სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი / B S U

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი / B S U

სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი / B S U მისამართი: რუსთაველის ქ #32, ბსუ II - კორპუსი I -სართული

🏆 ბსუ ჩემპიონია! 🇬🇪⚽🔥 ისტორიული გამარჯვება საქართველოს უნივერსიადა 2026-ზე!🏆 დაძაბული, საინტერესო და ემოციური ჩემპიონატი...
18/06/2026

🏆 ბსუ ჩემპიონია! 🇬🇪⚽

🔥 ისტორიული გამარჯვება საქართველოს უნივერსიადა 2026-ზე!

🏆 დაძაბული, საინტერესო და ემოციური ჩემპიონატის შემდეგ, ფუტსალის I ლიგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრიუმფით დასრულდა! 🥇🔥

✊ ჩვენმა ბიჭებმა მოედანზე მაქსიმუმი გაიღეს, ნამდვილი გუნდური სულისკვეთება აჩვენეს და დამსახურებულად მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული!

გუნდის წევრებს და სრულიად ბსუ-ს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას! 🎉

🔹საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ორგანიზატორია საქართველოს სპორტის სამინისტრო და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია/University sports federation of Georgia

#ბსუ #ფუტსალი #უნივერსიადა2026 #ბსუიგებს

🎉🎭 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U-ში თეატრალური კვირეული სრულდება!📌 ხვალ, 1️⃣8️⃣ ივნისს, 1️⃣8️⃣...
17/06/2026

🎉🎭 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U-ში თეატრალური კვირეული სრულდება!

📌 ხვალ, 1️⃣8️⃣ ივნისს, 1️⃣8️⃣:0️⃣0️⃣ საათზე, 📍ბსუ-ს სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი “სხვენი” გამართავს სპეკტაკლს - 🎭 ვთამაშობთ სამანიშვილს

🔹დამდგმელი რეჟისორი - გიორგი გომურაშვილი;
🔹მხატვარი - ზურა ბალანჩივაძე;

#თეატრი #სამანიშვილი #ბსუ #სხვენი

🌿 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - ,,აჭარის ჰერპ...
17/06/2026

🌿 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - ,,აჭარის ჰერპეტოფაუნის კვლევა“ შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

🔹 ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

🔹 პროექტის ხელმძღვანელია ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულეტეტის პირველი კურსის სტუდენტი ალექსანდრე ხახვა. პროექტის ფარგლებში მტირალასა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ჩატარდა საველე ექსპედიციები, განხორციელდა აჭარის ჰერპეტოფაუნის სახეობების მოძიება, შესწავლა და იდენტიფიცირება. მონაწილეებმა პრაქტიკულად შეისწავლეს უსაფრთხოების, პირველადი დახმარებისა და ჰერპეტოლოგიური კვლევის საბაზისო მეთოდები. ასევე გაიმართა ვორქშოფები სკოლებში და მომზადდა საინფორმაციო ბროშურა ქვეწარმავლების ეკოლოგიური მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

🔹 შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ პროექტში ჩართული სკოლა „ევრო-2000“-ის, სკოლა „თაობის“, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ასევე, პროექტის ხელმძღვანელი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე ხახვა, დოქტორანტი მარიამ რომანაძე, ეკოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტები და „საქართველოს წითელი ჯვრის“ პირველადი დახმარების ლიდერ-მოხალისე გიორგი მორთულაძე.

🔹 პროექტმა ხელი შეუწყო აჭარის სკოლებში ჰერპეტოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჰერპეტოფობიის (ქვეწარმავლების შიშის) დაძლევასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საველე ექსპედიციებმა.

#ბსუ

🎓📣 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის შედეგები ცნობილია!💫 სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში საპრიზო ადგილი სულ 24-მა სტუდ...
17/06/2026

🎓📣 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის შედეგები ცნობილია!

💫 სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში საპრიზო ადგილი სულ 24-მა სტუდენტმა დაიკავა.

🔹 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია 12–13 ივნისს, 24 სექციის მიმართულებით გაიმართა.

📚🎯 კონფერენციის მიზანია ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება.

🔹 ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა შეაფასეს.

📚📘 კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.

🔹 ვულოცავთ თითოეულ სტუდენტს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს! 😊🩵

#სამეცნიეროკონფერენცია #ბსუ #სტუდენტთასამეცნიეროსაზოგადოება

⚽️ ფინალი ✊🏻⚽️17 ივნისი / 13:00 საათიბსუ 🆚 თავისუფალი-აგრარული
16/06/2026

⚽️ ფინალი ✊🏻⚽️

17 ივნისი / 13:00 საათი

ბსუ 🆚 თავისუფალი-აგრარული

🏆 საქართველოს უნივერსიადა 2026

⚽ ფუტსალი | I ლიგა

✅ ნახევარფინალური ეტაპი დასრულდა!

გუნდებმა საინტერესო და დაძაბული მატჩები შემოგვთავაზეს, რის შედეგადაც ფინალისტების ვინაობა გაირკვა.

👏 გილოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილე გუნდს!

🏁 წინ — ფინალი!

#საქართველოსუნივერსიადა2026 #ფუტსალი #ნახევარფინალი #ფინალი #უნივერსიადა2026 ⚽🏆🔥

16/06/2026
📢 სტუდენტთა საყურადღებოდ!აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ახალგაზრდებში აფხაზეთის ს...
16/06/2026

📢 სტუდენტთა საყურადღებოდ!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის გაზრდისა და თემის პოპულარიზაციის მიზნით, ახორციელებს ქვეპროგრამას „სტიპენდიები“.

ქვეპროგრამის ფარგლებში გაიცემა შემდეგი სახელობითი სტიპენდიები:

🔹 აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია;
🔹 დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია;
🔹 ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია;
🔹 აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია.

📅 კანდიდატთა განაცხადების წარმოდგენის ვადა ყველა ზემოაღნიშნულ სტიპენდიაზე განსაზღვრულია:

2026 წლის 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

სტიპენდიის მისანიჭებლად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და პირობები მოცემულია თანდართულ დადგენილებებში.

🔹 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე სიახლეების ველში: https://portal.bsu.edu.ge/Page/3312/index.html

#სტიპენდიები #აფხაზეთი #სტუდენტები

16/06/2026

ამხანაგური მატჩი! 🔥⚽️

🔍 ვაკანსია: არქეოლოგიური ექსპედიცია გონიო-აფსაროსში! 🏛️✨🔍 გსურს გახდე დიდი აღმოჩენების ნაწილი? 🧐 გონიო-აფსაროსის არქეოლო...
15/06/2026

🔍 ვაკანსია: არქეოლოგიური ექსპედიცია გონიო-აფსაროსში! 🏛️✨

🔍 გსურს გახდე დიდი აღმოჩენების ნაწილი? 🧐 გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ექსპედიცია იწვევს დაინტერესებულ პირებს სამუშაოდ! 🛠️🏺

🗓️ ექსპედიცია დაიწყება 20 ივნისს.
⏳ სამუშაო ხანგრძლივობა 40 დღე☀️☁️.
⏰ სამუშაო დრო: დილის 08:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე🕒.

📌 ინფორმაცია ვრცლად იხილეთ, ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე > დასაქმების ველში! portal.bsu.edu.ge

Address

საქართველო
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 06:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577177029

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი / B S U posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი / B S U:

Share