13/03/2026
🔹აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ახალგაზრდული სამშვიდობო კონცეფცია თანაცხოვრების კულტურის განმტკიცებისთვის“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა 12 მარტს. პროექტი განხორციელდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოპოვებული გრანტის მხარდაჭერით, ხოლო დასკვნით ღონისძიებას პატარკაციშვილის სასახლეში უმასპინძლა გუდავაძე–პატარკაციშვილის ფონდმა.
🔹პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კონტექსტში მშვიდობის მშენებლობის პროცესში და თანაცხოვრების კულტურის გაძლიერებას. პროექტში მონაწილეობდა 45 სტუდენტი, რომლებმაც სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ფარგლებში შეისწავლეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის თანამედროვე მიდგომები, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი და საერთაშორისო გამოცდილება მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.
🔹მიღებული ცოდნისა და ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებმა შეიმუშავეს ახალგაზრდული სამშვიდობო კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ქართულ- აფხაზურ ურთიერთობების თემატიკასთან დაკავშირებულ ახალგაზრდული სამშვიდობო საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს.
🔹დასკვნითი შეხვედრა მოიცავდა კონცეფციის წარდგენას, ექსპერტებისა და მონაწილე ახალგაზრდების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, უკუკავშირის განხილვასა და რეკომენდაციების მიღებას. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს მიეცათ საშუალება გაეცნოთ პროექტის პროცესი, მიღწევები და მომავალი გეგმები, ხოლო საინფორმაციო-შემეცნებითმა ტურმა სასახლეში ღონისძიებას დამატებითი კულტურული მნიშვნელობა შესძინა.
🔹ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენისა და საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატის უფროსი შერმადინ შარია, აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ანდრო ბიწაძე, ქართველთა და აფხაზთა საზოგადოება-ერთობა ხვალისთვის თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარტის წევრი, ქართველთა და აფხაზთა საზოგადოება - ერთობა ხვალისთვის თავდმჯომარის მოადგილე შორენა ახალაია, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ლაზბა, გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის თავმჯდომარე ზურაბ კერვალიშვილი და ფონდის წარმომადგენელი მაია ჩიტაშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძე და პროფესორი მაკა ბერიძე.
🔹პროექტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ახალგაზრდებს აქვთ როგორც სურვილი, ასევე შესაძლებლობა გახდნენ დიალოგის, ნდობისა და თანამშრომლობის პროცესის აქტიური მონაწილეები. შემუშავებული ახალგაზრდული სამშვიდობო კონცეფცია მომავალში მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ახალგაზრდული ინიციატივების განვითარებისა და სამშვიდობო საქმიანობის გაძლიერებისთვის.
#ახალგაზრდულისამშვიდობოკონცეფცია
#მესხიახალგაზრდებიერთობისთვის
#აფხაზურიცენტრი
#ერთობა