ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U მისამართი: ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ელ.ფოსტა: [email protected]
Address: Batumi. Ninoshvili/Rustaveli str. 35/32
E-Mail: [email protected]
(408)

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 88-წლიანი ისტორიის მქონე განათლებისა და მეცნიერების ცენტრია. უნივერსიტეტი ახორციელებს 130 აკრედიტებულ პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულება აერთიანებს 7 ფაკულტეტს: ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების, იურიდიული და სოციალ

ურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ტექნოლოგიურ, ტურიზმის და ჰუმანიტარულ ფაკულტეტს.

მის შემადგენლობაშია ასევე სამი კვლევითი ინსტიტუტი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის 200-მდე წამყვან უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან. მონაწილეობს ევროკავშირისა და აშშ-ის გაცვლით პროგრამებში (,,ERASMUS +”, ,,HORIZON 2020”, ,,FULBRIGHT”, ,,TEMPUS” და ა.შ.) ჩართულია ერთობლივ სასწავლო-სამეცნიერო პროექტებში. Batumi Shota Rustaveli State University with its 85 year-long history is a very important centre of education and science.The university implements 130 accredited vocational, BA, MA and PHD educational programmes with approximately 7000 students in total. The higher educational institution unifies 7 faculties: Humanities, Exact Sciences and Education, Economics and Business, Law and Social Sciences, Natural Sciences and Healthcare, Technological, Tourism;

Batumi Shota Rustaveli State University operates three research centres. Batumi Shota Rustaveli State University collaborates with almost 200 flagship universities and research centres nationally and internationally. The university participates in the EU and US exchange programmes (,,ERASMUS +” ,,HORIZON 2020” ,,FULBRIGHT” ,,TEMPUS” etc.) and cooperates in the joint educational and research projects.

◾ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ყოფილი რექტორის, პროფესორის, აღიარებუ...
06/06/2026

◾ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ყოფილი რექტორის, პროფესორის, აღიარებული მათემატიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ქართული მათემატიკური სკოლის ღირსეული წევრის, გეომეტრიული ტოპოლოგიის ცნობილი მკვლევრის, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მრავალი თაობის აღმზრდელის ვლადიმერ ბალაძის გარდაცვალების გამო.

ათწლეულების განმავლობაში პროფესორი ვლადიმერ ბალაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, მისი ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა გეომეტრიული ტოპოლოგიის სამეცნიერო სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც წარმატებით აგრძელებენ კვლევებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

იგი გახლდათ 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, 50-მდე საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე, 15-მდე საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორი, 5 საგრანტო პროექტის ინიციატორი, კოორდინატორი და შემსრულებელი, გამოცემული აქვს ორი და გამოსაცემად მომზადებული ერთი სახელმძღვანელო, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 6 სადოქტორო დისერტაცია.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე დაიბადა 1952 წელს, ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ქართული აბსტრაქტული მათემატიკური სკოლის განვითარებასთან. პროფესორ ვლადიმერ ბალაძის კვლევები მოიცავდა ტოპოლოგიის როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მიმართულებებს - განზომილების, ჰომოლოგიის, ჰომოტოპიის, რეტრაქტების, შეიპებისა და კატეგორიათა თეორიებს. იგი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში.

პროფესორ ვლადიმერ ბალაძის სახელს უკავშირდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარის „გეომეტრიული ტოპოლოგია და გამოყენებანი“ დაარსება და ახალგაზრდა მეცნიერთა არაერთი თაობის აღზრდა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ექვსი სადოქტორო დისერტაცია. ბატონი ვლადიმერის გამოკვლევები და იდეები გახდა არაერთი მათემატიკოსის შრომების საფუძველი და სამეცნიერო საქმიანობის სტიმული.

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, იგი გამორჩეული პედაგოგი და ორგანიზატორი იყო. 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა აკადემიური კარიერის ყველა საფეხური, ხოლო 1991 წლიდან ბათუმის უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდა.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე 2005-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო აკადემიურ დარგში რექტორის მოადგილედ, ხოლო 2006-2007 წლებში რექტორად, 2008 წლიდან იყო მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბატონი ვლადიმერისა და მისი კოლეგების აქტიური მონაწილეობითა და ძალისხმევით მათემატიკის დეპარტამენტი გადაიქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მათემატიკურ ცენტრად. იგი მუდმივად ინარჩუნებს სამეცნიერო კონტაქტებს ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის მათემატიკურ ცენტრებთან და საზოგადოებებთან. არის მრავალი საერთაშორისო მათემატიკური ფორუმის ორგანიზატორი. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტში შექმნილმა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისმა, სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა ექსპერტთა აღიარება და მხარდაჭერა.

პროფესორი ვლადიმერ ბალაძე სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ფართო ერუდიციით, კოლეგებისა და სტუდენტებისადმი კეთილგანწყობითა და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით. ვლადიმერ ბალაძეს სიცოცხლეშივე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და აღიარება, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ღირსეული ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

ბატონი ვლადიმერ ბალაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სტუდენტებს, კოლეგებსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას.

🌏🌊🌿 გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ MACRO CLEAN-ის ფარგლებში ზღვის ს...
05/06/2026

🌏🌊🌿 გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ MACRO CLEAN-ის ფარგლებში ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს 100-ზე მეტმა სტუდენტმა და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

📍 დასუფთავების ტერიტორიად შეირჩა ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ზღვის სანაპირო, სადაც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ეკოსისტემის დაცვის ხელშეწყობის მიზნით მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა. მათ, შორის:

🌊 ზღვის სანაპიროს დასუფთავება - სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების პირველ ნახევარში დაასუფთავეს ზღვის სანაპირო

🤿 მოწვეული მყვინთავების ჩართულობით ზღვაში არსებული ნარჩენების შეგროვება

🌏🌊 მოწვეულმა სპიკერებმა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა აქციაში მონაწილე სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ზღვის დაბინძურების საკითხების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ. ასევე ჩატარდა ვიქტორინა აღნიშნულ საკითხებზე

🎨 არტ-დიზაინერების ჩართულობით სანაპიროზე შეგროვებული ნარჩენებისგან გაკეთდა არტ-ინსტალაციები, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები.

🌏🌱 საერთაშორისო პროექტ MACRO CLEAN-ის ფარგლებში მომავალშიც არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა ტრენინგების ციკლი სტუდენტების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რაც გარემოს დაცვის საკითხებზე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

👦👧 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა N17 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.📚💡 ბსუ-ს რექტო...
05/06/2026

👦👧 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა N17 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

📚💡 ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, თამარ სირაძემ, მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნო. შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა ბიბლიოთეკა, საუნივერსიტეტო სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს გაეცნენ.

#ბსუ

04/06/2026

🎯 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასშტაბური ,,დასაქმების ფორუმი“ გაიმართა.

🎯🚀 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასშტაბური ,,დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. ფორუმზე რეგიონში მოქმედი 8...
04/06/2026

🎯🚀 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასშტაბური ,,დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. ფორუმზე რეგიონში მოქმედი 80-მდე კომპანია 300-ზე მეტი ვაკანსიით და 2000-მდე სამუშაო ადგილით იყო წარმოდგენილი.

🔹 ფორუმი ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გახსნეს.

💼 ფორუმი მიზნად ისახავდა შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევას და სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლების, ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობას.

💡 სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი კვალიფიკაციისა და დასაქმების სასურველი ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგილზე შეერჩიათ პოზიციები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.
ფორუმის მონაწილეებმა, უშუალოდ დამსაქმებლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.

🔹 ფორუმი წარმოადგენს ხელსაყრელ პლატფორმას დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან მიახლოებას და მათ განხორციელებაში დამსაქმებელთა ჩართულობის გაძლიერებას.

🔹 ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და აჭარის დასაქმების სააგენტოსა ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

#ბსუ #დასაქმებისფორუმი2026

04/06/2026

💼🤝 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასშტაბური ,,დასაქმების ფორუმი“ გაიმართა.

📣 დღეს, 4 ივნისს, 13:00 საათიდან გელოდებით ,,დასაქმების ფორუმის" მასშტაბურ ღონისძიებაზე. 📍 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელ...
04/06/2026

📣 დღეს, 4 ივნისს, 13:00 საათიდან გელოდებით ,,დასაქმების ფორუმის" მასშტაბურ ღონისძიებაზე.

📍 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო

❓ ეძებ სამსახურს, სტაჟირებას ან კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობას?

მოდი ,,დასაქმების ფორუმი 2026''-ზე, სადაც:
✅ დაგხვდება 80-მდე დამსაქმებელი კომპანია;

✅ წარმოდგენილი იქნება 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სხვადასხვა სფეროდან;

✅ გექნება შესაძლებლობა პირისპირ შეხვდე დამსაქმებლებს;

✅ წარადგინო საკუთარი გამოცდილება და უნარები;

✅ გაეცნო დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და შესაძლებლობებს.

ეს არის სივრცე, სადაც ერთი შეხვედრა შეიძლება შენი მომავალი კარიერის დასაწყისი გახდეს!

👉 მოდი, გაეცანი, დასაქმდი!

ℹ️ ღონისძიება ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიის, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით.

#დასაქმებისფორუმი2026 #დასაქმება #კარიერა #ვაკანსიები #ბათუმი

🔵 ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გასვლითი სხდომა ქობულეთში, უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში გაი...
03/06/2026

🔵 ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გასვლითი სხდომა ქობულეთში, უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში გაიმართა.

🔹 საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. აკადემიური საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ფაკულტეტების დეკანები და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ, მონაწილეები გაეცნენ ინსტიტუტის საქმიანობას, მიმდინარე სამეცნიერო პროექტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას.

🔹 გასვლითი სხდომა ბსუ-ს რექტორის, ტიტე აროშიძე ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული ფორმატი უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უკავშირდება, რომელიც კვლევითი ინსტიტუტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების უფრო მჭიდრო ინტეგრაციას, სწავლებისა და კვლევის კავშირის გაძლიერებას ითვალისწინებს.

🌏🌊🌿 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN-ის ფარგლებში, დ...
03/06/2026

🌏🌊🌿 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN-ის ფარგლებში, დაგეგმილია ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

📍 ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ტიპის ღონისძიებები:

🔹 ზღვის სანაპიროს დასუფთავება

🔹 ზღვაში არსებული ნარჩენების მოგროვება (მყვინთავების მეშვეობით)

🔹ზღვის დაბინძურების საკითხების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ მოწვეული სპიკერების მიერ მოხდება ინფორმაციის მიწოდება აქციაში მონაწილე სტუდენტების და მოსწავლეებისთვის

🔹 ღონისძიებაზე ასევე გათვალისწინებულია არტ-დიზაინერების ჩართულობაც, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად შექმნიან კრეატიულ არტ დიზაინს პლიაჟზე/ზღვაზე შეგროვებული ნარჩენებისგან.

📆 თარიღი - 5 ივნისი

📍 ადგილი - აეროპორტის მიმდებარე ზღვის სანაპირო

📞 საკონტაქტო ინფორმაცია - 577 14 54 20 / 599 48 21 81

🔵 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი ფსიქოლოგისა და მეცნიერის, მომავალი თაობე...
02/06/2026

🔵 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი ფსიქოლოგისა და მეცნიერის, მომავალი თაობების აღმზრდელის, ნოდარ ბარამიძის 80 წლის იუბილე აღინიშნა.

🔹 საიუბილეო სხდომაზე ნოდარ ბარამიძეს იუბილე მიულოცა, მის ღვაწლზე ისაუბრა და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური საქმიანობისა და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ. მეცნიერის დამსახურებაზე ისაუბრეს ასევე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ბერიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

🔹ღონისძიებაზე აღინიშნა პროფესორ ნოდარ ბარამიძის განსაკუთრებული წვლილი ფსიქოლოგიის დარგის განვითარებაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდა თაობების აღზრდაში.

🔹 პროფესორი ნოდარ ბარამიძე 14 წიგნის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და არაერთი პუბლიკაციის ავტორია. მისი კვლევები ასაკობრივი და ნებისყოფის ფსიქოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ სამეცნიერო სივრცეში.

Address

Ninoshvili Str . 35
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U:

Share