მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, ძლიერი აკადემიური სწავლების პარალელურად, ის აუცილებელი ფაქტორია, რომელიც სრულყოფილს ხდის საუნივერსიტეტო გამოცდილებას სტუდენტისათვის.
საქართველოს უნივერსიტეტიში სტუდენტური ცხოვრება არის პროდუქტიული, შემოქმედებითი, საინტერესო, სასარგებლო, სახალისო და აქტიური. მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოს უნივერსიტეტში დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების შექმნა შეუძლია ყველას, ვი
საც ძალიან უყვარს პოზიტიურ თავგადასავლებში ჩაბმა და ცხოვრების აქტიურ რიტმში წარმართვა.
საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ინოვაციური კლუბური სისტემა. კერძოდ, ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა შექმნას სტუდენტური კლუბი და საკუთარი ინტერესების შესაბამისად - მიიღოს მხარდაჭერა უნივერსიტეტისაგან სტუდენტური ცხოვრების ორგანიზებაში წვლილის შესატანად. ამასთანავე, სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, მუდმივად უჭერს მხარს ინდივიდუალურ იდეებს, რამეთუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სტუდენტი უნიკალური ინდივიდია, რომელიც ძალიან დიდი ინტელექტუალური კაპიტალის მატარებელია, შესაბამისად თითოეული იდეა ძალიან ფასეულია ჩვენთვის.
საბოლოოდ, ჩვენი ცენტრის ღირებულებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს უნივერსტეტის ძირითად ღირებულებებთან, რომლებიც თავისუფლებას, ჰუმანურობასა და სრულყოფილებას გულისხმობს.
მაშასადამე, ყველა სტუდენტს მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში, რათა #ერთადუფროსტუდენტურად შევქმნათ ჩვენი #საქართველოსუნივერსიტეტი
A diverse student life, in parallel with strong academic teaching, is an essential factor that makes the university experience perfect for the student. Student life at the University of Georgia is productive, creative, interesting, useful, fun and active. To sum up, everyone who enjoys positive adventures and leads an active rhythm of life can create an unforgettable student life at the University of Georgia. In particular, any student has the opportunity to create a student club and receive support from the university. In addition, the Student Affairs Center, constantly supports individual ideas, because we believe that any student is a unique individual who carries a lot of intellectual capital, therefore each idea is very valuable to us. Finally, the values of our center are in full harmony with the core values of the University of Georgia, which include freedom, humanity and perfection. So let's diversify student life together!