თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, College & University, Sioni Str. N13/40, Tbilisi.

🔸 30 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ეკლესიური ცნობიერება და თან...
30/09/2026

🔸 30 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ეკლესიური ცნობიერება და თანამედროვე გამოწვევები“. მომხსენებელი გახლდათ თსასის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია.

🔸 მამა შალვამ ისაუბრა თანამედროვე სამყაროს ურთულეს გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები, სეკულარული კულტურა, პლურალიზმი და სწრაფი ინფორმაციული ნაკადი ახალგაზრდობას მუდმივად ახალი სირთულეების წინაშე აყენებს. თანამედროვე ადამიანი ხშირად ეკლესიას მხოლოდ ტრადიციად, კულტურულ მემკვიდრეობად ან ოჯახურ ჩვევად აღიქვამს. იმისათვის, რომ რწმენა ფორმალურ რელიგიურობად არ იქცეს, საჭიროა ახალგაზრდებში ეკლესიური ცნობიერების სრულყოფა, აზროვნების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარება-გაღრმავება.

🔸 ,,წმინდა მამათა მოძღვრება და ქართული საეკლესიო გამოცდილება ის ცოცხალი წყაროა, რომელსაც შეუძლია, ადამიანს დაეხმაროს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებასა და რელიგიური, პიროვნული და ეროვნული იდენტობის გაცნობიერება-სრულყოფაში“, - აღნიშნა მამა შალვამ და ყურადღება გაამახვილა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისიაზე.

🔸 ლექციას ესწრებოდნენ თსასის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. გაიმართა საინტერესო დიალოგი, პასუხი გაეცა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს.

🔸 აღსანიშნავია, რომ ყოველკვირეული საჯარო ლექციები და დისკუსიები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდები ერთად ფიქრობენ, სვამენ კითხვებს, იღებენ კომპეტენტურ პასუხებს, იძენენ მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას, ავითარებენ მსჯელობისა და დიალოგის წარმართვის უნარებს.

🌿 გილოცავთ ჯვართამაღლებას! 🌿
27/09/2026

🌿 გილოცავთ ჯვართამაღლებას! 🌿

22/09/2026

▪️ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროს სპეციალისტს, ქალბატონ ეკა ფავლენიშვილს გარდაეცვალა დედა -
პელიკო (ელდინო) ბალხამიშვილი.

▪️ სასწავლებლის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქალბატონი ეკას დედის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ მის ოჯახს.

▪️ პანაშვიდი: 24 და 25 სექტემბერს, 17:00 საათზე;

▪️ დაკრძალვა: 26 სექტემბერს (შაბათს), 14:00 საათზე;

▪️ მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, გორგასლის ქუჩა 19.

✨ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს! ✨
21/09/2026

✨ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს! ✨

🔸 რელიგიური ლიდერების როლი მშვიდობის განმტკიცებაში 🔸 ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატ...
19/09/2026

🔸 რელიგიური ლიდერების როლი მშვიდობის განმტკიცებაში

🔸 ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა. და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ მაღალყოვლადუსამღვდელოეს თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, წილად მხვდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VIII კონგრესში, რომელიც ასტანაში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით გაიმართა. საერთაშორისო ფორუმმა გააერთიანა სულიერი ლიდერები და სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან და გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა მშვიდობის, რელიგიათაშორისი დიალოგისა და ხალხთა შორის ურთიერთგაგების საკითხების განსახილველად.

🔸 მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რელიგიური ლიდერების როლს თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში, მათ შორის კონფლიქტების ზრდის, ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ტერორიზმის საფრთხეებისა და საზოგადოებებს შორის ნდობის კრიზისის ფონზე. განიხილეს სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების განმტკიცების, კონფლიქტების პრევენციისა და სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.

🔸 კონგრესის შედეგების მიხედვით მიიღეს „ასტანის მშვიდობის 2025 წლის დეკლარაცია“, რომელშიც ხაზგასმულია რელიგიათაშორისი და ცივილიზაციათაშორისი დიალოგის შემდგომი განვითარების, მშვიდობის კულტურის დამკვიდრებისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მის ყველა ფორმასა და გამოვლინებაში, რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ადგილების დაცვას, ასევე საზოგადოების ზნეობრივი ორიენტირების ჩამოყალიბებაში სულიერი ლიდერების როლის განმტკიცებას.

🔸 მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს რელიგიურ ორგანიზაციებს, სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩათვლით, თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა.

🔸 დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი საერთაშორისო ინიციატივები ხელს უწყობს ხალხებსა და რელიგიებს შორის ნდობის განმტკიცებას. დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და სულიერი ღირებულებები რჩება მშვიდობიანი თანაარსებობის, სტაბილურობისა და საერთაშორისო რელიგიათაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლად.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

🔸 მიმდინარე  წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, მართლმადი...
14/09/2026

🔸 მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის — ინდიქტიონის, ანუ საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ წმინდა სინოდის წევრებთან, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და სიონის ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად სავედრებელი პარაკლისი აღასრულა. ღვთისმსახურებაში ასევე მონაწილეობდნენ აკადემიაში მოღვაწე სასულიერო პირები.

🔸 14 სექტემბერი განსაკუთრებული და ორმხრივად მნიშვნელოვანი თარიღია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისთვის. ამ დღეს სასწავლებელში ტრადიციულად იწყება ახალი სასწავლო წელი. საეკლესიო ახალი წლის დადგომა და აკადემიური წლის დაწყება ერთმანეთს სიმბოლურად უკავშირდება, რამდენადაც ახალი საეკლესიო წელი სასულიერო განათლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ახალი ეტაპის დასაწყისიცაა.

🔸 საეკლესიო წელიწადი, რომელიც ძველი სტილით 1 სექტემბერს იწყება და 31 აგვისტოს ღვთისმსახურებით სრულდება, სიმბოლურად განასახიერებს დროის იმ ინტერვალს, რომელიც ქვეყნიერების შექმნიდან მეორედ მოსვლამდე გრძელდება. სახარებისეული სწავლებით, ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარი შევიდა სინაგოგაში და შეკრებილ საზოგადოებას ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან კაცობრიობის გამოხსნასთან დაკავშირებული უწყება წაუკითხა.

🔸 XIV საუკუნეში მოღვაწე წმინდა გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, „შემოდგომა და მისი პირველი თვე - სექტემბერი - წლის დასაწყისია და, იმავდროულად, არის დასაწყისი ჩვენი ცხონებისა, საღმრთო აღმშენებლობის გზისა“.

🔸 ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მორწმუნე საზოგადოებას ახალი საეკლესიო და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

🔸 სწავლა მძიმე შრომაა, მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას, ამიტომაც ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე, - მიმართა პატრიარქმა შეკრებილთ... წმინდა წერილის მიხედვით, კაცთათვის უპირველესი სიბრძნე თვით სიბრძნის მოხვეჭაა, იგი აღემატება ყოველგვარ ოქროსა და ვერცხლს... სწავლისა და შემეცნების გზაზე მხოლოდ გონებისა და მეხსიერების განვითარება არ არის მთავარი, მთავარია გულის სიწმინდე, ეს არის სულიერი განვითარება, ეს არის სიბრძნე... უგულებელყოფა სულიერი განათლებისა საზიანოა... მნიშვნელოვანი ცოდნა და ნამდვილი განათლება კი ქრისტეს ნათლით განათებაა,- ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ.

🔸 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა აწ განსვენებული პატრიარქის, ილია II-ის განუზომელ ღვაწლზე. მწუხარებით აღნიშნა, რომ ეს პირველი საეკლესიო და სასწავლო წლის დასაწყისია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარეშე. პატრიარქი ყოველთვის გვიქადაგებდა სულიერი განათლების, გულის სიწმინდის, სიბრძნის უპირატესობას, - ბრძანა მან.

🔸 აღნიშნულ მსახურებას ესწრებოდნენ უპირველესი საღვთისმეტყველო სკოლის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მორწმუნე საზოგადოება.

🔸 ტაძარში გალობდა სემინარიის სტუდენტთა გუნდი, რომლის ხელმძღვანელია თეოლოგიის მაგისტრი, მუსიკოლოგი ლაშა ზაალიშვილი.

13/09/2026

📣 მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს ტაძრის მღველმსახურებთან ერთად, რომელსაც დაესწრებიან უპირველესი საღვთისმეტყველო სკოლის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

▪️ გარდაიცვალა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სა...
10/09/2026

▪️ გარდაიცვალა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის თარჯიმანი, ძველი ბერძნული ენის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ჯული შოშიაშვილი.

▪ სასწავლებლის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები მწუხარებას გამოთქვამენ ქალბატონი ჯულის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ მის ოჯახს.

▪️ პანაშვიდი: 11 სექტემბერს და 12 სექტემბერს 17:00 საათამდე (მუხიანი, წმ. მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის ეკლესია, გობრონიძის 29)

▪️ 12 სექტემბერს (შაბათს), 17:00 საათზე, გადასვენება სიონის საკათედრო ტაძარში

▪️გამოსვენება: 13 სექტემბერს (კვირას), 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან
დაკრძალვა: მარტყოფში

03/09/2026

▪ გარდაიცვალა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის თარჯიმანი, ინგლისული ენის სპეციალისტი, ქალბატონი მარინა გაფრინდაშვილი.

▪ სასწავლებლის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები მწუხარებას გამოთქვამენ ქალბატონი მარინას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ მის ოჯახს.

▪ პანაშვიდი: 4 და 5 სექტემბერს (ლადო კავსაძის №7, III სადარბაზო, ბინა 23)

▪ დაკრძალვა: 6 სექტემბერს (კვირას), 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან

📣📣📣 აბიტურიენტთა საყურადღებოდ!🔸 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 3 სექტემბრიდან 10 სექ...
01/09/2026

📣📣📣 აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

🔸 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (აკადემია):

ა) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) – 3 სექტემბერი, 9:00 საათი, (ხუთშაბათი);
ბ) ქართული ენა და ლიტერატურა (წერა) – 5 სექტემბერი, 9:00 საათი, (შაბათი);
გ) საქართველოს ისტორია (ზეპირი) – 7 სექტემბერი, 9:00 საათი, (ორშაბათი);
დ) წმინდა წერილი (ზეპირი) – 9 სექტემბერი, 9:00 საათი, (ოთხშაბათი);
ე) უცხო ენა (წერითი ტესტირება) – 10 სექტემბერი, 9:00 საათი, (ხუთშაბათი).


თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (სემინარია):

ა) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) - 3 სექტემბერი, 9:00 საათი, (ხუთშაბათი);
ბ) საქართველოს ისტორია (ზეპირი) - 7 სექტემბერი, 9:00 საათი, (ორშაბათი);
გ) უცხო ენა (წერითი ტესტირება) – 10 სექტემბერი, 9:00 საათი, (ხუთშაბათი).


ქრისტიანული ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:

ა) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) – 3 სექტემბერი, 11:00 საათი, (ხუთშაბათი);
ბ) საქართველოს ისტორია (ზეპირი) - 7 სექტემბერი, 11:00 საათი, (ორშაბათი);
გ) უცხო ენა (ტესტირება) – 10 სექტემბერი, 9:00 საათი, (ხუთშაბათი).


ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა:

ა) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) – 3 სექტემბერი, 11:00 საათი, (ხუთშაბათი);
ბ) საქართველოს ისტორია (ზეპირი) - 7 სექტემბერი, 11:00 საათი, (ორშაბათი);
გ) უცხო ენა (ტესტირება) – 10 სექტემბერი, 9:00 საათი, (ხუთშაბათი).


საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამა:

ა) ხატვა – 4 სექტემბერი, 10:00 საათი, (პარასკევი);
ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) – 3 სექტემბერი, 11:00 საათი, (ხუთშაბათი);
გ) საქართველოს ისტორია (ზეპირი) – 7 სექტემბერი, 11:00 საათი, (ორშაბათი);
დ) უცხო ენა (ტესტირება) – 10 სექტემბერი, 9:00 საათი, (ხუთშაბათი).

მისამართი: თბილისი, სიონის ქ. 13/40.
ვებ-გვერდი: www.tsas.ge
ელ. ფოსტა: [email protected]
დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით: 599 435 238

Address

Sioni Str. N13/40
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322989116

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია:

Shortcuts

Share