწლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყო ლიდერი არამარტო ქვეყანაში, ასევე რეგიონში. „უნივერსიტეტის მეცნიერებს მნიშვნელოვანი კვლევებით ათეული წლებია თავისი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს მეცნიერების განვითარებაში. ამიტომ დღევანდელ ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ მაღალი ხარისხის განათლების მიღებაში, რომ ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში. ამისთვის აუცილებელია უნივერსიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს. განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი გარემოება არასტაბილური, დაძაბული გარემოა. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, პროფესორს, მეცნიერს ერთიანი ვიყოთ უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, ერთად ვიმოქმედოთ უნივერსიტეტის გაუმჯობესებაზე, უნივერსიტეტის წარმატებისთვის“-აღნიშნა გიორგი ღვედაშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებებამდე ადმინისტრაციაში მიღებულია გადაწყვეტილება 213-ე და 303-ე აუდიტორიების ინვენტარიზაციის შესახებ იქ არსებული მატერიალური ქონების აღწერის მიზნით. ასევე გამკაცრდება რეაგირება სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე, რაც არაერთხელ დაფიქსირდა ამ პერიოდში.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, „,უნივერსიტეტი არის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც 22 ათასამდე სტუდენტს და რამდენიმე ასეულ პროფესორსა და მეცნიერს აერთიანებს. მათ ესაჭიროებათ ნორმალური სწავლის და სამეცნიერო მუშაობის საშუალება.“ როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის რექტორატი, აკადემიური საბჭო, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაცია იზიარებენ სტუდენტების მოსაზრებებს განათლების ხარისხის ამაღლების აუცილებლობასთან და ზოგადად განათლების რეფორმებთან დაკავშირებით, მზადყოფნას გამოთქვამენ სტუდენტებთან გადადგან ნაბიჯები განათლების სისტემის და უნივერსიტეტის უკეთესობისკენ შესაცვლელად. „თუმცა მანამდე ჩვენ გვესაჭიროება სტუდენტების თანადგომა არსებული დაძაბულობის განსამუხტად და ვითარების ნორმალიზებისთვის. მოვუწოდებ სტუდენტებს ვიყოთ ერთიანი უნივერსიტეტის ინტერესებისთვის,“- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ

30/05/2016

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს, რათა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა მომხდარში.

"მოკლედ მეგობრებო მე არ ვაპირებდი, რომ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით რაიმე სამართლებრივი რეგირება მომეთხოვა, რადგან ვითვალისწინებდი იმას, რომ მეორე მხარეს ჩემი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, მაგრამ არის სიტუაცია, რომ ჩემს მიმართ მიდის მიზანმიმართული ცილისწამება, რაც აზარალებს ჩემს მომავალს. იმას რომ დღეს მე აუდიტორია 115 ს არ ვუარდები ძალისმიერი მეთოდებით როორც თვითონ, არ არის მათი მხრიდან გათვალისწინებული, რადგან მათ აქვთ დავალება არიონ სიტუაცია და ყველანაირ კონსტრუქციულ ქმედებებზე ლაპარაკი ზედმეტია მათთან. ყველა ტელევიზიით ლაპარაკობენ ტყუილებს და მაბრალებენ იმას რაც არ გამიკეთებია და მეტიც ამით აზარალებენ სტუდენტურ თვითმმართველობაში მომუშავე 900 მდე ადამიანს, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არ არიან.
ძალიან ბევრჯერ მოვუწოდე მათ თუ რაიმე პრეტენზია აქვთ მიემართათ შესაბამისი სტრუქტურებისთვის , მაგრამ ამას არ აკეთებენ და აგრძელებენ ჩემს დემონიზებას საზოგადოებაში.
გარემოებებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება მივმართო შესაბამის სამსახურებს ამ საქმის გამოძიებისა და შედეგის დადებისთვის. რათქმაუნდა მე არ მოვითხოვ ვინმეს დასჯას. უბრალოდ მე მჭირდება ფურცელზე დაწერილი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც მომავალში ამარიდებს იმ უსამართლობასა და ცილისწამებას რაც დღეს ჩემს მიმართ მიდის და რისი დახმარებითაც შეწირეს თუნდაც გიორგი გაფრინდაშვილი ვიღაცის ინტერესებს რამდენიმე თვის უკან.
მე ძლიერი ვარ ჩემი სიმართლით!"

წერს პაატა ბახტურიძე სოციალურ ქსელში

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ის ლექტორის, ლელა გაფრინდაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ...
27/05/2016

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ის ლექტორის, ლელა გაფრინდაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ, თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბახვა კვირიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ის ლექტორის, ლელა გაფრინდაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ, თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბახვა კვირიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორ...

„ეს ოთახი ეკუთვნის სტუდენტურ თვითმმართველობას,  რომელიც მოქმედი კანონით არის არჩეული, ლეგიტიმური ინსტიტუცია. თვითმმართვე...
27/05/2016

„ეს ოთახი ეკუთვნის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც მოქმედი კანონით არის არჩეული, ლეგიტიმური ინსტიტუცია. თვითმმართველობას კანონით და უნივერსიტეტის წესდებით გარკვეული ფუნქცია, ვალდებულება და პასუხისმგებლობა აკისრია.“

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დარეჯან თვალთვაძე მიიჩნევს, რომ სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში შეჭრა და მისი დაკავება იყო არამართლზომიერი ქმედება,- „ეს ოთახი ეკუთვნის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც მოქმედი კანონით არის არჩეული, ლეგიტიმურ...

25/05/2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტს, თვითმმართველობის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი პროვოკაციას უწოდებს. პაატა ბახტურიძე "აუდიტორია 115-ის" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას უარყოფს და ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში თვითმმართველობის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელი სტატ...

2016 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდ...
21/05/2016

2016 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებითა და მათემატიკის კათედრის მხარდაჭერით ჩატარდა პროექტი „მათემატიკური ოლიმპიადა“

მონაწილეთა დავალება მოიცავდა მათემატიკურ დალოგიკურ ნაწილს

პროექტში მონაწილეობა მიიღო 17-მა გუნდმა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „Required”, რომლის წევრებიც იყვნენ გიორგი რობაქიძე, ლევან სესკურია, როსტომ ზაბახიძე, გიორგი სალია. ოთხეულს იყოფენ დანარჩენი გუნდები თანაბარი ქუელბით: :Sagittarius”, “ოდნავ მათემატიკოსები“, eტრანსცენდენტური199“

სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის ბ-ნ თამაზ ზერეკიძესა და ბ-ნ არჩილ ყიფიანს გაწეული დახმარებისთვის

21 მაისს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი მიზანში სროლაში.
21/05/2016

21 მაისს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი მიზანში სროლაში.

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის
28/03/2016

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის

Address

თსუ-ს X (მაღლივი) კორპუსის 102 ოთახი
Tbilisi

Telephone

0 322 30 47 92

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tsu Students Self-Government Faculty of Economics and Business posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share