უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია"

უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია", College & University, ა. პოლიტკოვსკაიას N 4, Tbilisi.

XX საუკუნის 90-იან წლებში განათლების სფეროში ძირეული რეეფორმები დაიწყო. 1991 წლიდან ინტენსიურად ვითარდება პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებლები ქართულ რეალობაში. ამავე წელს ქართველი მეცნიერებისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების თაოსნობით დაარსდა პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტებთან არსებული თბილისის ჰუმანიტარულ

ი ინსტიტუტის სახით.
დაარსების დღიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან არსებულ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ფუნქციონირებდა სამი ძირითადი მიმართულება: ფსიქოლოგიის, იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებები, სადაც კონკურსის შედეგად ჩარიცხულ იქნა 1000-მდე სტუდენტი. დროთა განმავლობაში იგი სწრაფად გაფართოვდა, გაიზარდა, ხოლო თვით უმაღლეს სასწავლებელმა უდიდესი როლი შეასრულა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში.
საგანმანათლებლო სივრცეში არსებულმა მზარდმა კონკურენციამ უმაღლესი სასწავლებლები უახლესი მოთხოვნებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა, რის საფუძველზეც ინსტიტუტმა ძირეული რეფორმები განახორციელა.
1996 წელს კი ახალი ღირებულებებითა და ფასეულობებით ჩამოყალიბდა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი. თავის მოღვაწეობის 17 წლის მანძილზე უნივერსიტეტმა დაუღალავი შრომის შედეგად შეძლო და დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის და საქართველოს ახალ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობით მოკრძალებული ნაბიჯები გადადგა საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაციის ორი ეტაპი, როგორც 2005 წელს, ასევე 2007 წლებში.
უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროგრესირებადმა რეფორმებმა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიაღებინა გადაწყვეტილება კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრებისათვის წარმატებული გარემოს უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტი შევიდეს მისთვის უახლეს საგანმანათლებლო სიბრტყეში ახალი სტატუსით და განახორციელოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას სახელწოდებით.

Address

ა. პოლიტკოვსკაიას N 4
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია":

Shortcuts

Share