თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University

თავისუფალი უნივერსიტეტს აქვს რვა სკოლა:

1. ბიზნესის სკოლა - ESM
2. საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა
3. კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლა - MACS[E]
4. მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა
5. სამართლის სკოლა
6. ფიზიკის სკოლა
7. ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა - VA[A]DS
8. სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ პაპასქირი სწავლას აგრძელებს ცენტრალური ევროპის ...
14/08/2026

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ პაპასქირი სწავლას აგრძელებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა (CEU) და ბარდის კოლეჯის (Bard College) საერთაშორისო ურთიერთობების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე.

მარიამმა მოიპოვა ბარდის კოლეჯში სწავლის სრული დაფინანსება, ხოლო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებასთან ერთად, ყოველთვიური სტიპენდია.

მას შეთავაზება ჰქონდა ევროპისა და ამერიკის რამდენიმე სხვა უნივერსიტეტიდანაც, თუმცა პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევანი გააკეთა მოცემულ პროგრამაზე, მისი ძლიერი აკადემიური სტრუქტურისა და პრაქტიკული კომპონენტის გათვალისწინებით.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 💛- ბიზნესის ადმინისტრირების სამ...
11/08/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 💛

- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
- ოპერაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
- ფინანსების სამაგისტრო პროგრამა

🔗პროგრამებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/hmmMs

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ლილე მდივანი სწავლას აგრძელებს დიდ ბრიტანეთში, Universit...
06/08/2026

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ლილე მდივანი სწავლას აგრძელებს დიდ ბრიტანეთში, University of Cambridge-ში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA). ლილემ მიიღო 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება და აგრეთვე მას მიენიჭა Global Impact Scholar.

ლილემ შეთავაზება მიიღო ევროპის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამიდან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამაზე შეაჩერა.

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის ერთობლივ სადოქტორო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 🧬🔬...
05/08/2026

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის ერთობლივ სადოქტორო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 🧬🔬

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები ერთობლივი რესურსებით იძლევა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სრულყოფილ გარემოს, როგორც დარგობრივი კვლევითი და სასწავლო საქმიანობის ისე ინტერდისციპლინური კვლევების წარმოებისათვის.

ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობის მიზნით ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის სადოქტორო პროგრამები ითვალისწინებს, როგორც ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, ისე თანამშრომლობას თავისუფალი უნივერსიტეტის კოგნიტურ ნეირომეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და აგრარული უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტთან, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტთან, ენტომოლოგიის ინსტიტუტთან და შესაბამის ლაბორატორიებთან.

ეს თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კვლევებში მონაწილეობას, ერთობლივი საერთაშორისო კვლევების განხორციელებას, კვლევითი სემინარების ორგანიზებას და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში სტუდენტებისა და პროფესორების ჩართულობას.

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია:
•⁠ ⁠ბიოლოგია - https://shorturl.at/SXq9S
•⁠ ⁠ქიმია - https://shorturl.at/PY9dl
•⁠ ⁠ფიზიკა - https://shorturl.at/IuKHo

📝პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/8Ga7R

თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე მიღება დაიწყო 💛სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პ...
04/08/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე მიღება დაიწყო 💛

სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის კონცეფცია ეყრდნობა უნივერსიტეტის მისიას და კონცეფციას, რომ ხელი შეუწყოს პრობლემაზე ორიენტირებული, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე, მულტიდისციპლინურ და დისციპლინათა მიჯნაზე განხორციელებულ კვლევებზე დაფუძნებული ახალი სამეცნიერო ცოდნის შექმნას.

კურიკულუმის სტრუქტურა, განხორციელების მეთოდი და ზოგადი მეთოდოლოგიური სამეცნიერო ცოდნისადმი მიდგომა, ეხმიანება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში არსებულ ტენდენციებს. კერძოდ, უახლოესი პერიოდის საგანმანათლებლო სივრცის და კვლევითი ველის ტრანსფორმაციას, რომელიც სულ უფრო მეტად ავლენს დარგთაშორის კოლაბორაციის მნიშვნელობას. ეს კოლაბორაცია გულისხმობს არა მხოლოდ სხვადასხვა დარგის მეცნიერების ერთობლივ მუშაობას, არამედ მთლიანად გადახედვას იმისა, თუ როგორ უნდა სტრუქტურირდეს სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო ველი.

პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათისა და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით, კვლევაზე მუშაობის პროცესში დოქტორანტებს სხვადასხვა დარგისა და ქვედარგის სპეციალისტებთან მუდმივი ინტერაქციის შესაძლებლობა აქვთ, მუდმივად იღებენ უკუკავშირს მათი და/ან მომიჯნავე დარგის პროფესორებისგან.

📝სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/GLN4Q

სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/5h5m8jjv

01/08/2026

მარიამ ხუციშვილი, ფინანსების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ანნა ამილახვარი სწავლას აგრძელებს ცენტრალური ევროპის უ...
28/07/2026

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ანნა ამილახვარი სწავლას აგრძელებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას ანნა დაინტერესებული იყო იდენტობის, კოლექტიური მეხსიერებისა და ნაციონალიზმის კვლევებით, ამიტომ გადაწყვიტა სწავლის ამ მიმართულებით გაგრძელება. CEU-ს პროგრამა კი ორიენტირებულია კვლევის მეთოდოლოგიისა და პრაქტიკული კვლევითი უნარების განვითარებაზე, შესაბამისად, ძალიან დაეხმარება მას კვლევით საქმიანობაში.

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ონლაინ გაცნობითი შ...
14/07/2026

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ონლაინ გაცნობითი შეხვედრა ჩატარდება 21 ივლისს, 20:00 საათზე 💚

პროგრამით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ პროგრამის, მიღების პირობების და მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს ერთ-ერთი მიმართულება: ბიოლოგია, ქიმია ან ფიზიკა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია:
•⁠ ბიოლოგიის მაგისტრი
•⁠ ⁠ქიმიის მაგისტრი
•⁠ ⁠ფიზიკის მაგისტრი

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ერთობლივი რესურსები ქმნის უნიკალურ აკადემიურ გარემოს, რაც უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას.

📝ონლაინ გაცნობით შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია აუცილებელია. რეგისტრაციისათვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/qDPn5

🔗დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://shorturl.at/wPHoH

თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ონლაინ გაცნობითი შეხვედრა ჩატარდება 20 ივლისს, 19...
14/07/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ონლაინ გაცნობითი შეხვედრა ჩატარდება 20 ივლისს, 19:00 საათზე.

შეხვედრას ჩაატარებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი ნუცა ბათიაშვილი.

პროგრამის კურიკულუმის ინტერდისციპლინური მიდგომისა და თემატიკის მრავალფეროვნების პარალელურად, სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას გააჩნია გარკვეული ფართო თემატური ორიენტირები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ეძლევათ ფოკუსირებული კვლევითი პროექტების დაგეგმვის შესაძლებლობა ვიწრო თემატური სპეციალიზაციით. ეს თემატური ორიენტირები მოიცავს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების ანალიზს, ასევე მათ განხილვას რეგიონული კულტურის კვლევების ისეთი კონცეპტების ჭრილში, როგორიცაა ნაციონალიზმი, იდენტობა, მეხსიერების პოლიტიკა, რელიგია და პოლიტიკა, ეთნიკური კონფლიქტები, სოციალური კონფლიქტები, სოციალურ-კულტურული ტრანსფორმაცია და სხვა.

📝ონლაინ გაცნობით შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/XuXYI

🔗დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://shorturl.at/EBlZm

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სამაგისტრო პროგრამების ონლაინ გაცნობითი შეხვედრა გაიმართება 20 ივლისს, 19...
13/07/2026

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სამაგისტრო პროგრამების ონლაინ გაცნობითი შეხვედრა გაიმართება 20 ივლისს, 19:00 საათზე.

შეხვედრას გაუძღვება ბიზნესის სკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი, რომელიც ისაუბრებს ESM-ის 3 სამაგისტრო პროგრამაზე:
•⁠ ბიზნესის ადმინისტრირება
•⁠ ოპერაციების მენეჯმენტი
•⁠ ფინანსები

ESM უკვე მრავალი წელია საქართველოში ბიზნესგანათლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სკოლაა. ის აერთიანებს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ანალიტიკურ მიდგომებს, რაც სტუდენტებს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღების, ლიდერობისა და რეალური ბიზნესგარემოსთვის საჭირო უნარების განვითარებაში.
გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამების სტრუქტურას, სწავლების ფორმატს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

ონლაინ გაცნობით შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/MusRv

Address

Kakha Bendukidze Campus
Tbilisi
0131

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to თავისუფალი უნივერსიტეტი - Free University:

Shortcuts

Share