სასწავლო ცენტრი ,,new way"

სასწავლო ცენტრი ,,new way" სასწავლო ცენტრი ,, ახალი გზა'' (NEW WAY) შენი წარმატება იწყება აქ!

🔈2026 წლის გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელიაერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრა...
22/06/2026

🔈2026 წლის გამოსაცდელებისათვის
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 22 ივნისის 10:00 საათიდან შეუძლიათ.

2026 წლის გამოსაცდელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს, რომ გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა.
საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ რვანიშნა კოდს და შედის იმ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის:
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია, აუცილებელია მან წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი) 11 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეუძლებელი იქნება.

დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ბარათების, საგამოცდო ცენტრებისა და მათთან მისასვლელი მარშრუტების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.naec.ge/ #/ge/post/3619

🧠🧩💚ცოდნა, სიყვარული და ადამიანობა – ეს ის სამი საყრდენია, რაზეც ჩვენი ღირებულებები დგას.ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია – ეს ფო...
21/06/2026

🧠🧩💚ცოდნა, სიყვარული და ადამიანობა – ეს ის სამი საყრდენია, რაზეც ჩვენი ღირებულებები დგას.

ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია – ეს ფოტოები ჩვენს საერთო ემოციებზე ყველაფერს თავად ჰყვება.

​გიზიარებთ კადრებს ჩვენი შემაჯამებელი ღონისძიებიდან, სადაც მთავარი როლი სიყვარულმა, სითბომ და იმ ადამიანებმა ითამაშეს, ვინც ამ დღეს განსაკუთრებულს ხდიდა. ❤️

#შენიწარნატებაიწყებააქ

🗞🥳🥰New Way-ს საზეიმო საღამოს ფინალური და ყველაზე ემოციური ნაწილი ჩვენს აბიტურიენტებსა და პედაგოგებს დაეთმო.​📑📖ჩვენი აბიტ...
20/06/2026

🗞🥳🥰New Way-ს საზეიმო საღამოს ფინალური და ყველაზე ემოციური ნაწილი ჩვენს აბიტურიენტებსა და პედაგოგებს დაეთმო.

​📑📖ჩვენი აბიტურიენტები სასწავლო წლის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპს გადიან. იმისათვის, რომ გამოცდებამდე ემოციურად და ფიზიკურად განტვირთულიყვნენ, მათ გადავეცით საჩუქარი – დრო გასართობ სივრცეში, სადაც მეგობრებთან ერთად შეძლებენ ძალების აღდგენას. გვჯერა, რომ თქვენი შრომა დაფასდება და აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს!

📖⭐🗞​მაგრამ ამ შედეგების უკან დგას კიდევ ერთი უდიდესი ძალა – ჩვენი მასწავლებლები. პედაგოგები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, თავდაუზოგავად შრომობდნენ თითოეულ აბიტურიენტთან.
🥰⭐📑თქვენი პროფესიონალიზმი, მოთმინება და გულშემატკივრობა ფასდაუდებელია!

🥰📑მადლობა, რომ ხართ მათი წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა.

წინ დიდი გამარჯვებებია! 👩‍🏫👨‍🏫💪


#აბიტურიენტები2026
#მასწავლებლები
#განათლება
#მადლობა
#წინახალიმიზნებისკენ“

🥳📑⭐''NEW WAY'' -ს წელს ახალი და განსაკუთრებული ნომინაცია დაემატა. 🗞💚წელს, ჩვენს საზეიმო ღონისძიებაზე პირველად დავაწესეთ ...
20/06/2026

🥳📑⭐''NEW WAY'' -ს წელს ახალი და განსაკუთრებული ნომინაცია დაემატა.

🗞💚წელს, ჩვენს საზეიმო ღონისძიებაზე პირველად დავაწესეთ ნომინაცია, ,,ყველაზე აქტიური მშობელი'', ჩვენ გვჯერა, რომ მოსწავლის წარმატება მხოლოდ ცენტრის კედლებში არ იქმნება, ეს არის ერთიანი ძალისხმევა მშობლებსა და პედაგოგებს შორის.

🥳💫🥰სპეციალური სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დავაჯილდოვეთ ის მშობლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამორჩეულნი იყვნენ თავიანთი ჩართულობით, მხარდაჭერით, აქტიური რეკომენდაციებითა და პოპულარიზაციით დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ცენტრის განვითარებაში.

🥰💚💝თქვენი ნდობა ჩვენი მთავარი მოტივაციაა. მადლობა, რომ ხართ ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

💚🥳იმედი გვაქვს, რომ ეს ნომინაცია ჩვენი სასწავლო ცენტრის ლამაზ ტრადიციად იქცევა.

#აქტიურიმშობელი
#ნომინაცია
#მადლიერება
#პარტნიორობა

⭐🥳💚🗞წარმატება ცოდნის შედეგია!💫🥰🥳NEW WAY -ის საზეიმო საღამოს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ბლოკი-წლის სტიპენდიანტების და...
20/06/2026

⭐🥳💚🗞წარმატება ცოდნის შედეგია!

💫🥰🥳NEW WAY -ის საზეიმო საღამოს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ბლოკი-წლის სტიპენდიანტების დაჯილდოება.

📑💚ჩვენი ცენტრის დამფუძნებელმა, ქალბატონ მაკა კვატანიამ, საზეიმო ვითარებაში გამოავლინა ის მოსწავლეები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით, აკადემიური მიღწევებითა და განსაკუთრებული მონდომებით დაამტკიცეს, რომ ისინი 2026 სასწავლო წლის სტიპენდიანტები არიან.

🥰📑სიამაყით გადავეცით 50% -იანი და 100 % -იანი დაფინანსებები ჩვენს ყველაზე შრომისმოყვარე ლიდერებს. ეს არ არის მხოლოდ ჯილდო, არამედ ჩვენი მხარდაჭერა მათი მომავალი მიზნისკენ.

📖📍💚აქვე უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საღამოს წამყვანს თეკლა კუპატაძეს, რომელმაც საღამო საზეიმო განწყობა შექმნა და თითოეულ ემოციურ მომენტს შესაბამისი ფერი შესძინა.

💫🥰🥳გაგრძელება იქნება...

#შენიწარმატებაიწყებააქ ~
#ჩვენთანსწავლაგანსხავავებულია
#ლიდერები
#დაფინანსება

🥳💫🥰ჩვენი ცენტრის განსაკუთრებული საღამო - ადგილი, სადაც ნიჭი და შრომა ფასდება!📖⭐გუშინ, NEW WAY- მ  გააერთიანა მოსწავლეები...
20/06/2026

🥳💫🥰ჩვენი ცენტრის განსაკუთრებული საღამო - ადგილი, სადაც ნიჭი და შრომა ფასდება!

📖⭐გუშინ, NEW WAY- მ გააერთიანა მოსწავლეები, აბიტურიენტები, მშობლები და პედაგოგები, რათა გვეზეიმა ჩვენი ერთობლივი წარმატებები.

🗞🎙️📌საღამო დაიწყო შთამბეჭდავი პრეზენტაციების ბლოკით, სადაც ჩვენმა სპიკერებმა საკუთარი პრეცენტაციები, ცოდნა და ორატორული უნარები წარმოაჩინეს.

👉🗣️🎤ჩვენს თითოეულ პრეზენტატორს, განსაკუთრებული სიზუსტით აფასებდა ჩვენი კომპეტენტური ჟიური. გვეამაყება, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ''NEW WAY'' -ს ხმა და წლის საუკეთესო სპიკერი გახდა - ბარბარე შაგიძე.

🥳💚ასევე გამოვლინდა, სოციალური მედიის გამარჯვებული სპიკერი - ბარბარე ლელაშვილი. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც კომენტარებითა და აქტიურობით გვერდში დაუდექით მას!

🥳💫⭐ეს იყო ჩვენი ღონისძიების მხოლოდ პირველი, თუმცა ძალიან ენერგიული ნაწილი, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, რადგან წინ კიდევ ბევრი საინტერესო დაჯილდოება და სიახლე გელოდებათ.

#შენიწარმატებაიწყებააქ
#სპიკერები
#ჩვენთანსწავლაგანსხავავებულია
#პრეზენტაციები

„New Way“-ში, მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დაიხურა! 🎓✨✅📍​დღეს, 16 ივნისს, ჩვენმა მოსწავლეებმა "Speaking" ბოლო გამოცდა ...
16/06/2026

„New Way“-ში, მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დაიხურა! 🎓✨

✅📍​დღეს, 16 ივნისს, ჩვენმა მოსწავლეებმა "Speaking" ბოლო გამოცდა ჩააბარეს და სასწავლო პროცესი ოფიციალურად დავასრულეთ.

🧩🎉​თუმცა, არ გემშვიდობებით, სანამ არდადეგებს შევუდგებოდეთ, წინ ჩვენი ტრადიციული დასკვნითი ღონისძიება გველოდება.

📍✅19 ივნისს უამრავი სიურპრიზი და ჩვენი ტრადიციული დაფინანსებები წინ გელოდებათ.

🥰� ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენთვის ნამდვილი გამოწვევა ახლა იწყება.
♟️📖 ეს არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეტაპი – გვჯერა თქვენი შესაძლებლობების და დარწმუნებულები ვართ თქვენს წარმატებაში!

💫📍​მოდით, ერთად გავაცილოთ ეს სასწავლო წელი და მოვემზადოთ ახალი გამარჯვებებისთვის!

💚🧩 გელოდებით ყველას, ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე: new-way.ge

✅2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი ცნობილია.🗓️ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა დ...
15/06/2026

✅2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი ცნობილია.

🗓️ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2026 წლის გამოცდების დეტალური განრიგი:

✔️ქართული ენა და ლიტერატურა
2 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

✔️ოსური ენა
2 ივლისი (პირველი სესია);

✔️უცხოური ენა
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა;

✔️მათემატიკა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

✔️ისტორია
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
14 ივლისი (პირველი სესია);

✔️ქიმია
14 ივლისი (მეორე სესია);

✔️სამოქალაქო განათლება
15 ივლისი (პირველი სესია);

✔️ბიოლოგია
16 ივლისი (პირველი სესია);

✔️ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
17 ივლისი (პირველი სესია);

✔️გეოგრაფია
20 ივლისი (მეორე
სესია);

✔️ლიტერატურა
21 ივლისი (პირველი სესია);

✔️ფიზიკა
22 ივლისი (პირველი სესია).

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

📍2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

✅🎉 ტრადიცია, რომელიც 9 წელია უცვლელია – „New Way“-ს წლის შემაჯამებელი დაჯილდოება!🥳📍💚​ყოველი სასწავლო წლის მიწურული ჩვენთ...
05/06/2026

✅🎉 ტრადიცია, რომელიც 9 წელია უცვლელია – „New Way“-ს წლის შემაჯამებელი დაჯილდოება!

🥳📍💚​ყოველი სასწავლო წლის მიწურული ჩვენთვის ყველაზე ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო დროა. წელს უკვე მეცხრედ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ერთად აღვნიშნოთ ჩვენი მოსწავლეების უდიდესი შრომა, განვითარება და წარმატება!

💡👉​გეპატიჟებით წლის ყველაზე ემოციურ და მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც ორ განსაკუთრებულ ბლოკად იქნება დაყოფილი:

​🎤 პირველი ბლოკი: „NEW WAY -ს ხმა 2026“

🌟⏩📖​ჩვენი მოსწავლეები სცენას დაიპყრობენ, ისინი წარსდგებიან თქვენ წინაშე საინტერესო მოხსენებებით, სადაც გამოავლენენ არა მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნას, არამედ საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის იმ უნარებს, რომლებზეც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობდით.

​🏆 მეორე ბლოკი: აღიარება და ჯილდოები

👉💡🧠​ეს არის ნაწილი, სადაც თითოეული ბავშვის გული სიამაყით აივსება, გამოვავლენთ მათ, ვინც წლის განმავლობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მოტივაციით გამოირჩეოდა.

​☺️💚✨ წელს გვემატება სრულიად ახალი ნომინაცია, რომელსაც ღონისძიებამდე საიდუმლოდ დავტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, ყველას სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

​🎁და ყველაზე მთავარი:
„New Way“-ში დამარცხებულები არ არსებობენ! არცერთი მოსწავლე არ დატოვებს ღონისძიებას სპეციალური საჩუქრის გარეშე.

​📍 საორგანიზაციო ინფორმაცია:

​📅 თარიღი: 19 ივნისი

​🕕 დრო: 18:00 საათი

​🏢 ლოკაცია: ვაკე, „ტერმინალი“ (ირაკლი აბაშიძის ქ. 34/36)

🥳📍​მოდით, ერთად ვაქციოთ ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად, ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: new-way.ge

(ბილეთების შეძენის ბოლო თარიღია 16 ივნისი)

​✨💞 ველოდებით ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს!

#შენიწარმატებაიწყებააქ
#ჩვენთანსწავლაგანსხავავებულია

💡👉🧩ფინალური ტესტირებები „New Way“-ში დაიწყო! ✅💚დღეიდან ჩვენს ცენტრში ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპი — შე...
03/06/2026

💡👉🧩ფინალური ტესტირებები „New Way“-ში დაიწყო!

✅💚დღეიდან ჩვენს ცენტრში ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპი — შემაჯამებელი საფინალო ტესტირებები დაიწყო!

📝✨ ჩვენი მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ და ახლა დროა, საკუთარი ცოდნა და შედეგები საუკეთესოდ წარმოაჩინონ.

🥳🐾🐕 დღევანდელი დღე კიდევ უფრო გამორჩეული და პოზიტიური აღმოჩნდა, ტესტირების პირველ დღეს სრულიად მოულოდნელად ოთხფეხა სტუმარი ,,გუჩი"გვესტუმრა, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ მოსწავლეს საგულშემატკივროდ მოჰყვა თან! 🐶❤️ მან ნამდვილი საგამოცდო მღელვარება განმუხტა, ყველას განწყობა აუმაღლა და ბავშვებს დამატებითი პოზიტიური ენერგია აჩუქა.

🎉 წინ კი დიდი და საზეიმო დღე გველოდება!

ტესტირებების დასრულების შემდეგ, 19 ივნისს, ჩვენი მოსწავლეების შრომასა და წარმატებას დიდ, საზეიმო სივრცეში, გრანდიოზულ შემაჯამებელ დაჯილდოებაზე აღვნიშნავთ!

🏆✨ ეს იქნება დღე, რომელიც კიდევ დიდხანს გვემახსოვრება.

🥳🥰💚მანამდე კი წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს საფინალო ტესტირებებზე!

ჩვენ გვჯერა თქვენი! 💪🎓

#შენიწარმატებაიწყებააქ

Address

ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. 35 გლდანი, ხიზანიშვილის ქ. 30
Varketili

Telephone

+995322151543

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სასწავლო ცენტრი ,,new way" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სასწავლო ცენტრი ,,new way":

Share