Oxford School • Georgia

Oxford School • Georgia Founded by Oxford graduates and academics. Delivering international programmes in Leadership, Artificial Intelligence & Diplomacy.

👥ოქსფორდის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებიან, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ პირადად ...
23/07/2026

👥ოქსფორდის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებიან, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ პირადად შეხვდნენ და მოუსმინონ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს — დოქტორ ქეით როლს, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე „ინოვაციის სტრატეგია“ (Innovation Strategy), და დოქტორ ოღუზ კარასუს, რომელიც ისაუბრებს „კოსმოსურ ეკონომიკაზე“ (Space Economy).

🚀ეს შეხვედრები ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ მსოფლიო დონის იდეებს, ინოვაციურ ხედვებსა და მომავლის ინდუსტრიებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროს აყალიბებს.

▫️როგორ იბადება ნამდვილი ინოვაცია?
▫️რა რეალური ეკონომიკური ღირებულება აქვს კოსმოსს?

🎓ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებზეც Oxford Summer Programme 2026-ის სტუდენტები ამ ლექციების ფარგლებში იმსჯელებენ და სიღრმისეულად შეისწავლიან.

🇬🇧When dreams become reality-hello from Oxford!როდესაც ოცნებები რეალობად იქცევა-  #მოგესალმებით  #ოქსფორდიდან !
21/07/2026

🇬🇧When dreams become reality-hello from Oxford!
როდესაც ოცნებები რეალობად იქცევა- #მოგესალმებით #ოქსფორდიდან !

11/07/2026

🇬🇧Do you remember our Graduation Gala?
We’re still overwhelmed with the emotions from that truly magical evening. ✨🎓

🚀Oxford School Georgia-ის კურსდამთავრებულის, ელენე ცაავას, ინიციატივითა და ჩართულობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრ...
10/07/2026

🚀Oxford School Georgia-ის კურსდამთავრებულის, ელენე ცაავას, ინიციატივითა და ჩართულობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას Oxford School Georgia-ის დირექტორი, სოფიკო ქვარცხავა, უძღვებოდა. ღონისძიება ჩატარდა ახალგაზრდულ სივრცე „საპოვნელაში“, სადაც საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე, განათლების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ისაუბრეს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საერთაშორისო პროგრამების შესახებ და მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები მომავალი აკადემიური განვითარებისათვის.

🇺🇸ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ინგლისური ენის სპეციალისტი, რომელმაც ახალგაზრდებთან ინტერაქტიული შეხვედრა გამართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინგლისურ ენაზე ესაუბრათ უცხოელ სტუმართან, პრაქტიკაში წარმოეჩინათ საკუთარი კომუნიკაციური უნარები და მიეღოთ პროფესიული რჩევები.

▫️Oxford School Georgia გულწრფელ მადლობას უხდის ახალგაზრდულ სივრცე „საპოვნელას“ მასპინძლობისათვის. მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კურსდამთავრებულების აქტიური ჩართულობა და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხარისხიანი განათლების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

🇬🇧19 ივნისს Oxford School Georgia-ს კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო - Oxford Graduation Gala 2026 გაიმართა, რომელსა...
22/06/2026

🇬🇧19 ივნისს Oxford School Georgia-ს კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო - Oxford Graduation Gala 2026 გაიმართა, რომელსაც ჯიღაურას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზამ უმასპინძლა.

🇬🇪საღამო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ოქსფორდის სკოლის კურსდამტავრებულმა ანასტასია ჭოხონელიძემ შეასრულა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა Oxford School Georgia-ს თბილისისა და ქუთაისის პროგრამების კურსდამთავრებულები, მათი ოჯახები, პარტნიორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო სტუმრები, რათა ერთად აღენიშნათ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ეტაპის დასრულება.

👥დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა Oxford School Georgia-ს დირექტორმა, ქალბატონმა სოფიკო ქვარცხავამ, რომელმაც კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალ პროფესიულ თუ აკადემიურ გზაზე წარმატებები უსურვა. სიტყვით გამოსვლისას მან განათლების, ლიდერობისა და უწყვეტი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

🎓ღონისძიების განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო სტუმრების გამოსვლები იყო. ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება და რჩევები აჰმედ ნავაზმა - Oxford Global Courses-ის დირექტორმა და Oxford School Georgia-ის თანადამფუძნებელმა, სებასტიან ბირდმა - Oxford Global Courses-ის პროგრამების ხელმძღვანელმა და კუბილაი აჰმედ კუჩუკმა - ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორმა გაუზიარეს.

🌱აგრეთვე სიტყვით გამოვიდა ჯიღაურას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი - ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, რომელმაც კურსდამთავრებულებს ეს მნიშვნელოვანი დღე და წარმატება მიულოცა და ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ბაზა - გამორჩეული სივრცე, რომელმაც Oxford Graduation Gala 2026-ს უმასპინძლა.

🔹საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი კურსდამთავრებულთა ფიცის დადება იყო. სიმბოლური, ტრადიციული აქტი, რომელიც ცოდნის, პასუხისმგებლობისა და ლიდერობის ღირებულებებისადმი ერთგულებას გამოხატავს.

🔹დღის კულმინაციად კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია იქცა. მომენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თითოეული მოსწავლის შრომას, განვითარებასა და მიღწეულ წარმატებას.

🔹Oxford Graduation Gala 2026 გახდა ღირსშესანიშნავი დღე, რომელმაც აღნიშნა კურსდამთავრებულთა მიღწევები, მათი შრომა და ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს საღამო კიდევ ერთხელ იქცა განათლების, ლიდერობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სივრცედ, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი წარმატება იმ ადამიანებთან ერთად იზეიმეს, რომლებმაც მათი განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

🚀ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებით, ცოდნითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე მომავალს.

✨წლის ყველაზე გამორჩეულ საღამომდე სულ ცოტა დრო რჩება. მზად ხარ ისტორიის ნაწილად იქცე? 🎓ამ განსაკუთრებული დღისთვის საქართ...
18/06/2026

✨წლის ყველაზე გამორჩეულ საღამომდე სულ ცოტა დრო რჩება. მზად ხარ ისტორიის ნაწილად იქცე? 🎓
ამ განსაკუთრებული დღისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვლენ ოქსფორდის წარმომადგენლები🇬🇧

08/06/2026

🇬🇧Oxford School Georgia ქართველ მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ ოქსფორდში, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, შეხვდნენ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გაეცნონ განსხვავებულ კულტურებს.

პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

🔭საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს - მედიცინა, ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები;

🔎სოციალურ მეცნიერებებს - ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი, ფსიქოლოგია და მეწარმეობა;

📚ჰუმანიტარულ მეცნიერებებს - მსოფლიო ისტორიას, ინგლისურ ლიტერატურას, ფილოსოფიას, კლასიკურ მეცნიერებებსა და შემოქმედებით წერას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ელოდებათ:

🎒ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯებისა და ფაკულტეტების ტური;
🔥ტრადიციული Oxford Formal Dinner ისტორიულ გარემოში;
🚣🏽Punting - ოქსფორდის ცნობილი ნავებით გასეირნება;
🎨მუზეუმების მონახულება, კინოს საღამოები, სპორტული აქტივობები და პიკნიკები;
🔹მრავალფეროვანი საერთაშორისო გარემო და ახალი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

🛌მონაწილეები განთავსდებიან ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯების კამპუსში, სადაც მათ ელოდებათ კომფორტული საცხოვრებელი გარემო, უსაფრთხო სივრცე და სტუდენტურ გამოცდილებაზე მორგებული ატმოსფერო.

✅პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიურ განვითარებაზე, არამედ ლიდერული უნარების, დამოუკიდებლობისა და გლობალური ხედვის გაძლიერებაზე.

📍ლოკაცია: ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი
⌛️თარიღები: 19 ივლისი - 31 ივლისი, 2026
👥ასაკი: 13–18 | 18–25
ღირებულება შეადგენს: 5500 ფუნტს
ხელმისაწვდომია 1000 ფუნტიანი თანადაფინანსება

ℹ️დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.gle/2CjS1EAdMHEh6xAM7

Address

Tbilisi
London

Opening Hours

Monday 11am - 6pm
Tuesday 11am - 6pm
Wednesday 11am - 6pm
Thursday 11am - 6pm
Friday 11am - 6pm

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Oxford School • Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share