Institute For Gender Studies, TSU

  • Home
  • Institute For Gender Studies, TSU

Institute For Gender Studies, TSU გენდერის კვლევის ინტერდისციპლინური პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევაში Master’s (MSocSc) Program in Gender Studies.

მისანიჭებელი კვალიფიკაციაა გენდერის კვლევის მაგისტრი, Master of Social Sciences (MSocSc) in Gender Studies.

ხარისხის მინიჭების პირობაა 120 კრედიტის (ECTS) დაგროვება: სასწავლო კურსებით (80 კრედიტი); კვლევითი სემინარითა და პრაქტიკით (10 კრედიტი); სამაგისტრო შრომით (30 კრედიტი). სწავლის ხანგრძლივობა ორ აკადემიურ წელიწადს შეადგენს.

25/11/2023
27/07/2023

📣ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისთვის.

📒სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევაში უკვე ოც წელზე მეტია, რაც ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა მთელს კავკასიაში. პროგრამის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს (თსუ), რატგერსის უნივერსიტეტს (აშშ, ნიუ ჯერსი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ავსტრია, ვენა) გენდერის კვლევის პროგრამებს შორის.

📒სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება სოციალურ მეცნიერებებში გენდერის კვლევის მიმართულებით.

📒სწავლის ხანგრძლივობა ორი აკადემიური წელიწადია. სწავლების ენა- ქართული.

გიზიარებთ გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის წლევანდელი კურსდამთავრებულების, ქრისტინე ჟღენტისა და მარიამ კანდელაკის ს...
26/07/2023

გიზიარებთ გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის წლევანდელი კურსდამთავრებულების, ქრისტინე ჟღენტისა და მარიამ კანდელაკის სტატიას სამართლის ფემინისტური კრიტიკის საჭიროების შესახებ, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სტატიის სამეცნიერო რედაქტორი და ილუსტრაციის ავტორი ჩვენი პროგრამის ლექტორი ლიკა ჯალაღანიაა.

⭕️რას გვეუბნება სამართლის კრიტიკული ფემინისტური თეორია კაცების მიერ შექმნილ სამართლებრივ დოქტრინაში ქალთა სხეულების შესახებ? პირველ რიგში, ალბათ იმას, რომ კაცთა "სამართალი" ქალთა მიმართ უსამართლობას უდრის.

⭕️ქალები საჯარო მსხვერპლები არიან, მაგრამ მაინც, მათი მსხვერპლობა ხილვადობაშიც უხილავია, ქალთა მიმართ უსამართლობა კი - დაუჯერებელი შინ თუ გარეთ, სახლში, ქუჩაში, სასამართლო დარბაზებსა თუ საჯარო დისკურსებში. სამართლის ამგვარი შერჩევითობა კი საჭიროებს არა მხოლოდ კანონების ცვლილებაზე ფოკუსირებას, არამედ მახვილის დასმას კითხვაზე, თუ ვინ მართავს სამართალს დღეს.

რას გვეუბნება სამართლის კრიტიკული ფემინისტური თეორია ქალთა სხეულების არსებობის შესახებ კაცების მიერ შექმნილ .....

🟣 კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა, პროექტის Socialresearch.ge-ის ფარგლებში, აცხადებს სტატიების მიღებას აკადემიური კრებულის...
14/08/2022

🟣 კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა, პროექტის Socialresearch.ge-ის ფარგლებში, აცხადებს სტატიების მიღებას აკადემიური კრებულისთვის ,,სოციალური კვლევა". ჟურნალის პირველი ნომერი ეძღვნება ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის თემატიკას.

🟣 ჟურნალი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას და საშუალება მისცეს მათ, საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოებას.

🟣 კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა, პროექტის Socialresearch.ge-ის ფარგლებში, აცხადებს სტატიების მიღებას აკადემიური კრებულისთვის ,,სოციალური კვლევა". ჟურნალის პირველი ნომერი ეძღვნება ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის თემატიკას.

🟣 ჟურნალი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას და საშუალება მისცეს მათ, საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოებას.

🟣 ჟურნალის პირველი ნომერი ეთმობა ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის თემატიკას. სტატიები შესაძლოა შეეხოს გენდერული თანასწორობის, მათ შორის პოლიტიკურ და საჯარო დისკურსში სოციო-ეკონომიკური განვითარების გენდერული ასპექტების საკითხებს, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, საჯარო დღის წესრიგში არსებული პრობლემების ანალიზს ქვიარ/ფემინისტური პერსპექტივიდან, ულტრამემარჯვენე ჯგუფების და ნარატივების გავრცელებას და სხვ.

🟣 აბსტრაქტების გადმოგზავნის ბოლო ვადაა: 14 სექტემბერი, 2022. დეტალური ინფორმაცია გამოცემის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://platforma.ge/?p=7571

📣 სიხარულით გიზიარებთ ყოველწლიური სამეცნიერო-პუბლიცისტური ჟურნალის “ხმა ქართველი ქალისა” მესამე ნომერს. მოცემულ ბმულზე შ...
27/11/2021

📣 სიხარულით გიზიარებთ ყოველწლიური სამეცნიერო-პუბლიცისტური ჟურნალის “ხმა ქართველი ქალისა” მესამე ნომერს. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალისთვის ქალთა ფონდი საქართველოში/Women's Fund in Georgia-ს მხარდაჭერით მომზადებულ სტატიებს.

⚪️ტექსტები ძირითადად დაფუძნებულია გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კვლევებზე და მოიცავს ისეთ მრავალფეროვან თემებს, როგორიცაა ზრუნვისა და საოჯახო შრომა, სილამაზის გენდერირებული სტანდარტები, ფემინისტური წარსულის გადააზრება, ქალების როლი მშვიდობის მშენებლობაში და გენდერული ჩაგვრის ეკონომიკური ასპექტები.

⚪️ჟურნალის მესამე ნომრის ავტორები არიან თამარ ბერია, მაია ჩიტაია, გიგა კარაპეტიანი, მარი მჭედლიშვილი, მაგდა საგინაშვილი, ნინო ცქიფურიშვილი.

⚪️თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინტერდისციპლინური პროგრამა არის ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა მთელ კავკასიაში. მათ საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - http://bitly.ws/jJGy

🔹 სიხარულით გაცნობებთ, რომ ქალთა ფონდის თანადირექტორი ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებული, სალომე ჩაგელიშვილი გახდა. ✨🔹 ვულ...
07/09/2021

🔹 სიხარულით გაცნობებთ, რომ ქალთა ფონდის თანადირექტორი ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებული, სალომე ჩაგელიშვილი გახდა. ✨

🔹 ვულოცავთ სალომეს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციას და სულით და გულით ვუსურვებთ წარმატებებს! 💙

ქალთა ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრები და თანამშრომლები მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის 1 სექტემბრიდან, ჩვ.....

31/08/2021

👉შეგახსენებთ, რომ მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) დღეს, 31 აგვსიტოს ღამის 12 საათამდე სრულდება.

👉 6 სექტემბერს ჩატარდება გამოცდა უცხო ენაში.

👉 10 სექტემბერს - სპეციალობაში.

👉14 სექტემბერს დაინიშნა გასაუბრება.

👉 ჯერ არაა ცნობილი რა ფორმატში ჩატარდება გამოცდები და გასაუბრება. მათი შესაძლო ონლაინ ფორმატში ჩატარების შესახებ შეიტყობთ ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან.

მეტი დეტალებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე [email protected].

წარმატებები! ✨

🟦 ჩვენს წლევანდელ კურსდამთავრებულებს: თამარ ბერიას, ანამარია ბრაგვაძეს, ზოია კურტანიძეს, მარი მჭედლიშვილს, ალეკო მაჩალაძ...
30/07/2021

🟦 ჩვენს წლევანდელ კურსდამთავრებულებს: თამარ ბერიას, ანამარია ბრაგვაძეს, ზოია კურტანიძეს, მარი მჭედლიშვილს, ალეკო მაჩალაძეს, მაგდა საგინაშვილს, მაიკო ჩიტაიას და ნინო ცქიფურიშვილს სულით და გულით ვულოცავთ მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და ვუსურვებთ წინსვლას პროფესიული, პიროვნული, სამოქალაქო და აკადემიური განვითარების გზაზე . 🎓✨

❗აქტუალური თემები ჩვენს ჟურნალში "ხმა ქართველი ქალისა",  #2 (2018) 👉 იხილეთ ჩვენი პროგრამის ლექტორის, იორკის უნივერსიტეტ...
09/07/2021

❗აქტუალური თემები ჩვენს ჟურნალში "ხმა ქართველი ქალისა", #2 (2018)

👉 იხილეთ ჩვენი პროგრამის ლექტორის, იორკის უნივერსიტეტის (კანადა) დოქტორანტის, ანა რეხვიაშვილის სტატია.

👉 "ეს სტატია 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის ტრანსნაციონალური ფემინისტური პერსპექტივიდან. ის ტრადიციების დაცვისა და ლგბტ უფლებების დისკურსების ტრანსნაციონალურ ასპექტებს აანალიზებს და აჩვენებს, რომ 17 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ აგორებული ძალადობრივი ტალღის გასაგებად, პირველ რიგში, ტრადიციული ღირებულებებისა და სექსუალური დემოკრატიის დისკურსების იმპერიალისტური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უნდა გავიაზროთ".

ჰომონაციონალიზმი თუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა? 17 მაისის გეოპოლიტიკური ანალიზი Authors ანა რეხვიაშვილი Keywords: ჰომონა.....

28/06/2021

👉 ფემინსტრიმის მიმდინარე სეზონის მონაწილე, ჩვენი კურსდამთავრებული ალა პარუნოვა და მისი სტუმარი, ჩვენი პროგრამის ლექტორი, ლიკა ჯალაღანია სიღარიბის გენდერულ ასპექტებზე საუბრობენ.

15/06/2021

🟦 "მთავარი არხის " გადაცემა "შენი დილა" გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის შესახებ.

🟦 ჩვენი ლექტორი ლიკა ჯალაღანია და კურსდამთავრებული ნუკრი ტაბიძე პროგრამის შესახებ საუბრობენ.

🔹 რას წარმოადგენს გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა და როგორია მისი დაარსების ისტორია?

🔹 რას სწავლობენ გენდერის მკვლევარები და როგორ იყენებენ პროფესიულ ცოდნას?

🔹 რამდენად ინტერესდებიან გენდერის კვლევით ბიჭები?

🔹 რა არის გენდერი?

🟦 ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ინტერვიუში იხილავთ. ასევე გაიგებთ უახლოეს ინფორმაციას პროგრამის "ღია კარის დღისა" და პუბლიცისტური ჟურნალის "ხმა ქართველი ქალისას" წლევანდელი გამოცემის შესახებ.

ამერიკის კვლევითი ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში ატარებს ვორქშოფს თემებზე: კვლევითი დიზაინი და მეთოდოლოგია სოციალურ მეცნიე...
11/06/2021

ამერიკის კვლევითი ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში ატარებს ვორქშოფს თემებზე: კვლევითი დიზაინი და მეთოდოლოგია სოციალურ მეცნიერებებში. ვორქშოფი ჩატარდება 14-17 ივნისს, თბილისის დროით 18:00-20:00 სთ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი. (სამუშაო ენა: ინგლისური)

https://arisc.org/2-day-workshop-on-research-methods-in-the-social-sciences/
https://arisc.org/2-day-workshop-on-research-design-in-the-social-sciences/

Georgia Events CfP for 2-Day Workshop on Research Design in the Social Sciences By GeoResDir / May 24, 2021 Dr. Eteri Tsintsadze-Maass Old Dominion University June 14-15, 2021 at 6:00-8:00 PM Tbilisi Time This workshop aims to help research-oriented students develop their skills in research design,....

👩‍🎓ნინო ცქიფურიშვილი, მკვლევარი, პროექტის ასისტენტი "ქალთა ფონდი საქართველოში". 🟣 ნინოს კვლევითი ინტერესის ფოკუსში, ძირი...
07/06/2021

👩‍🎓ნინო ცქიფურიშვილი, მკვლევარი, პროექტის ასისტენტი "ქალთა ფონდი საქართველოში".

🟣 ნინოს კვლევითი ინტერესის ფოკუსში, ძირითადად, საქართველოში ფემინიზმის ისტორია და ბეჭდურ მედიაში გენდერული საკითხების გაშუქება ექცევა.

🟣 როგორც მკვლევარი, ნინო დიდი ხანია თანამშრომლობს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან და არის რამდენიმე სამეცნიერო სტატისაა და ფემინისტური ბიოგრაფიის ავტორი. სამაგისტრო ნაშრომში ის იკვლევს, თუ როგორ ასახავდნენ ქართველი მწერალი ქალები სექსუალობის საკითხებს მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე შექმნილ ნაწარმოებებში.

👩‍🎓თამარ ბერია, პროგრამების მენეჯერი და თბილისის ოფისის დირექტორი საერთაშორისო ორგანიზაციაში „საერთაშორისო პარტნიორობა ა...
03/06/2021

👩‍🎓თამარ ბერია, პროგრამების მენეჯერი და თბილისის ოფისის დირექტორი საერთაშორისო ორგანიზაციაში „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

🟣 თამარს მიღებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, ასევე ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. იყო ბრიტანეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის, ჩივნინგის სტიპენდიანტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. თამარს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კვლევით პროექტში, კონფერენციასა და აქტივისტურ ინიციატივაში. მისი მთავარი სამუშაო ინტერესებია: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, ადამიანის უფლებების ფემინისტური ასპექტები, გენდერი და განვითარება, ქალთა სხეულები და აგენტობა.

🟣 ამჟამად, თამარი მუშაობს სამაგისტრო თემაზე გენდერის კვლევის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად და იკვლევს ქართველ მილენიალ ქალებში სხეულის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებსა და განწყობებს.

👩‍🎓მაგდა საგინაშვილი, UNDP კონსულტანტი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში; ორგანიზაცია "ახალგაზრდა...
01/06/2021

👩‍🎓მაგდა საგინაშვილი, UNDP კონსულტანტი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში; ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფემინისტების" წევრი.

🟣 მაგდა ამჟამად სამაგისტრო კვლევაზე მუშაობს, რომელიც ქართველ ქალთა სოლიდარობას შეეხება სუროგატი დედების მიმართ. კვლევის ძირითადი მიზანია იმ ფაქტორების გამოკვეთა, რომელიც ქალებს ახალისებს იყვნენ სოლიდარული ან პირიქით - კრიტიკული სუროგატი დედებისადმი. მაგდას ასევე აინტერესებს იმის შედარება, თუ რამდენად არის სხვაობა ამ დამოკიდებულებებს შორის ქალთა ორ სხვადასხვა ჯგუფში: მათ, ვისაც ჰყავს და ვისაც არ ჰყავს შვილები.

👩‍🎓მაიკო ჩიტაია, პლატფორმა „ქალები საქართველოდან“ თანადამფუძნებელი და თანაავტორი; Action Global Communication-ის რეგიონა...
31/05/2021

👩‍🎓მაიკო ჩიტაია, პლატფორმა „ქალები საქართველოდან“ თანადამფუძნებელი და თანაავტორი; Action Global Communication-ის რეგიონალური მენეჯერი.

🟣 მაიკოს კვლევითი ინტერესები მრავალფეროვანია და ძირითადად, ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების, შშმ ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირების, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ეთნიკური და რელიგიური თანასწორობის ხელშეწყობის საკითხებს მოიცავს.

🟣 ამჟამად მაიკო სამაგისტრო თეზისზე მუშაობს და საქართველოს მაგალითზე იმ კულტურულ პრაქტიკებსა და ძალაუფლებრივ ურთიერთობებს იკვლევს, რომლის შედეგადაც ოჯახში მემკვიდრეობა ქალსა და კაცს შორის არასამართლიანად და არათანაბრად ნაწილდება.

⭕ წარმოგიდგენთ ჩვენი პროგრამის ლექტორის, ფილოსოფოსის და თსუ ასოცირებული პროფესორის, ლელა გაფრინდაშვილის სტატიას "წერა, ბ...
28/05/2021

⭕ წარმოგიდგენთ ჩვენი პროგრამის ლექტორის, ფილოსოფოსის და თსუ ასოცირებული პროფესორის, ლელა გაფრინდაშვილის სტატიას "წერა, ბედისწერა და ქალების მიმოწერა" ჩვენს აკადემიურ ჟურნალში "ხმა ქართველი ქალისა", #1, 2017.

⭕ რამდენად არსებობს თანამედროვე ფემინისტური დღის წესრიგის წინამორბედი დისკურსი და როგორ შეგვიძლია მისი რეანიმაცია და რეპრეზენტაცია დღეს?

⭕ სტატიაში ქართულ სინამდვილეში ქალების მიერ საკუთარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ადგილის მოპოვების ისტორიის ვრცელ ანალიზს იხილავთ.

Ecriture Feminine, Fate and Women’s Correspondence Authors ლელა გაფრინდაშვილი Keywords: Ecriture Feminine, Soviet repression women’s manuscripts, correspondence, Union of Soviet Writers, Soviet Union. Abstract The article discusses the history of women’s strug...

👩‍🎓იდა ბახტურიძე, (2011 წლის კურსდამთავრებული). აქტივისტი, უფლებადამცველი, პლატფორმის "ქალები საქართველოდან" თანადამფუძნ...
27/05/2021

👩‍🎓იდა ბახტურიძე, (2011 წლის კურსდამთავრებული).

აქტივისტი, უფლებადამცველი, პლატფორმის "ქალები საქართველოდან" თანადამფუძნებელი, საერთაშორისო ორგანიზაციის "ქალები საერთო მომავლისთვის" (WECF) გენდერული პროგრამების კოორდინატორი.

🛑 "საბაკალავრო საფეხურზე სწავლის დროს მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო და სწავლის გაგრძელებას ფილოლოგიის ფაკულტეტზე არ ვგეგმავდი. ამავე დროს, პიროვნულად ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა არსებული უთანასწორო გარემო, რომელსაც ზოგჯერ იმიტომ ვერ ვეწინააღდეგებოდი, რომ ბოლომდე ვერ ვარქმევდი სახელს და მასთან ბრძოლისთვის საკმარისი არგუმენტები, თუ სხვა უნარები არ მყოფნიდა. ამიტომ, გენდერის სამაგისტრო პროგრამაზე მისვლის მომენტში პროფესიულადაც და პიროვნულადაც ძალიან დაბნეული ვიყავი".

🛑 ზოგს, ალბათ, ძალიან გადაჭარბებულად მოეჩვენება ჩემი ნათქვამი, მაგრამ გენდერის სამაგისტრო პროგრამამ მე საკუთარი თავი და ის პროფესია მაპოვნინა, რომელიც უკვე დაკარგული მეგონა. სწავლის დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ ის წუხილები, რაც მთელი ცხოვრება ჩემი ახირება მეგონა და ასეც ინათლებოდა, გენდერული თანასწორობის პრობლემა ყოფილა, რომლისთვის ბრძოლასაც არაერთი ქალის ენერგია შეეწირა, ხოლო ფემინისტური კვლევები უკვე დიდი ხანია აკადემიური სივრცის ნაწილად იყო ქცეული. სიტყვებით ვერ აღვწერ, ამის აღმოჩენამ რამხელა შვება მომიტანა, ხოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულმა აკადემიურმა ცოდნამ იმაშიც დამარწმუნა, რომ შემეძლო შემეცვალა ის, რაც არ მომწონდა".

🛑 "გენდერის სამაგისტრო პროგრამის არსებობა და მისი განვითარება ძალიან სჭირდება ამ ქვეყანასაც და ჩვენს რეგიონსაც. მთელს სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი პროგრამაა, რომელიც ინტერდისციპლინარულია და აქ, მომზადებული პროფესიული კადრი სჭირდება როგორც აკადემიას, ისე არასამთავრობო და სამთავრობო სექტორს.“

⭕️ წარმოგიდგენთ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულის, სალომე ქინქლაძის სტატიას ჩვენი აკადემიური ჟურნალიდან "ხმა ქართველი ქა...
24/05/2021

⭕️ წარმოგიდგენთ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულის, სალომე ქინქლაძის სტატიას ჩვენი აკადემიური ჟურნალიდან "ხმა ქართველი ქალისა", #2, 2018.

⭕️ სტატია ქართველი ფემინისტების, კატო მიქელაძისა და ლიდია მეგრელიძის ტექსტების მაგალითზე, მიმოიხილავს მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ფემინისტურ ნარატივში ქალის, როგორც საკუთრების იდეის ანალიზს.

⭕️ მეგრელიძე და მიქელაძე ქალთა ჩაგვრის საკუთრების ჭრილში ახსნას ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიების საშუალებით ახდენენ, როგორიცაა სოციალური კლასი და ქალის სექსუალობა.

⭕️ სტატიის სრული, პდფ ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მითითებული ბმულიდან.

Salome Kinkladze

ქალი, როგორც საკუთრება: საკითხის პრობლემატიზაცია მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ფემინისტურ ნააზრევში Authors სალომ...

👩‍🎓დაკო ბახტურიძე, (2011 წლის კურსდამთავრებული). UNDP-ის პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი და გენდერის კომ...
21/05/2021

👩‍🎓დაკო ბახტურიძე, (2011 წლის კურსდამთავრებული).

UNDP-ის პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი და გენდერის კომპონენტის სუპერვაიზორი.

🛑 "2011 წელს დავამთავრე გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გავიარეთ როგორც თეორიული კურსები, მაგალითად, ფემინისტური ფილოსოფია, ასევე პრაქტიკული კურსები კვლევის მეთოდებში, გენდერისა და განვითარების პროექტებში და ა.შ., რამაც სამომავლოდ საშუალება მომცა სხვადასხვა მიმართულებით მემუშავა ამ საკითხებზე."

🛑 "ამ ეტაპისთვის, უკვე 9 წელზე მეტია ვარ დამოუკიდებელი ფემინისტი მკვლევარი. გარდა ამისა, ვმუშაობ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორც მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი. გენდერის პროგრამაზე მიღებული ცოდნა ყოველთვის მაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაო გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მიუხედავად იმისა, ჩემი უშუალო ფუნქციები მოიცავს ამას თუ არა, რადგან დღეს გენდერული თანასწორობა არ განიხილება როგორც ცალკე მდგომი საკითხი და მისი ინტეგრირება საგულისხმოა ყველა სფეროსა და დონეზე."

🛑 "თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ პროგრამაზე სწავლის პროცესში გავლილი საკუთარი რეფლექსიის პროცესი იყო. ჩემი პირველადი განათლება ეკონომიკური სტატისტიკაა. გენდერის კვლევის პროგრამამ კი ანალიზის სრულიად ახალი უნარები მომცა, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი დამოკიდებულებები ბევრი საკითხის მიმართ, მათ შორის საკუთარი გარემოს მისამართით."

👩‍🎓მარიამ ტაკიძე, (2017 წლის კურსდამთავრებული). ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, აჭარის ტელევიზია. 🛑 "საბაკალავრო პროგრამაზე ...
18/05/2021

👩‍🎓მარიამ ტაკიძე, (2017 წლის კურსდამთავრებული).

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, აჭარის ტელევიზია.

🛑 "საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ ჩემი ინტერესის სფერო ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა სოციალური თემატიკა, სამართლიანობისა და კეთილდღეობის ასპექტები, ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე კონტექსტი. გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა კი აღმოჩნდა ის სასწავლო კურსი, რომელმაც სრულად მოიცვა ჩემი ინტერესის სფერო და ამავდროულად უფრო გაამრავალფეროვნა ის. მომცა წარმოდგენების, შეხედულებების გადააზრებისა და გადახალისების შესაძლებლობა. დამაკავშირა სხვადასხვა გამოცდილების, ინტერესებისა და სათქმელის მქონე ადამიანებთან."

🛑 "პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას გენდერსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები დავინახოთ სხვადასხვა პერსპექტივიდან, მათ შორის, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ისტორიული თუ ტრადიციებიდან გამომდინარე არსებული მოცემულობით. გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა გვამზადებს, როგორც კვლევითი პროექტების დაგეგმვისა თუ განხორციელებისთვის, ასევე პრაქტიკული მიმართულებით გვისახავს უამრავ შესაძლებლობას."

🛑 "ეს არის სრულიად განსხვავებული, უშუალო, მრავალგანზომილებიანი და მრავლისმომცველი აკადემიური სივრცე, სადაც იზიარებენ და ხელს უწყობენ სოლიდარობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების გაღვივებასა და განმტკიცებას."

👩‍🎓ქეთევან ხუციშვილი, (2016 წლის კურსდამთავრებული).მკვლევარი, სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმ...
13/05/2021

👩‍🎓ქეთევან ხუციშვილი, (2016 წლის კურსდამთავრებული).

მკვლევარი, სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.

🛑 "2010 წლიდან ვსწავლობდი სოციალურ მუშაობას და ამავე პერიოდიდან ვმუშაობდი არაერთ ყველაზე დაუცველ და მრავალმხრივ მარგინალურ თემებთან სოციალური მუშაკის პოზიციაზე. დროსთან ერთად, ჩამომიყალიბდა კონკრეტული ინტერესის სფერო, კერძოდ, დავინტერესდი გენდერისა და სექსუალობის საკითხებით. ამ ინტერესს, სამწუხაროდ, ბაკალავრიატის პროგრამა სრულად ვერ პასუხობდა, რის გამოც ჩავაბარე გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც "თავით გადავეშვი" თეორიაში და ბევრნაირი წყურვილი მოვიკალი."

🛑 "ამ პროგრამაზე მიღებული ცოდნა და ის ფორმა, რითაც ლექტორები ამ ცოდნას გვიზიარებდნენ, ჩემთვის უნიკალურ გამოცდილებად გადაიქცა და ძალიან დამეხმარა პრაქტიკული მუშაობის დროს. ვფიქრობ, პროგრამამ უკეთს სოციალურ მუშაკად მაქცია."

👩‍🎓სალომე ქინქლაძე, (2016 წლის კურსდამთავრებული). გენდერული საკითხების კონსულტანტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის...
12/05/2021

👩‍🎓სალომე ქინქლაძე, (2016 წლის კურსდამთავრებული).

გენდერული საკითხების კონსულტანტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO Georgia).

🛑 "გენდერის სამაგისტრო პროგრამამ ბევრი გარდამტეხი ცვლილება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. მათ შორის, იქამდე მიღებული ცოდნის კრიტიკული გადააზრებისა და ინტერდისციპლინური კვლევითი უნარების გაუმჯობესების, ღირებულებათა იმ სისტემების მეტად გაანალიზებისა და გაზიარების მიმართულებით, რომლებიც ურთიერთდახმარებას, ერთმანეთის გაძლიერებას, ემპათიას ეფუძნება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შემძინა ბევრი მეგობარი, თანამოაზრე და ნამდვილი მხარდამჭერი. "

🛑 "ვფიქრობ, ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ამ პროგრამას ჩაუყარეს საფუძველი და შრომობდნენ იმისათვის, რომ სტუდენტებისთვის სექსუალობის, პოსტკოლონიკური თეორიების, ფემინისტური კვლევისა და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და მიდგომების შესახებ ღირებული ცოდნა გადაეცათ. მათ ასევე მკაფიოდ დაგვანახეს, რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, განსხვავებულ გამოცდილებასა და პერსპექტივაზე დაფუძნებული ცოდნის იმგვარად გააზრება, გარდაქმნა და გამოყენება, რომ ის მოარგო ადგილობრივ კონტექსტს, მის კვლევასა და ანალიზს - მოკლედ, როგორ უნდა ისმოდეს შენი, როგორც მკვლევარისა თუ აქტივისტის კრიტიკული ხმა გლობალურ დღის წესრიგში. სწორედ ამიტომ, სამართლიანი და თანასწორი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რომ აკადემიაში არსებობდეს გენდერის სამაგისტრო პროგრამა."

👩‍🎓ნუკრი ტაბიძე, (2017 წლის კურსდამთავრებული).აქტივისტი, მკვლევარი, თსუ მოწვეული ლექტორი.🛑 "გენდერის კვლევის პროგრამა გა...
11/05/2021

👩‍🎓ნუკრი ტაბიძე, (2017 წლის კურსდამთავრებული).

აქტივისტი, მკვლევარი, თსუ მოწვეული ლექტორი.

🛑 "გენდერის კვლევის პროგრამა განსაკუთრებული ადგილია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში. პროგრამამ მომცა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც წიგნებში ამოკითხულ ტექსტებზე და თეორიებზე მეტია. ლექტორები ფაქტობრივად მოხალისეობრივად გვითმობდნენ სალექციო დროს და მის მიღმა უამრავ ენერგიას. სწავლის პერიოდიდან მოყოლებული პროგრამის ადმინისტრაცია, კურსელები და ლექტორები დამეხმარენ ჩემს შესაძლებლობებში რწმენა შემძენოდა, შესაბამისი პროგრამები, გრანტები, სამუშაო და პროექტები მეპოვნა. პროგრამის დასრულების მერე წლიდან წლამდე მხოლოდ მემატებოდა სამუშაო ჩემთვის საყვარელ და საინტერესო სფეროში. ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილი მრავალფეროვანი ცოდნით, გენდერის და სექსუალობის კვლევასთან ერთად, შემიძლია ვიზუალური და მულტიმედია პროდუქტების შექმნა, პოპ-კულტურის ფემინისტურად ყურება და ამაზე ლაპარაკი. წელს პატარა ფილმიც კი გადავიღე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად. თუ თავიდან სხვების პროექტებში ვერთვებოდი, გენდერის კვლევამ მომცა საშუალება თვითონ გავმხდარიყავი ინიციატორი და კოლექტივების და პროექტების დამფუძნებელი."

🛑 "ეს კურსი სამხრეთ კავკასიაში უნიკალურია. გენდერის კვლევა ბევრს ძალიან სპეციფიკური და არაპოპულარული პროგრამა ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში მოთხოვნა სპეციალისტებზე საკმაოდ დიდია. პროგრამის დასრულების შემდეგ უამრავ სფეროში შეგიძლია იმუშაო და თვითონ შექმნა სამუშაო. სწავლა ნამდვილად რთულია, ბევრ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ბოლოში აუცილებლად დაფასდება და "გატკბილდება". გარდა პირადი და კარიერული ინტერესისა, გენდერის კვლევა აკადემიურად მნიშვნელოვანი სივრცეა, რადგან საქართველოში საუკეთესო მკვლევარები და ექსპერტები ასწავლიან და იზრდებიან ამ პროგრამაში. რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხო და საინტერესო ადგილია, სადაც ერთამენთზე ზრუნავენ და როგორც თანასწორ ადამიანს ისე გექცევიან, ადარდებთ შენი ბედი და მხარში გიდგანან ყველაფერში - კარიერით დაწყებული, პირადი პრობლემებით დამთავრებული."

👩‍🎓ანი გოგბერაშვილი, (2018 წლის კურსდამთავრებული).მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ხმების" თანადამფუძნებელი. ...
10/05/2021

👩‍🎓ანი გოგბერაშვილი, (2018 წლის კურსდამთავრებული).

მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ხმების" თანადამფუძნებელი.

🛑 "გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლამ საშუალება მომცა გადამეფასებინა აქამდე მიღებული ცოდნა და ის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ვცხოვრობ. გარდა ამისა, განვივითარე კრიტიკული აზროვნების, აკადემიური წერის, კვლევის უნარები და შევხვდი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს, რომლებთანაც დღემდე ვთანამშრომლობ ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე."

🛑 "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა არის ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა ამ დარგში მთელი კავკასიის მასშტაბით. მისი არსებობა პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა, რადგან ქმნის უნიკალურ სივრცეს ფემინისტური პერსპექტივისთვის აკადემიაში."

👩‍🎓ლია ძამუკაშვილი, (2009 წლის კურსდამთავრებული). მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, IOM Georgia 🛑 "მჯერა, რომ ის ღირებ...
06/05/2021

👩‍🎓ლია ძამუკაშვილი, (2009 წლის კურსდამთავრებული).

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, IOM Georgia

🛑 "მჯერა, რომ ის ღირებულებები, რაც გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას შევიძინე, დღესაც განსაზღვრავს ჩემს წარმოდგენებს სოციალურ სამართლიანობაზე, პასუხისმგებლიან მოქალაქეობასა და ვალდებულებებზე. ამ ცოდნამ მომცა ემპათიის უნარი, რომელსაც ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თითოეულ მიგრანტთან ურთიერთობაში ვიყენებ. ვისწავლე როგორ დავინახო განსხვავებულ ადამიანები და მიდგომები და პატივი ვცე მათ."

🛑 "პროგრამამ შემძინა არაჩვეულებრივი მეგობრები და სანაცნობო წრე, რომელიც ახლაც, პროგრამის დასრულებიდან 12 წლის შემდეგ, მეხმარება საჭიროების შემთხვევაში, მივიღო ინფორმაცია და რჩევა; მაქცია მაღალკვალიფიციურ კადრად შრომის ბაზარზე და შესაბამისად, დამეხმარა დასაქმებაში; გამიჩინა პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების სურვილი, რაც დღემდე გრძელდება."

🛑 "გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის არსებობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს ხარისხიანი განათლება, განივითაროს კარგი მკვლევრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და გახდეს სოლიდარული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ."

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when Institute For Gender Studies, TSU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Institute For Gender Studies, TSU:

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The University
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your university to be the top-listed University?

Share