ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University უზრუნველყავი შენი მომავალი, ისწავლე ჩვენთან🌊
(1)

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (ბნსუ) მდებარეობს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე და არის საზღვაო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. საქართველო საზღვაო განათლებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა. პირველი საზღვაო სასწავლებელი ბათუმში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე გაიხსნა. დღეს მეზღვაურებისა და საზღვაო დარგის სპეცილაისტების აღზრდას ბათუმში ლოკალიზებული ორი უნივერსიტე

ტი და ერთი კოლეჯი ემსახურება.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი თავის ისტორიას ითვლის 1998 წლიდან, როცა დაარსდა ,,ბათუმის საზღვაო კოლეჯი - მეზღვაურთა სკოლა”. 2007 წელს მეზღვაურთა სკოლის ბაზაზე შეიქმნა უნივერსიტეტი, რომელიც 12 წელზე მეტია, წარმატებით ვითარდება.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ფლობს ISO ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატს, გააჩნია საერთაშორისო აღიარების დამადასტურებელი სერტიფიკატები, საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხობის სააგენტოს (EMSA) აღიარება, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარების დოკუმენტი. ბნსუ არის აკრედიტებული და ავტორიზებული დარგობრივი საგანმანათლებლო ცენტრი. მას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე აღჭურვილობითა და საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემით. ბნსუ თანამშრომლობს 11 საკრუინგო და 8 ლოგისტიკურ კომპანიასთან. უნივერსიტეტს ჰყავს სახელშეკრულებო სამეცნიერო და სასწავლო პარტნიორები მსოფლიოს 12 ქვეყანაში.

ბნსუ-ში მოქმედებს ორი ფაკულტეტი - საზღვაო-საინჟინრო და ლოგისტიკის ფაკულტეტები, სადაც ხორცილედება სამი პროფესიული, ოთხი საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

მისია
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს ღია სოციალურ და საგანმანათ-ლებლო სისტემას, რომელიც მიმართულია:

•ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობაზე;
•დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში განათლების მიღებისა და თანასწორი ხელმისაწვდომობისა და ღია ხასიათის უზრუნველყოფაზე, პიროვნების ინტერესებისა და პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობაზე, კულტურული, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნაზე;
•საქართველოს და საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, თანამედროვე ცოდნისა და აქტუალური პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალების მომზადებაზე და პიროვნული, მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობის, პროფესიონალური ვალდებულებების შესრულების, ეთიკური ნორმების დაცვის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაზიარების, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების მოტივაციის ჩამოყალიბებაზე.

ხედვა
ბნსუ 2025 წელს: კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო საგანმანათლებლო, დარგობრივ და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ერთნაირად პრესტიჟულია შრომა და სწავლა; ამავდროულად, ბნსუ არის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივი ორგანიზაციებისთვის სასურველი პარტ¬ნიორი, რომელსაც აქვს ცნობადი და ევროპულ საგანმანათლებლო და დარგობრივ სივრცეში აღიარებული ბრენდი.

ღირებულებები
•ჰუმანურობა, ტოლერანტობა და თანასწორობა;
•სინდისის, არჩევანის, გადაწყვეტილების მიღების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
•გადაწყვეტილების ობიექტურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა;
•აკადემიური თავისუფლება, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება.

📣ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე!🌊ლოგისტიკა - აღმოაჩინე კარიერის ახალი შესაძლებლო...
17/08/2026

📣ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე!

🌊ლოგისტიკა - აღმოაჩინე კარიერის ახალი შესაძლებლობები დარგში, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება.

➡️მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია:
𝐈 ნაწილი – ლოგისტიკის მაგისტრი / 𝐌𝐚𝐬𝐭𝐞𝐫 𝐨𝐟 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬
𝐈𝐈 ნაწილი – კვლევის მაგისტრი ლოგისტიკაში / 𝐌𝐚𝐬𝐭𝐞𝐫 𝐨𝐟 𝐑𝐞𝐬𝐞𝐚𝐫𝐜𝐡 (𝐌𝐑𝐞𝐬) 𝐢𝐧 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬

➡️პროგრამის მოცულობა:
𝐈 ნაწილი 𝟔𝟎 კრედიტი (𝐄𝐂𝐓𝐒)
𝐈𝐈 ნაწილი 𝟔𝟎 კრედიტი (𝐄𝐂𝐓𝐒)

➡️პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

🚢იხილეთ პროგრამის სრული აღწერილობა: https://tinyurl.com/3ez7a26z

⌛რეგისტრაცია: 𝟐𝟒.𝟎𝟖 - 𝟏𝟎.𝟎𝟗

🔗დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/5yt88fs3

📣ბნუ აცხადებს მობილობას 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის⤵️🎓საბაკალავრო პროგრამები:საზღვაო ნავიგაცია - ...
12/08/2026

📣ბნუ აცხადებს მობილობას 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის⤵️

🎓საბაკალავრო პროგრამები:
საზღვაო ნავიგაცია - 40 ადგილი
გემის მექანიკა - 15 ადგილი
ლოგისტიკა (180 კრედიტიანი) - 15 ადგილი

⌛ელექტრონული რეგისტრაცია: 𝟐𝟒.𝟎𝟖.𝟐𝟎𝟐𝟔 - 𝟎𝟖.𝟎𝟗.𝟐𝟎𝟐𝟔
⌛ბნუ-ში განაცხადის წარდგენა: 𝟏𝟏.𝟎𝟗.𝟐𝟎𝟐𝟔 - 𝟏𝟔.𝟎𝟗.𝟐𝟎𝟐𝟔

🔗დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/ys4v2ab3
_____________________

📣შიდა მობილობა:

🎓საბაკალავრო პროგრამები:
საზღვაო ნავიგაცია - 5 ადგილი
გემის მექანიკა - 5 ადგილი
ლოგისტიკა (180 კრედიტიანი) - 5 ადგილი

⌛განცხადებების რეგისტრაცია: 𝟏𝟐.𝟎𝟖.𝟐𝟎𝟐𝟔 - 𝟐𝟎.𝟎𝟖.𝟐𝟎𝟐𝟔
🔗დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/3jvj8smb

🇬🇪🇹🇷𝟐𝟕–𝟑𝟏 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, სტუდენტური სერვისების სამსახურის, ხარისხის უზრუნველყოფის...
31/07/2026

🇬🇪🇹🇷𝟐𝟕–𝟑𝟏 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, სტუდენტური სერვისების სამსახურის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები 𝐄𝐑𝐀𝐒𝐌𝐔𝐒+ 𝐒𝐭𝐚𝐟𝐟 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐌𝐨𝐛𝐢𝐥𝐢𝐭𝐲 𝐏𝐫𝐨𝐠𝐫𝐚𝐦𝐦𝐞-ის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობას, ბიბლიოთეკის თანამედროვე სერვისებს, სტუდენტური მხარდაჭერის მექანიზმებს, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასა და სასწავლო პროცესის მართვის საუკეთესო პრაქტიკებს. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც მხარეებმა იმსჯელეს ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების, პროფესიული განვითარების, ციფრული სერვისებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტსა და სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა 𝐄𝐑𝐀𝐒𝐌𝐔𝐒+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლებში აქტიურად გრძელდება. აღნიშნული მობილობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ინსტიტუციური განვითარების პროცესს და ადმინისტრაციული მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას.
***
🇬🇪🇹🇷From 𝟐𝟕 𝐭𝐨 𝟑𝟏 𝐉𝐮𝐥𝐲, representatives of the 𝐋𝐢𝐛𝐫𝐚𝐫𝐲, 𝐒𝐭𝐮𝐝𝐞𝐧𝐭𝐬 𝐒𝐞𝐫𝐯𝐢𝐜𝐞𝐬, 𝐐𝐮𝐚𝐥𝐢𝐭𝐲 𝐀𝐬𝐬𝐮𝐫𝐚𝐧𝐜𝐞 𝐒𝐞𝐫𝐯𝐢𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐒𝐭𝐮𝐝𝐞𝐧𝐭 𝐑𝐞𝐠𝐢𝐬𝐭𝐫𝐚𝐭𝐢𝐨𝐧, 𝐄𝐱𝐚𝐦𝐬, 𝐄𝐯𝐚𝐥𝐮𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐚𝐧𝐝 𝐌𝐨𝐧𝐢𝐭𝐨𝐫𝐢𝐧𝐠 𝐒𝐞𝐫𝐯𝐢𝐜𝐞 of BNU participated in a working visit to 𝐈𝐬𝐭𝐚𝐧𝐛𝐮𝐥 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐢𝐜𝐚𝐥 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 within the framework of the 𝐄𝐑𝐀𝐒𝐌𝐔𝐒+ 𝐒𝐭𝐚𝐟𝐟 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐌𝐨𝐛𝐢𝐥𝐢𝐭𝐲 𝐏𝐫𝐨𝐠𝐫𝐚𝐦𝐦𝐞.

During the visit, participants familiarized themselves with the activities of Istanbul Technical University’s administrative units, modern library services, student support mechanisms, quality assurance system, and best practices in academic process management. Working meetings were also held, during which the parties exchanged experiences and discussed opportunities for improving administrative processes, professional development, digital services and future cooperation prospects.

The long-standing and successful cooperation between Batumi Navigation University and Istanbul Technical University continues actively within the framework of the 𝐄𝐑𝐀𝐒𝐌𝐔𝐒+ 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐂𝐫𝐞𝐝𝐢𝐭 𝐌𝐨𝐛𝐢𝐥𝐢𝐭𝐲 (𝐈𝐂𝐌) 𝐏𝐫𝐨𝐠𝐫𝐚𝐦𝐦𝐞. This mobility represents another important step towards strengthening the University’s internationalization, expanding international partnerships and sharing European best practices. It contributes to the process of institutional development and further improvement of the quality of administrative services.

🎓ბნუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ელექტროობის“ პროფესიული სტუდენტები სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკის ფარგლებში ენ...
31/07/2026

🎓ბნუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ელექტროობის“ პროფესიული სტუდენტები სასწავლო-გაცნობითი პრაქტიკის ფარგლებში ენგურის ჰიდროელექტროსადგურს (ენგურჰესს) ეწვივნენ.

⚡️ვიზიტის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის პრინციპებს, ელექტროენერგიის წარმოების პროცესს, ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მსგავსი პრაქტიკული ვიზიტები სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

სასწავლო ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ პროგრამის ხელმძღვანელი, ნუგზარ გორგილაძე და თანახელმძღვანელი, ნანა ხალვაში.

28/07/2026

🎓 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 'ელექტროობის' წარმატებული კურსდამთავრებული⤵️

დაეუფლე პროფესიას ბნუ-ში - მოკლე დროში და სრული სახელმწიფო დაფინანსებით🚀

-------

☝️აქვე შეგახსენებთ: თუ უკვე გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ბნუ-ს მოკლევადიანი 𝟒-თვიანი პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, გახდეთ გემის ელექტროტექნიკოსი ოფიცერი (𝐄𝐓𝐎) და განავითაროთ თქვენი საზღვაო კარიერა:
🔗https://tinyurl.com/4j5ec7zn

🎓გაიცანით ჩვენი ასისტენტ-პროფესორი⤵️⚓️მინდია შამილაძე, უფროსი მექანიკოსი🌊მინდია შამილაძე 𝟐𝟎𝟏𝟕 წლიდან გემის უფროსი მექანი...
23/07/2026

🎓გაიცანით ჩვენი ასისტენტ-პროფესორი⤵️

⚓️მინდია შამილაძე, უფროსი მექანიკოსი

🌊მინდია შამილაძე 𝟐𝟎𝟏𝟕 წლიდან გემის უფროსი მექანიკოსია. წარმატებული საზღვაო კარიერის პარალელურად, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების მომავალი მეზღვაურებისთვის გაზიარება. ეს შესაძლებლობა კი ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში მიეცა, სადაც საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკაში მიღებულ ცოდნასა და მრავალწლიან გამოცდილებას დღეს სტუდენტებს გადასცემს.

მისი ლექციები მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სიმულატორებზე მუშაობასა და რეალური პროფესიული შემთხვევების განხილვას, რადგან სჯერა, რომ ძლიერი სპეციალისტი სწორედ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებით ყალიბდება.

💬„სწავლების პროცესი სრულიად განსხვავებული ენერგიაა და ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ახალგაზრდების ინტერესია. ჩემი მიზანია, მათ არა მხოლოდ თეორია, არამედ ის რეალური გამოწვევები გავაცნო, რასაც ზღვაზე ყოველდღიურად ვაწყდებით. როცა ხედავ, თუ როგორ ყალიბდებიან ისინი პროფესიონალებად, ხვდები რომ ეს საქმე პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდესი სიამოვნებაცაა.“

🎓ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწერედ ისაა, რომ სტუდენტებს ასწავლიან მოქმედი მეზღვაურები და საზღვაო სფეროს გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც თეორიულ ცოდნას რეალურ პრაქტიკასთან აერთიანებენ.

#140 #საზღვაო #განათლება

𝟐𝟐 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში, ბნუ-ს ასისტენტ-პროფესორის, თამილა ქარცივაძის მონოგრაფიის - „სოციალური მედია...
22/07/2026

𝟐𝟐 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში, ბნუ-ს ასისტენტ-პროფესორის, თამილა ქარცივაძის მონოგრაფიის - „სოციალური მედია მარკეტინგის გამოწვევები ქართულ ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაშრომში განხილულია ქართული ციფრული ბაზრის მთავარი ტენდენციები, სოციალური მედია მარკეტინგის წინაშე არსებული გამოწვევები და ადგილობრივი ბიზნესისთვის შემუშავებული სტრატეგიული რეკომენდაციები.

პრეზენტაციას თავად ავტორი უძღვებოდა. მან დამსწრეებს გააცნო მონოგრაფიის შექმნის მიზანი, ნაშრომის ძირითადი მიგნებები და პრაქტიკული რეკომენდაციები, ასევე ისაუბრა სოციალური მედიის როლზე თანამედროვე ბიზნესის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა-კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ, მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამა...
22/07/2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა-კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ, მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში.

ორდღიანი ღონისძიება მეცნიერების, განათლებისა და კვლევის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების განხილვას, სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენას, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მკვლევართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სამეცნიერო კონფერენცია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

📷საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

GEO I ENG🇯🇵𝟏𝟑–𝟏𝟓 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა 𝟏𝐬𝐭 𝐈𝐀𝐌𝐔 𝐄𝐚𝐫𝐥𝐲 𝐂𝐚𝐫𝐞𝐞𝐫 𝐀𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐢𝐜 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 (𝐄𝐂𝐀𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔) – "𝐂𝐡𝐚𝐫𝐭𝐢𝐧...
16/07/2026

GEO I ENG
🇯🇵𝟏𝟑–𝟏𝟓 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა 𝟏𝐬𝐭 𝐈𝐀𝐌𝐔 𝐄𝐚𝐫𝐥𝐲 𝐂𝐚𝐫𝐞𝐞𝐫 𝐀𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐢𝐜 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 (𝐄𝐂𝐀𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔) – "𝐂𝐡𝐚𝐫𝐭𝐢𝐧𝐠 𝐚 𝐂𝐨𝐮𝐫𝐬𝐞 𝐟𝐨𝐫 𝐭𝐡𝐞 𝐅𝐮𝐭𝐮𝐫𝐞 𝐨𝐟 𝐌𝐚𝐫𝐢𝐭𝐢𝐦𝐞 𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧, 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐚𝐧𝐝 𝐑𝐞𝐬𝐞𝐚𝐫𝐜𝐡", რომელშიც ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმმა მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების 𝟒𝟎 ახალგაზრდა აკადემიკოსი და მკვლევარი გააერთიანა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საზღვაო განათლების, სწავლებისა და კვლევის თანამედროვე გამოწვევების განხილვა, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და მომავალი ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საერთაშორისო სამუშაო ჯგუფებში გაერთიანდნენ და ინოვაციურ პროექტებზე იმუშავეს, რომელთა განხორციელება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს საზღვაო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური კვლევების განვითარებასა და უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენდა გაცნობითი შეხვედრა და სასწავლო ტური ტოკიოს საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (𝐓𝐨𝐤𝐲𝐨 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐌𝐚𝐫𝐢𝐧𝐞 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲), სადაც ფორუმის მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, ინოვაციურ ლაბორატორიებსა და საზღვაო განათლების მიმართულებით დანერგილ უახლეს პრაქტიკებს.

ფორუმი ორგანიზებული იყო საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (𝐈𝐀𝐌𝐔) მიერ და განხორციელდა 𝐭𝐡𝐞 𝐍𝐢𝐩𝐩𝐨𝐧 𝐅𝐨𝐮𝐧𝐝𝐚𝐭𝐢𝐨𝐧-ის მხარდაჭერით. ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს საზღვაო უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციური იდეების განვითარებასა და მომავალი ლიდერების პროფესიულ ზრდას.
-----------
🇯🇵From 𝟏𝟑–𝟏𝟓 July, Professor 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐞 𝐆𝐚𝐛𝐞𝐝𝐚𝐯𝐚, Head of the International Relations Service at Batumi Navigation University (BNU), participated in the 𝟏𝐬𝐭 𝐈𝐀𝐌𝐔 𝐄𝐚𝐫𝐥𝐲 𝐂𝐚𝐫𝐞𝐞𝐫 𝐀𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐢𝐜 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 (𝐄𝐂𝐀𝐅 𝟐𝟎𝟐𝟔) – "𝐂𝐡𝐚𝐫𝐭𝐢𝐧𝐠 𝐚 𝐂𝐨𝐮𝐫𝐬𝐞 𝐟𝐨𝐫 𝐭𝐡𝐞 𝐅𝐮𝐭𝐮𝐫𝐞 𝐨𝐟 𝐌𝐚𝐫𝐢𝐭𝐢𝐦𝐞 𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧, 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐚𝐧𝐝 𝐑𝐞𝐬𝐞𝐚𝐫𝐜𝐡", held in Tokyo, Japan.

The forum brought together 𝟒𝟎 early-career academics and researchers from leading maritime higher education institutions around the world. Its primary objective was to discuss current challenges in maritime education, training and research, strengthen international academic cooperation and develop future collaborative initiatives.

During the forum, participants worked in international working groups on innovative projects that will continue over the coming year. These projects are aimed at enhancing the quality of maritime education, advancing academic research, and promoting the exchange of knowledge and best practices among universities.

An important part of the visit included an introductory meeting and an academic tour at 𝐭𝐡𝐞 𝐓𝐨𝐤𝐲𝐨 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐌𝐚𝐫𝐢𝐧𝐞 𝐒𝐜𝐢𝐞𝐧𝐜𝐞 𝐚𝐧𝐝 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐥𝐨𝐠𝐲 (𝐓𝐔𝐌𝐒𝐀𝐓), where participants explored the university's modern educational and research infrastructure, innovative laboratories and the latest practices implemented in the field of maritime education.

The forum was organized by International Association of Maritime Universities (𝐈𝐀𝐌𝐔) with the support of 𝐭𝐡𝐞 𝐍𝐢𝐩𝐩𝐨𝐧 𝐅𝐨𝐮𝐧𝐝𝐚𝐭𝐢𝐨𝐧. It serves as an important international platform for strengthening academic cooperation among maritime universities, fostering innovation and supporting the professional development of the next generation of maritime academic leaders.

Address

38 Tamar Mefe's Avenue , Makhindjauri
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995514408840

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი • Batumi Navigation University:

Shortcuts

Share