Batumi High Maritime Engineering School ANRI, LLC

Batumi High Maritime Engineering School ANRI, LLC #განათლებაარისგანვითარება!

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, ისწრაფვის საზღვაო დარგებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული თანამედროვე ცოდნის გავრცელებისაკენ.
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრ

ი მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.
ამ მიზნით იგი საზღვაო-სავაჭრო ფლოტისა და საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებას, რომელიც განხორციელდება სწავლებით, სტუდენტთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ჰარმონიული გარემოს შექმნით და ავითარებს საკუთარ პოტენციალს. ამით სასწავლებელი ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ხედვაა, სასწავლებელი ჩამოყალიბდეს სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ, კონკურენტუნარიან, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად და საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრიის სფეროში ხელმისაწვდომ პროფესიულ სასწავლებლად, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტი სწავლების პრინციპს და სწავლებისა და დარგობრივი გამოყენებითი კვლევების ინტეგრირებას.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის თავის საქმიანობას აფუძნებს შემდეგ ღირებულებებზე:

სამართლიანობა;
ჰუმანურობა;
ტოლერანტობა;
თანაბარი შესაძლებლობები;
მრავალფეროვნება;
თავისუფლება და პასუხისმგებლობა;
კეთილსინდისიერება;
აკადემიური თავისუფლება;
ღიაობა და გამჭირვალეობა;
განვითარებაზე ორიენტირებულობა

20/08/2026

გილოცავთ! 🎊✨💜

🎯 დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ! ℹ️ მიმდინარეობს რეგისტრაცია პროგრამაზე: "გემის პერსონალის წევრის გადამზადება / Train...
19/08/2026

🎯 დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
ℹ️ მიმდინარეობს რეგისტრაცია პროგრამაზე: "გემის პერსონალის წევრის გადამზადება / Training of Ship’s personnel".
🔷პროგრამა აღიარებულია სსიპ-საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
🛳️ პროგრამა განკუთვნილია გემის პერსონალის წევრებისთვის, რომლებიც გემზე დასაქმებულია სხვადასხვა პოზიციაზე და უწევენ მომსახურებას გემის ეკიპაჟის წევრებს და მგზავრებს.
⏰პროგრამის ხანგრძლივობა: 85 სთ.
👨‍💻პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ: https://www.mtc-anri.edu.ge/?do=registration
📍ასევე მისამართზე: ქ. ბათუმი, დ.მამულაძის 29
📞 დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:+995 579 23 44 99

#ხარისხზედაგანვითარებაზეორიენტირებულიწვრთნა

19/08/2026
🏠 ბუსსს ანრი პროფესიულ სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს სთავაზობს.საქართველოს სხვა რეგიონებიდან ან საზღვარგარეთიდან ჩამოსუ...
14/08/2026

🏠 ბუსსს ანრი პროფესიულ სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს სთავაზობს.

საქართველოს სხვა რეგიონებიდან ან საზღვარგარეთიდან ჩამოსული პროფესიული სტუდენტებისათვის ბუსსს ანრის საერთო საცხოვრებელია ხელმისაწვდომი.

საერთო საცხოვრებლის ოთახები მოწყობილია საჭირო ავეჯით, თითოეულ ოთახს აქვს სველი წერტილი და საშხაპე.
ასევე ხელმისაწვდომია Wi-Fi.

📍 ისწავლე ბუსსს ანრიში და ისარგებლე პროფესიული სტუდენტებისათვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლით.

#ბუსსსანრი

#პროფესიულიგანათლება

🎯სასიამოვნო შეთავაზება მეზღვაურთა საყურადღებოდ!🔗მეზღვაურებს ეძლევათ შესაძლებლობა ელექტრონულად დარეგისტრირდნენ საწვრთნელ ...
14/08/2026

🎯სასიამოვნო შეთავაზება მეზღვაურთა საყურადღებოდ!
🔗მეზღვაურებს ეძლევათ შესაძლებლობა ელექტრონულად დარეგისტრირდნენ საწვრთნელ კურსებზე შემდეგ ბმულზე გადასვლით ↩️
https://www.mtc-anri.edu.ge/?lang=ge&do=registration

🎯აირჩიეთ ხარისხიანი წვრთნა!
🔗დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს
🌐https://www.mtc-anri.edu.ge და დაგვიკავშირდით:
[email protected]
📍ქ.ბათუმი, დავით მამულაძის 29
#ხარისხზედაგანვითარებაზეორიენტირებულიწვრთნა
ℹმეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი:
☎+995 579 23 44 99

#ბუსსსანრი

🎯ა/წ 13 და 14 აგვისტოს ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე დაესწრო შ...
14/08/2026

🎯ა/წ 13 და 14 აგვისტოს ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე დაესწრო შიდა აუდიტის ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდა საკლასიფიკაციო საზოგადოება DNV-ის ტრენერი, ანდრეს კალდა.
♻️ მადლობას ვუხდით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ტრენინგის ორგანიზებისა და ჩვენი სასწავლებლის ხარისხის სამსახურის წარმომადგენლის მიწვევისათვის.

#ბუსსსანრი

13/08/2026

📢საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის განცხადება
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო მუშაობს პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის კონცეფციაზე და უკვე მომზადებულია კონცეფციის პირველი ვერსია.
პროფესიულ განათლებას საქართველოში ცვლილებები და განვითარება ნამდვილად სჭირდება. რეფორმა ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცვლება შრომის ბაზარი, ტექნოლოგიები, ეკონომიკის მოთხოვნები და თავად განათლების მიმართ მოლოდინები.
ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ახალი ეტაპის დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ის მიღწევები, გამოცდილება და ინსტიტუციური ცოდნა, რომელიც ქართულმა პროფესიულმა განათლებამ წლების განმავლობაში დააგროვა.
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ყოველთვის იყო პარტნიორობა — სახელმწიფოს, საჯარო და კერძო კოლეჯების, დამსაქმებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა.
სწორედ ამ მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, პროფესიული განათლების რეფორმების აქტიური განხორციელების წლებში საქართველოს გამოცდილება არაერთ საერთაშორისო ფორმატში წარმატებულ და საინტერესო პრაქტიკად წარმოჩენილიყო.
ამ პროცესში კერძო კოლეჯებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი.
საჯარო და კერძო კოლეჯები ერთმანეთის კონკურენტები არ არიან — ჩვენ ერთი პროფესიული განათლების სისტემის პარტნიორები ვართ. ჩვენი საერთო მიზანია, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს მივცეთ ხარისხიანი განათლება, პროფესია და რეალური შესაძლებლობა დასაქმებისა და განვითარებისათვის.
კერძო სექტორს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი — მოქნილობა, დამსაქმებლებთან თანამშრომლობის გამოცდილება, ინოვაციების სწრაფად დანერგვის შესაძლებლობა და შრომის ბაზრის საჭიროებებზე რეაგირების უნარი. ვფიქრობ, ახალი რეფორმის დაგეგმვისას ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.
იმედი გვაქვს, პროფესიული განათლების მორიგი რეფორმა იქნება არა უკვე მიღწეულის უარყოფა ან თავიდან დაწყება, არამედ წინა რეფორმების ლოგიკური გაგრძელება — მათი საუკეთესო შედეგების შენარჩუნებით, გამოცდილების გააზრებით და სისტემის განვითარების ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლით.
ამისთვის კი აუცილებელია ღია დიალოგი და ფართო ჩართულობა.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია მზად არის თანამშრომლობისთვის, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და რეფორმის კონცეფციის განხილვასა და დახვეწაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი შეთავაზება მარტივია — მეტი დიალოგი, მეტი პარტნიორობა და მეტი ჩართულობა.
რადგან პროფესიული განათლების წარმატება რომელიმე ერთი ინსტიტუციის ან სექტორის წარმატება არ არის — ეს ჩვენი ქვეყნის საერთო წარმატებაა.

🎯ბუსსს ანრის კურსდამთავრებულთა და დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ! ♻ შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/qmtcaqsswsfh6YHy7...
12/08/2026

🎯ბუსსს ანრის კურსდამთავრებულთა და დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
♻ შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/qmtcaqsswsfh6YHy7
ან
🌀გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე:
📧 [email protected]
დაუკავშირდით:
📞‪‪+995 568 95 29 29‬‬
📍მემედ აბაშიძის გამზირი, №1, ბათუმი
https://maps.app.goo.gl/XX46E5Fwwv2soy4C8‬

#კარიერულიგანვითარება
#ბუსსსანრი

❗ASAP❗

⭕ აუცილებელია გამოცდილება ტანკერზე

✈️ არ გამოტოვოთ განახლებული ვაკანსიები, შემოგვიერთდით Telegram-
ზე https://t.me/lomasmaritime

✅ შეავსეთ განახლებული ფორმა: https://forms.gle/qmtcaqsswsfh6YHy7

ეწვიეთ ჩვენს ოფისს:
📍 მემედ აბაშიძის გამზირი, №1, ბათუმი
🔎 https://maps.app.goo.gl/XX46E5Fwwv2soy4C8

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995 568 95 29 29
📧 [email protected]
🌐 https://lomasmaritime.com

Address

დავით მამულაძის ქუჩა N29 ს/ნ 245539403
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:30
Wednesday 09:00 - 17:30
Thursday 09:00 - 17:30
Friday 09:00 - 17:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Batumi High Maritime Engineering School ANRI, LLC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to Batumi High Maritime Engineering School ANRI, LLC:

Shortcuts

Share