კოლეჯი ბლექსი

კოლეჯი ბლექსი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კოლეჯი ბლექსი, ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ N92ა, Batumi.

ბლექსელები საკონდიტრო ხელოვნების „მექაში“ École Ducasse 🌞კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული განათლების მასწავლებლები -ნათია მესხ...
20/08/2026

ბლექსელები საკონდიტრო ხელოვნების „მექაში“ École Ducasse 🌞

კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული განათლების მასწავლებლები -ნათია მესხორაძე და ლანა ჯალაღონია საფრანგეთში, ქალაქ ისინჟოში მდებარე ეკოლ დუკასის École Ducasse საკონდიტრო ხელოვნების ეროვნულ სკოლაში (École Ducasse – École Nationale Supérieure de Pâtisserie - ENSP) დაგეგმილ 1-კვირიან სასწავლო კურსში იღებდნენ მონაწილეობას.

ეკოლ დუკასი (École Ducasse) — კონდიტერიისა და კულინარიული ხელოვნების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ელიტური და ავტორიტეტული სასწავლებელია.

შესარჩევი კონკურსი „საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო ვიზიტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ იყო გამოცხადებული.

სასწავლო კურსმა ჩვენს პედაგოგებს საშუალებას მისცა, გაეცნბოდნენ საკონდიტრო სფეროს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და ფრანგული კულინარიული ხელოვნების საუკეთესო პრაქტიკას, რასაც შემდგომში სტუდენტების სწავლების პროცესში დანერგავენ.

#კოლეჯიბლექსი #პროფესიულიგანათლება #საერთაშორისოპროექტი #განათლებისსამინისტრო

კოლეჯ „ბლექსმა“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით კულინარიისა და კონდიტერიი...
19/08/2026

კოლეჯ „ბლექსმა“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით კულინარიისა და კონდიტერიის პროგრამებზე ავტორიზაცია ხელახლა, 6 წლის ვადით მოიპოვა!

✨ 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება - ისწავლე უფასოდ!

სიახლე! სწავლება განხორციელდება ინტეგრირებული მიდგომითაც!

სწავლა თანამედროვე სტანდარტებითა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებით.

📌რეგისტრაციის დასაწყისი: 2026 წლის სექტემბრის მეორე ნახევარი.

მოდულური-დულური პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ინტეგრირებული პროგრამის დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
👉 ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, რომ არ გამოგრჩეთ რეგისტრაციის დაწყება!

#კოლეჯიბლექსი #კულინარია #კონდიტერია #პროფესიულიგანათლება #უფასოსწავლა #მიაღწიეწარმატებას

კოლეჯ „ბლექსმა“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოიპოვა უფლება, ბათუმში გ...
19/08/2026

კოლეჯ „ბლექსმა“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოიპოვა უფლება, ბათუმში განახორციელოს შედუღების პროფესიული პროგრამა!

მეტი შესაძლებლობა, ახალი უნარები და გარანტირებული პროფესიული ზრდა

💰 100%-ით დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ

🎓 დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

📅 რეგისტრაციის დაწყების თარიღი: 2026 წლის სექტემბრის მეორე ნახევარი.

შესაძლებლობა დაეუფლო შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად ხელობას!

👉 მიადევნე თვალი ჩვენს გვერდს, რომ არ გამოგრჩეს რეგისტრაციის დაწყება!

#კოლეჯიბლექსი #შედუღება #პროფესიულიგანათლება #ბათუმი #უფასოსწავლა #განათლება

13/08/2026

კოლეჯ ,,ბლექსის’’ კონდიტრები საკონდიტრო ხელოვნების „მექაში“ École Ducasse არიან 🌞

საფრანგეთში, ქალაქ ისინჟოში 1-კვირიან სასწავლო კურსი დაიწყო.

სასწავლო ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კოლეჯ ,,ბლექსის’’ დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა სა...
12/08/2026

კოლეჯ ,,ბლექსის’’ დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომაში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობდა.

კოლეჯ „იბერიაში“ გამართულ სხდომაზე მონაწილეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და კოლეჯებში, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.

სხდომაზე საუბარი შეეხო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის საკითხებს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით რეგულარულად იმართება. საბჭოს ფორმატი პროფესიული განათლების სისტემაში არსებული საკითხების განხილვას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას ემსახურება.

კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი თენგო დოლიძე ავსტრიაში საერთაშორისო  Train-the-Trainer Programme პროგ...
10/08/2026

კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი თენგო დოლიძე ავსტრიაში საერთაშორისო Train-the-Trainer Programme პროგრამაში იღებს მონაწილეობას.

მასპინძელი ზალცბურგის ტურიზმის სკოლაა Tourism Schools Salzburg (ITH).

პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა. თენგო დოლიძემ პრეზენტაცია გამართა.

კოლეჯ ,,ბლექსისა“ შესახებ და ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის შესახებ.
ზალცბურგის ტურიზმის სკოლა 80-წლიანი გამოცდილების მქონე წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასწავლო ვიზიტი, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

პროგრამა ჩვენს პედაგოგს საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა და საერთაშორისო სტანდარტები კოლეჯ „ბლექსის“ სასწავლო გარემოში დანერგოს.

სასწავლო ვიზიტი განხორციელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

დიდება საქართველოს! #რუსეთიოკუპანტია  ჩვენ დავბრუნდებით!We are from GEORGIA and our country is occupied by Russia!
07/08/2026

დიდება საქართველოს!

#რუსეთიოკუპანტია ჩვენ დავბრუნდებით!

We are from GEORGIA and our country is occupied by Russia!

07/08/2026

მოემზადე საშემოდგომო რეგისტრაციისთვის- 20 აგვისტომდე შეავსე განაცხადი.
გვითხარი, რომ ჩვენთან გინდა- ისწავლე უფასოდ და დასაქმდი დროულად⏩️
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSesuKOQbgOpTQBIJ7NpRe-kfUwjkDfgsL-0qCYk43IxfPCi4A/viewform

საშემოდგომო რეგისტარციის დაწყებისას ჩვენ დაგიკავშირდებით 💙

ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა...
06/08/2026

ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კოლეგების წინაშე პრეზენტაციით წარდგა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი და პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აუდიტორიას მომხსენებლებმა გერმანიაში, ბონში BIBB-ში (გერმანიის პროფესიული განათლებისა და ტრენინგის ფედერალური ინსტიტუტი) გამართული შეხვედრების შესახებ მიწოდა ინფორმაცია. მათ შორის პროფესიული განათლების გერმანული მოდელებისა და სტანდარტებთან დაკავშირებით.

შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო BIBB-ის მიერ შექმნილი ციფრული პლატფორმის, Leando-ს გაცნობა.

Leando-ს კონცეფცია ეფუძნება პროფესიული განათლების პერსონალის ხუთ ყოველდღიურ საჭიროებას: ინფორმაციის მიღებას, პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებას, გამოცდების მეთოდურ მხარდაჭერას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და კოლეგებთან ქსელური თანამშრომლობას.

Leando არ არის უბრალოდ ვებგვერდი, სადაც პროფესიული განათლების შესახებ სხვადასხვა მასალაა განთავსებული. იგი წარმოადგენს პროფესიული განათლების პერსონალის მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას. ეს სისტემა ინსტრუქტორებს, პროფესიული სწავლების ორგანიზატორებსა და შემფასებლებს ერთ სივრცეში სთავაზობს სანდო ინფორმაციას, პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, გამოცდებთან დაკავშირებულ მეთოდურ მხარდაჭერასა და კოლეგებთან თანამშრომლობის ქსელს.

გერმანიაში ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. სასწავლო ვიზიტში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე პროფესიული სასწავლებლის დირექტორი იღებდა.

კოლეჯი ,,ბლექსი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. ⭕️განცხადების პერიოდი - 05.08.2026 - 31.08.2026🛑ვაკანსიით დაინტე...
06/08/2026

კოლეჯი ,,ბლექსი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
⭕️განცხადების პერიოდი - 05.08.2026 - 31.08.2026
🛑ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება (კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობა)
მუშაობის გამოცდილება: სასურველია პროფესიით ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით საიტზე:
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=741260
☎+995 422 24 77 50
📝[email protected]

Address

ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ N92ა
Batumi
6110

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422247750

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი ბლექსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to კოლეჯი ბლექსი:

Shortcuts

Share