Iliauni Science Picnic

Iliauni Science Picnic Iliauni Science Picnic is the only outdoor event, intended to support popularization of Science in Georgia.

Contemporary science has long expanded beyond the walls of the particular laboratory or boundaries of a concrete country. Challenges facing the science today require the active involvement of young scientist. We are witnessing the achievements made in science in our daily lives, although many of us do not realize it. The idea of the Science Picnic is to answer these challenges by building a bridge

between the current scientists and future generations. Similar science popularization events take place annually worldwide. The experience has shown that the event enjoys growing popularity. Iliauni Science Picnic is based on the successful model of Polish Science Picnic of Polish Radio and the Copernicus Science Centre – Europe’s largest outdoor event dedicated to Science.

1st Iliauni Science Picnic was launched on 29th of September 2012 in Vake park. Interesting shows from various fields of science were presented by 43 scientific groups.

03/06/2021

„Science on Stage” – პროექტების რეგისტრაცია დაიწყო Science on Stage საქართველო, სიახლე „Science on Stage“- ის („მეცნიერება მთავარ როლში“) კონკუ....

05/10/2020

📣ტრადიციულად, ამ დროს მეცნიერებით დაინტერესებულ რამდენიმე ათას ადამიანს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გვაერთიანებდა.

😷Covid-19-მა ჩვენი გეგმები შეცვალა და, სამწუხაროდ, წელს სამეცნიერო პიკნიკი ვეღარ გაიმართება, თუმცა მომავალ წელს აუცილებლად გიმასპინძლებთ განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამით, საინტერესო აქტივობებით.

🚀ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს რვაწლიანი ისტორია აქვს და 2012 წლიდან მოყოლებული ტარდება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის მოდელით, რომელიც ევროპაში აღიარებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ღონისძიებად.
ილიაუნის სამეცნიერო

🌐პიკნიკი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.

📋განვითარების გზა

📍 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკმა 7 000-მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
📍2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი; ღონისძიება ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში; სამეცნიერო პიკნიკზე ილიაუნის ორგანიზებით გაიმართა პირველი მასშტაბური რობოტების თამაში საქართველოში. ღონისძიებამ 13 000-მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
📍 2014 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის სცენაზე შთამბეჭდავი სამეცნიერო შოუ დადგა DR. MOLECULA-მ; ინტერაქტიული სასცენო პროგრამით წარდგა 5-მდე მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფი ევროპიდან; ღონისძიებამ 15 000-მდე დამთვალიერებელს უმასპინძლა;
📍 2015 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გაიმართა ინოვაციურ გამოგონებათა პირველი გამოფენა საქართველოში. სამეცნიერო პიკნიკსა და გამოფენას 18 000-მდე დამთვალიერებელი ჰყავდა;
📍2016 და 2017 წლებში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა;
📍2018 წლის ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მიერ შემუშავებულ პროექტში „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ მოცემული მდგრადი განვითარების 17 მიზანი იყო და სრულიად განახლებული პროგრამით ჩატარდა;
📍2019 წლის ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი, რომელიც გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანს მიეძღვნა, საქართველოს გაეროს წარმომადგენლობისა და განათლების კოალიციის მხარდაჭერით ჩატარდა.

🚀გისურვებთ ჯანმთელობას და აუცილებლად შევხვდებით 2021 წელს.

#მეცნიერებასახალისოა

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2019
03/10/2019

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2019

🚀 28 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა.

🔬 პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული; მხარდამჭერები არიან საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია.

⛺ 40-მდე კარავში ინტერაქციულ გამოფენები და შემეცნებითი-გასართობი პროგრამები შემოგვთავაზეს მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფებმა საქართველოდან და ევროპიდან; საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებმა.

💫 ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო შოუების ანიმატორებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს დაეთმო.

📚 განათლების კოალიციის მხარდაჭერით სასცენო წარმოდგენები გამართეს რეგიონების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლებმა და მათმა მოსწავლეებმა.

30/05/2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიჯვოტერსის უნივერსიტეტის პროფესორი პოლინა საბინინი წაიკითხავს ლექციას თემ.....

🔻 თუ გსურთ, წვლილი შეიტანოთ სამეცნიერო პიკნიკის გამართვაში და გახდეთ სამეცნიერო პიკნიკის საორგანიზაციო გუნდის წევრი, გთხ...
28/05/2019

🔻 თუ გსურთ, წვლილი შეიტანოთ სამეცნიერო პიკნიკის გამართვაში და გახდეთ სამეცნიერო პიკნიკის საორგანიზაციო გუნდის წევრი, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2WmpkFN

🧪🌡🔬 სამეცნიერო პიკნიკზე მოხალისეობით თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციას, დაეხმარებით ორგანიზატორებს, შეიძენთ ახალ ნაცნობებს და მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას.

ორგანიზატორები თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით შესაფერის აქტივობას შემოგთავაზებენ. ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესის მქონე ადამიანები.

⭕️ თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია!

➡️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22.07.2019

დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]

ვრცლად https://bit.ly/2YJL0ZY

🔻 თუ გსურთ, წვლილი შეიტანოთ სამეცნიერო პიკნიკის გამართვაში და გახდეთ სამეცნიერო პიკნიკის საორგანიზაციო გუნდის წევრი, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2WmpkFN

🧪🌡🔬 სამეცნიერო პიკნიკზე მოხალისეობით თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციას, დაეხმარებით ორგანიზატორებს, შეიძენთ ახალ ნაცნობებს და მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას.

ორგანიზატორები თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით შესაფერის აქტივობას შემოგთავაზებენ. ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესის მქონე ადამიანები.

⭕️ თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია!

➡️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22.07.2019

დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]

ვრცლად https://bit.ly/2YJL0ZY

20/02/2019

☕ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ვაკის მედიათეკაში, 7 მარტიდან ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე ილიაუნის სამეცნიერო კაფე შემოგთავაზებთ საინტერესო შეხვედრების სერიას.

ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე:
☑როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა
☑როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო
☑ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები
☑ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“ და სხვა

📌 შეხვედრების განრიგი და ანოტაციები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2SKTDVr

იმისთვის, რომ ჩაერთოთ სამეცნიერო კაფეს აქტივობებში, არაა საჭირო, იყოთ მეცნიერი ან სიღრმისეულად ერკვეოდეთ სამეცნიერო თემატიკაში.

Mediathek Vake Park

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკი
03/10/2018

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკი

01/10/2018
🏞 ვაკის პარკში ნამდვილი ზოოპარკი გელოდებათ. #მეცნიერებასახალისოა
28/09/2018

🏞 ვაკის პარკში ნამდვილი ზოოპარკი გელოდებათ.

#მეცნიერებასახალისოა

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს სივრცეში შეძლებ:

🦉 ნახო ბუხრინწა, მახჩობელა გველი, ლეოპარდისებრი კუ, შინშილა და ზღვის გოჭი;

🐾 გაიგო უფრო მეტი კავკასიის ცხოველების შესახებ;

🤚 შეეხო სხვადასხვა ცხოველის ტყავსა და ბეწვს თუ ფიტულებს;

🏞 გაეცნო ინფორმაციას თბილისის ზღვაზე ახალ ზოოპარკში მიმდინარე სამუშაოების შესახებ;

📗 დაათვალიერო ბავშვებისთვის შექმნილი კომიქსი.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2018


#მეცნიერებასახალისოა

28/09/2018

ბაქსვუდის სკოლის კარავში გელით 👇

გახდი მეცნიერი ერთი დღით.ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2018 #მეცნიერებასახალისოა
26/09/2018

გახდი მეცნიერი ერთი დღით.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2018
#მეცნიერებასახალისოა

დაწერე ბლოგი და გახდი National Geographic Society-ს წევრი.National Geographic-ი, რომელიც ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ერ...
25/09/2018

დაწერე ბლოგი და გახდი National Geographic Society-ს წევრი.

National Geographic-ი, რომელიც ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ერთ-ერთ კარავში იქნება წარმოდგენილი, აწარმოებს პლასტმასის მოხმარების შემცირების მრავალწლიან კამპანიას.
ჩაერთეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი პლანეტის გადარჩენაში.
დაწერეთ ბლოგი თემაზე „პლანეტა თუ პლასტმასა“, რომელსაც თქვენივე გადაღებულ თემატურ კადრებს დაურთავთ.

კონკურსის შედეგად 19 ოქტომბერს National Geographic Magazine საქართველო-ს რედაქციაში გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ჟურნალის 6-თვიანი გამოწერის ქვითარი, მათი ბლოგები კი გამოქვეყნდება National Geographic საქართველოს ვებგვერდზე.

ერთად დავამარცხოთ პლასტმასა!

კონკურსანტების საყურადღებოდ:
სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რვაასს.
ნაშრომი გამოგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Iliauni Science Picnic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Iliauni Science Picnic:

Share