23/06/2026
კონფერენციის პროგრამის საბოლოო ვერსია.
კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ:
1) აუცილებელია კონფერენციის გახსნაზე დასწრება.
24 ივნისი
თსუ, I კორპუსი, აუდიტორია No206
10:00 კონფერენციის გახსნა – მისალმებები
პროფ. დარეჯან თვალთვაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
პროფ. თეიმურაზ პაპასქირი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით;
2) აუცილებელია იმ სხდომაზე სრულად დასწრება, რომელშიც სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის დამადასტურებელი სერთიფიკატები და პროგრამები, სხდომის ბოლოს გადმოგეცემათ.
3) სტუდენტებს, რომლებსაც საკონფერენციო მოხსენება და გამოცდები ერთმანეთს დაგემთხვევათ, გექნებათ შესაძლებლობა, რომ მოხსენება სხვა სხდომისას წარადგინოთ. ამისთვის საჭიროა, რომ სხდომის დაწყებამდე, წამყვანს ამის შესახებ აცნობოთ.