Atsu, PBL

Atsu, PBL Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Atsu, PBL, College & University, Ave. Akhalgazrdoba, Kutaisi.

18/04/2019

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა

16/10/2018

სტუდენტური სერვისების ოფისში განცხადებების ასატვირთად აუცილებელი მოთხოვნა იქნება საგანმანათლებლო პროგრამის და ჯგუფის მითითება. ჯგუფების ნომრები იხილეთ თანდართულ ცხრილში

20/09/2018

პირველკურსელთა საყურადღებოდ!
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს და 24 სექტემბერს, 10.00 საათზე გელოდებით ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში (თამარ მეფის ქ #59).

აწსუ ადმინისტრაციის მოლოცვის შემდეგ, განრიგის მიხედვით, შეხვდებით ფაკულტეტების დეკანებს.
წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

20/09/2018
23/08/2018

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთა გაცვლითი პროექტი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში გაიარეს პრაქტიკული კურსი თურქეთში Rize Eğitim ve Araştırma Hastanesi - საუნივერსიტეტო კლინიკაში. სტუდენტებმა ინტერესების შესაბამისად გაიღრმავენ კლინიკური უნარები სხვადასხვა მიმართულებით: გადაუდებელი დახმარება, კრიტიკული მედიცინა, ზოგადი ქირურგია, მეან-გინეკოლოგია, ანესთეზია, რეანიმაცია თუ ამბულატორული სამსახური. რეალური ჰოსპიტალური გარემოს პარალელურად, მომავალი ექიმები საქართველოდან გაეცნენ უნივერსიტეტის სიმულაციურ ცენტრს და აქ დანერგილ თანამედროვე სიმულაციურ პროგრამებს, ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) მიმდინარეობისთვის აღჭურვილ სივრცეებს.

მასპინძელმა უნივერსიტეტმა ქართველი სტუდენტებისათვის არაერთი საინტერესო სასწავლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება დაგეგმა და საინტერესო გახადა პროექტის თითოეული დღე.

აწსუ სტუდენტებს შეხვდა რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ჰუსეინ ქარამანი, რომელმაც ისაუბრა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტები დაასაჩუქრა ექსკურსიით ტრაბზონში.

მომდევნო დღეებში სტუდენტები ეწვივნენ რიზეს გუბერნატორს, ერდოღან ბექტაშის ოფისს და ქალაქის მერს, პროფესორ რეშატ კასაპს.
თითოეული შეხვედრის დროს პარტნიორმა მხარეებმა ისაუბრეს განათლების ყველა სფეროში ურთიერთობების განმტკიცებისა და პროფესიული განვითარებისათვის გამოხატულ მზადყოფნაზე.
კლინიკური პრაქტიკის დასასრულს, საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა სერთიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მასპინძლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აწსუ წარმომადგენლებმაც.

2018 წლის 25  მაისს  აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მე-7 რესპუბლიკური სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ...
17/05/2018

2018 წლის 25 მაისს აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მე-7 რესპუბლიკური სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სამუშაო შეხვედრები (workshops) სიმულაციურ გარემოში შემდეგი მიმართულებით:
1. Basic Life Support – First Aid (Working language English)
დრო: 13:00 – 14:30. 15 მონაწილე
2. კლინიკური უნარები - ტრაქეოსტომია (სამუშაო ენა ქართული)
დრო: 15:00 – 16:30. 15 მონაწილე
3. PBL – Problem Based Learning (Working language English)
დრო: 13:00 – 14:30. 12 მონაწილე
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მაისი
რეგისტრაციის ფორმა იხილეთ :

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc6R0aI9nakiwATmAoZR09wTzPozeJhM4rJOsfxN8O1U0_8rg/viewform

On 25th of May, 2018 will be held in the Framework of the 7th Republican Medical-Scientific Conference of Students Workshops in the Simulated environment in the following directions:
1. Basic Life Support – First Aid (Working language English)
Time: 13:00 – 14:30. 15 participants
2. Clinical skills - tracheostomy (Working language Georgian)
Time: 15:00 – 16:30. 15 participants
3. PBL – Problem Bases Learning (Working language English)
Time: 13:00 – 14:30. 12 participants
All interested applicants should fill out the registration form.
Deadline for registration is May 20

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc6R0aI9nakiwATmAoZR09wTzPozeJhM4rJOsfxN8O1U0_8rg/viewform

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიმედიცინის ფაკულტეტი2018 წლის 25  მაისისტუდენტთა მე-7 რესპუბლიკური სამედიცინო-სამეც...
16/04/2018

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
2018 წლის 25 მაისი
სტუდენტთა მე-7 რესპუბლიკური სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებებია:
თეორიული მედიცინა
კლინიკური მედიცინა
ფარმაცია
სტომატოლოგია
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ: აბსტრაქტის
ელექტრონული ვერსიები ელ-ფოსტაზე: [email protected]
აბსტრაქტების წარმოდგენისა ბოლო ვადაა 15 მაისი 2018 წელი
გამოსაქვეყნებელი ნაშრომის აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ფორმატი A4 ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
აბსტრაქტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
გამოყენებული შრიფტი: ქართული სტატიისთვის Sylfaen, ინგლისური
სტატიებისათვის Times New Roman.
სტილი Normal
შრიფტის ზომა - 12
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1
ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტები:
მისამართი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი 98, XI კორპუსი
საკონტაქტო პირები:
თამარ ვალიშვილი - მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ელექტრონული ფოსტა - [email protected], ტელ. 5 77 13 18 81
სალომე ჩიხლაძე - კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის სპეციალისტი, ელექტრონული ფოსტა - [email protected] ტელ. 577 65 47 13
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 მაისი
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdKqbuwvab7MPTXfuuyltDwqSO4RnBIUFNs2NWp1LG-F92uyg/viewform

Akaki Tsereteli State University
Faculty of Medicine
May 25, 2018
7th Republican Medical-Scientific Conference of Students
Priority directions of the conference:
Theoretical medicine
Clinical medicine
Pharmacy
Dentistry
Conference Working Language: Georgian, English.
To participate in the conference you need to present: electronic versions of abstracts on e-mail: [email protected]
The deadline for registration of abstracts is May 15, 2018
The publishing abstract papers should be presented in accordance with the following requirements:
A4 format text editor in Word-;
Abstracts may be submitted in Georgian and English languages;
The font used: Georgian articles- Sylfaen, English articles - Times New Roman.
Style Normal
Font size - 12
Interval between lines - 1
The author is responsible for the published material.
Contact details of the Conference Organizing Committee:
Address: Akaki Tsereteli State University, Faculty of Medicine, Kutaisi, Akhalgazrdoba Avenue 98, XI Building
Contact persons:
Tamar Valishvili - Doctor of Medicine, Associate Professor, Head of Clinical Medicine Department - E-mail - [email protected], Tel. 5 77 13 18 81
Salome Chikhladze - specialist of Clinical Medicine Department, e-mail - [email protected] Tel. 577 65 47 13
All interested applicants should fill out the registration form.
Deadline for registration is May 10
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdKqbuwvab7MPTXfuuyltDwqSO4RnBIUFNs2NWp1LG-F92uyg/viewform

11/01/2018

აწსუ, მედიცინის ფაკულტეტის კორპორატიული საღამო

გილოცავთ ახალ წელს

Happy New Year

Address

Ave. Akhalgazrdoba
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Atsu, PBL posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share