თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა LEPL Ilia Chavchavadze Tbilisi Public School N23 is the only school with enhanced French language te

თბილისის ილია ჭავჭავაძის N23 სკოლა დაარსდა 1873 წელს. 1937 წლიდან დიდი ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა.

⚜️ჩვენი სკოლისთვის კიდევ ერთი გამორჩეული, საზეიმო და ემოციური დღეა! ⚜️სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 ...
26/06/2026

⚜️ჩვენი სკოლისთვის კიდევ ერთი გამორჩეული, საზეიმო და ემოციური დღეა!
⚜️სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის მედალოსნების დაუღალავი შრომა და ბრწყინვალე აკადემიური მიღწევები
ჩუღურეთის რაიონში გამართულ ღონისძიებაზე საზეიმოდ დაფასდა.
⚜️საამაყო ახალგაზრდებს დამსახურებული ჯილდოები და სიგელები საქართველოს პარლამენტის წევრმა, რიმა ბერაძემ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობელმა, დავით მაქაცარიამ და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადასცა.🥇🥈🎊🎉
⚜️ეს წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდნენ ჩვენი მოსწავლეების განათლებისა და სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. მოსწავლეებთან ერთად, ღონისძიებაზე განსაკუთრებული აღიარება ხვდათ წილად და დაჯილდოვდნენ ჩვენი სკოლის დირექტორი და პედაგოგები.💖
⚜️ვულოცავთ ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას, ვუმადლით მშობლებს ნდობისთვის და უდიდეს მადლობას ვუხდით სკოლის თითოეულ თანამშრომელს. გვჯერა, წინ კიდევ უამრავი დიდი მწვერვალი გელით!💜
⚜️23-ე საჯარო სკოლა მუდამ იამაყებს თავისი მოსწავლეებით!💖🎉

🔹25 ივნისს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილოსის №23 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ...
25/06/2026

🔹25 ივნისს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილოსის №23 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი შონია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან კერესელიძე.
🔹ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები, დეტალურად გაეცნენ არსებულ მდგომარეობას და განიხილეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
🔹შეხვედრისას დაისახა კონკრეტული მიზნები და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუყობს სწარეაბილიტაციო პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას და დაჩქარებას.

გუშინ, ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ხატია და ლევან ხაზიურების მიერ დაიდგა სპექტაკლი “ოზის ჯადოქარი”, სადაც მო...
24/06/2026

გუშინ, ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ხატია და ლევან ხაზიურების მიერ დაიდგა სპექტაკლი “ოზის ჯადოქარი”, სადაც მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები:

ცერცვაძე დავით - Vგ
ბარბარე გულუა - Vგ
თამარ ჯღამაძე - Vგ
ქეთა ხუციშვილი - Vგ
ანასტასია სალუქვაძე - VI დ
კონსტანტინე მახარაძე - VI ე
ნინია ხუციშვილი - VIII ბ
გიორგი ხოზრევანიძე - VIII ბ

წარმატებებს ვუსურვებთ პატარა მსახიოებებს💞

24/06/2026

#აფხაზეთიდანდევნილიმედალოსნებისდაჯილდოება💜
#გილოცავთ💜
#წარმატებები 💜💫
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი

23/06/2026

IV გ კლასის მოსწავლემ, გაბრიელ მიგრიაულმა, საქალაქო საცურაო ტურნირში შესანიშნავად იასპარეზა, მაღალი შედეგი აჩვენა და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი 🥇👏
ვულოცავთ გაბრიელს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას მომავალში! 💙🏊‍♂️

დღეს ჩვენი VI გ კლასის მოსწავლისთვის ლილე სუხიაშვილისთვის  განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი დღე იყო — თეატრის სცენაზე ...
21/06/2026

დღეს ჩვენი VI გ კლასის მოსწავლისთვის ლილე სუხიაშვილისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი დღე იყო — თეატრის სცენაზე მისი პრემიერა შედგა🎬❣️

მან თავისი როლი დიდი პასუხისმგებლობით, თავდაჯერებულობითა და არტისტიზმით შეასრულა, რითაც მაყურებლის მოწონება და გულწრფელი აპლოდისმენტები დაიმსახურა👏❣️

ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ, მრავალ საინტერესო და წარმატებულ როლს შემოქმედებით გზაზე. ყოველთვის გაბედულად იაროს ოცნებებისკენ და მიაღწიოს ახალ-ახალ წარმატებებს❣️🎬

ლილე,ვამაყობთ შენით! 👏🎭🌟

18/06/2026

„როდესაც სიყვარული განათლებისადმი თაობებს აერთიანებს“💖
ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა კახავერ თოდაძემ საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა„როდესაც სიყვარული განათლებისადმი თაობებს აერთიანებს“.
პროექტის მთავარი იდეა იმ მასწავლებლებისა და მათი შვილების ისტორიების წარმოჩენაა, რომლებმაც მშობლების პროფესიული გზა გააგრძელეს და თავადაც პედაგოგები გახდნენ. ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული სიყვარულის, პასუხისმგებლობისა და ჩვენი სკოლისადმი ერთგულების ნათელი მაგალითი.💞
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი XI ა კლასის მოსწავლეები:
🔹 ნატალი ბაშირიანი
🔹 ნუცა ამუზაშვილი
🔹 ელენე შენგელია
🔹 ნინი ტუხიაშვილი
მოსწავლეებმა კახა მასწავლებელთან ერთად მოიძიეს და წარმოადგინეს ისტორიები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აერთიანებს განათლების სიყვარული სხვადასხვა თაობას და როგორ იქცევა პედაგოგობა ოჯახურ ტრადიციად.💜
ნაწილი #3

17/06/2026

ნაწილი #2

ბედნიერ,წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ოცდამესამელს,XIგ კლასის მოსწავლეს ნატა შიშინაშვილს💜👏დამრიგებელი მარი...
17/06/2026

ბედნიერ,წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო ოცდამესამელს,XIგ კლასის მოსწავლეს ნატა შიშინაშვილს💜👏
დამრიგებელი მარიამ ჩხეტიანი🙌

16/06/2026

„როდესაც სიყვარული განათლებისადმი თაობებს აერთიანებს“💖
ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა კახავერ თოდაძემ საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა„როდესაც სიყვარული განათლებისადმი თაობებს აერთიანებს“.
პროექტის მთავარი იდეა იმ მასწავლებლებისა და მათი შვილების ისტორიების წარმოჩენაა, რომლებმაც მშობლების პროფესიული გზა გააგრძელეს და თავადაც პედაგოგები გახდნენ. ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული სიყვარულის, პასუხისმგებლობისა და ჩვენი სკოლისადმი ერთგულების ნათელი მაგალითი.💞
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი XI ა კლასის მოსწავლეები:
🔹 ნატალი ბაშირიანი�🔹 ნუცა ამუზაშვილი�🔹 ელენე შენგელია�🔹 ნინი ტუხიაშვილი
მოსწავლეებმა კახა მასწავლებელთან ერთად მოიძიეს და წარმოადგინეს ისტორიები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აერთიანებს განათლების სიყვარული სხვადასხვა თაობას და როგორ იქცევა პედაგოგობა ოჯახურ ტრადიციად.💜

Address

დ. უზნაძის N59
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 18:30
Tuesday 09:00 - 18:30
Wednesday 09:00 - 18:30
Thursday 09:00 - 18:30
Friday 09:00 - 18:30

Telephone

+995322950742

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share