Civic Education Hub / სამოქალაქო განათლების ჰაბი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Civic Education Hub / სამოქალაქო განათლების ჰაბი

Civic Education Hub / სამოქალაქო განათლების ჰაბი ცოდნისა და განვითარების სივრცე მომავალი ლიდერებისთვის

🗓️2026 წლის პირველ ივლისს, სამოქალაქო განათლების ჰაბის ტრენეტი, მიხეილ წურწუმია, შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს...
02/07/2026

🗓️2026 წლის პირველ ივლისს, სამოქალაქო განათლების ჰაბის ტრენეტი, მიხეილ წურწუმია, შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
📎შეხვედრაზე განხილული იყო სახელმწიფოს როლი ფასების რეგულირების ნაწილში და აღნიშნულის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები.

🟡 1 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორიაში მიხეილ წურწუმია, სამართლის მაგისტრი, კორპორატიული იურისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, წაიკითხავს საჯარო ლექციას, რომელიც თანამედროვე სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ფასების რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლს – დაეთმობა.

მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე 🔽

▪️ აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება ჩაერიოს საფასო პოლიტიკაში კონსტიტუციის მიხედვით?
▪️ სად მთავრდება ბაზრის თავისუფლება და სად იწყება სახელმწიფოს ლეგიტიმური კონტროლი?

👤 მოდერატორი – ზაზა მეიშვილი, იურისტი

🌐 სამუშაო ენა: ქართული

📆 დრო: 1 ივლისი, 12:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია

02/07/2026

🟡 1 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორიაში მიხეილ წურწუმია, სამართლის მაგისტრი, კორპორატიული იურისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, წაიკითხავს საჯარო ლექციას, რომელიც თანამედროვე სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ფასების რეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლს – დაეთმობა.

მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე 🔽

▪️ აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება ჩაერიოს საფასო პოლიტიკაში კონსტიტუციის მიხედვით?
▪️ სად მთავრდება ბაზრის თავისუფლება და სად იწყება სახელმწიფოს ლეგიტიმური კონტროლი?

👤 მოდერატორი – ზაზა მეიშვილი, იურისტი

🌐 სამუშაო ენა: ქართული

📆 დრო: 1 ივლისი, 12:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია

29/04/2026

📌 დამხმარე რესურსები მასწავლებლობის მსურველთა და პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) სამოქალაქო გამოცდებისთვის მოსამზადებელი დამხმარე მასალები, კრებულები და სასწავლო პროგრამები გამოაქვეყნა.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ბმულზე: https://naec.ge/ #/ge/post/323

ასევე შეგახსენებთ, რომ კანდიდატებს გამოცდაზე რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).

03/04/2026
03/04/2026

📣 აბიტურიენტებისა და მაგისტრანტების საყურადღებოდ! იწყება რეგისტრაცია 2026 წლის ეროვნული გამოცდებისთვის!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) რეგისტრაციის ვადებსა და ახალ წესებს აქვეყნებს. აი, რა უნდა იცოდეთ აუცილებლად:

🗓 მნიშვნელოვანი თარიღები:

6 აპრილი, 10:00 სთ — რეგისტრაციის დაწყება.

6 მაისი, 18:00 სთ — მინიმუმ ერთი საგნის საფასურის გადახდის ბოლო ვადა (აუცილებელია რეგისტრაციის დასასრულებლად!).

11 მაისი, 18:00 სთ — რეგისტრაციის დასრულება.

🆕 მთავარი სიახლე:
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ!

📝 რეგისტრაციის პროცესი:

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად: 👉 online.naec.ge

შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი რაოდენობის პროგრამები (როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული).

პროგრამების ჩამონათვალის შეცვლა/დამატება შესაძლებელი იქნება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე.

📚 რეგისტრაციის დაწყებამდე NAEC გამოაქვეყნებს „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“, სადაც ყველა დეტალურ ინსტრუქციას იპოვით.

წარმატებებს გისურვებთ ყველას! 🎓✨

რა არის მასლოუს საჭიროებების პირამიდა?🔺მასლოუს პირამიდა არის ამერიკელი ფსიქოლოგის, აბრაამ მასლოუს მიერ შემუშავებული ადამ...
10/12/2025

რა არის მასლოუს საჭიროებების პირამიდა?
🔺
მასლოუს პირამიდა არის ამერიკელი ფსიქოლოგის, აბრაამ მასლოუს მიერ შემუშავებული ადამიანის საჭიროებების იერარქია.
მასლოუმ ადამიანის საჭიროებები იერარქიული მოდელით ახსნა, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ვითარდება და ფუნქციონირებს ადამიანი. იდეა მარტივია: სანამ ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ზემდგომ მიზნებზე გადასვლა რთულდება.

📌 პირამიდა შედგება ხუთი საფეხურისგან:

1️⃣ ფიზიოლოგიური საჭიროებები
🍞💧😴🔥 – საკვები, წყალი, ძილი, სითბო.

2️⃣ უსაფრთხოების საჭიროებები
🛡️🏠💼 – დაცულობა, სტაბილურობა, ფინანსური უსაფრთხოება.

3️⃣ სოციალური საჭიროებები
🤝❤️👥 – კუთვნილების განცდა, სიყვარული, მეგობრობა.

4️⃣ პატივისცემისა და თვითშეფასების საჭიროებები
🏅📈💬 – მიღწევები, სტატუსი, საკუთარი მნიშვნელობის განცდა.

5️⃣ თვითრეალიზაცია
🌟🎨📚 – პიროვნული განვითარება, პოტენციალის სრულად გამოვლენა, შემოქმედება.

Address

Tbilisi

Opening Hours

09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Civic Education Hub / სამოქალაქო განათლების ჰაბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share