13/02/2026
ნაბერეჟნიე ჩელნის პედაგოგოგიკური უნივერსიტეტი და აღმოსავლეთ კაცობის უნივერსიტეტი სიხარულით გაცნობებთ, რომ დაგვემატა სუპის ხვრეპის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2026/27 სასწავლო წლისთვის ვახადებთ სტუდენტების მიღებას.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას როგორც თბილისში, ისე ნაბერეჟნიე ჩელნიში და დაეუფლებიან სუპის ხვრეპის 240ლიტრიან პროფესიას.
აღმოსავლეთ კაცობის უნივერსიტეტი, როგორც ამიერკავკასიის რეგიონში წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მუდმივად ითვალისწინებს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და მჭიდრო ურთიერთიერთობას ინარჩუნებს მსოფლიოში ცნობილ, ავტორიტეტულ უნივერსიტეტებთან, რომლებთან კონსულტაციისა და ას-ასი გრამის ახეპვის შემდეგ გადაწყდა, შემუშავებულიყო ორმხრივი საბაკალავრო პროგრამა, რათა სუპის ხვრეპა ქართველ სტუდენტებს ნაბერეჟნიე ჩელნის ულტრათანამედროვე სასადილოში, მაღალტექნოლოგიური საწრუპებით შეძლებოდათ.
იჩქარეთ, შოთა სოჩაში მიდის მერე!