22/02/2026
For English scroll down
#ბსუ #ჟანმონე #ზამთრისსკოლა 🇬🇪🇪🇺
🔹️2026 წლის 17-21 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ ჩატარდა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ჟან მონეს პროგრამის შესახებ ისაუბრეს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ.
🔹️ზამთრის სკოლა ტარდება „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება 2023 წლიდან. მოდული მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
🔹️ჟან მონეს ზამთრის სკოლა ბსუ-ში ყოველ წელს ტარდება. 2026 წელს ზამთრის სკოლაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 სტუდენტი. ხუთდღიანი ზამთრის სკოლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწერიანების პროცესის შესახებ და პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები), საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან, სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და სხვა.
🔹️სტუდენტებს ზამთრის სკოლის პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად ჟან მონეს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.
🔹️On February 17-21, 2026, the Winter School “Political Criteria for EU Membership and Europeanization” was held at the Batumi S***a Rustaveli State University. The participants were welcomed and spoke about the Jean Monnet Program by the Head of the Department of Strategic Development and International Relations of BSU, Professor Marina Giorgadze, Dean of Faculty of Law and Social Sciences, professor Levan Jakeli and the Jean Monnet Chair, coordinator of the Jean Monnet Module, Professor Malkhaz Nakashidze.
🔹️The Winter School is funded by the “Erasmus+” program, within the framework of the Jean Monnet Module “Political Criteria for EU Membership and Europeanization of Georgia, Moldova and Ukraine”, which has been implemented at the Faculty of Law and Social Sciences since 2023. The Jean Monnet Module aims to promote excellence in teaching and research in the field of European Union studies.
🔹️The Jean Monnet Winter School is held annually at BSU. In 2026, 20 students from various Georgian universities participated in the Winter School. The five-day Winter School aims to provide students with basic knowledge about the process of accession to the European Union, and the program will pay special attention to such topics as: the history of EU enlargement, the Copenhagen criteria (political criteria), the Association Agreements of Georgia, Ukraine, Moldova with the EU, legal and political reforms, the ten most common myths about the European Union, Russian propaganda against European integration, and others.
🔹️Students were awarded Jean Monnet International Certificates upon successful completion of the Winter School program.