15/12/2025
📣📣📣22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ში კურსდამთავრებულთა ასოციაცია, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის თავმჯდომარე ისაუბრებს ასოციაციის მიზნებზე, სტრუქტურასა და მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:
🔹ასოციაციის მიზანი და მნიშვნელობა;
🔸წევრების ჩართულობა ასოციაციის საქმიანობაში;
🔹კურსდამთავრებულთა ელჩის ინსტიტუტი;
🔸კურსდამთავრებულთა ჩართულობის მნიშვნელობა;
🔹სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დაგეგმილი აქტივობების განხორციელების წესი;
🔸უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მექანიზმები.
🎓ღონისძიება საინტერესო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს ჩაერთოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მიიღოს ახალი და ეფექტური გამოცდილება მრავალმხრივი მიმართულებით და გაუმჯობესოს როგორც პროფესიული, ისე პიროვნული უნარები.
🔸რეგისტრსციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
რეგისტრაციის ვადა - 21 დეკემბერი, 18:00 საათი ✉ [email protected] ☎ +995 577 27 99 28 ☎ +995 (32) 2 90 00 00 /27