ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy, College & University, 53, Rustaveli Avenue, Batumi.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის მქონდე უმნიშვნელოვანესი, პირველი საზღვაო-საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.
საზღვაო აკადემიაში მოქმედებს 3 ფაკულტეტი:
ნავიგაციის ფაკულტეტი.
საინჟინრო ფაკულტეტი.
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი.
ასევე შესაძლებელია სწავლა
პროფესიული გადამზადების
ცენტრში.
აგრეთვე მოქმედებს
მეზ

ღვაურთა სასწავლო
და საწვრთნელი ცენტრი.

საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტი:
1) საზღვაო ნავიგაცია.
არჩევითი საგანი: მათემატიკა
წლიური გადასახადი 2250 ლარი.

საინჟინრო ფაკულტეტი
2) გემის მექანიკა.

არჩევითი საგანი: მათემატიკა.
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.

3) გემის ელექტრომექანიკა.

არჩევითი საგანი: მათემატიკა.
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.

4) ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი
აღჭურვილობის ექსპლუატაცია.

არჩევითი საგანი: მათემატიკა.
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი მოიცავს შემდეგ პროგრამებს
ესენია:

1) საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა.

არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია.
წლიური გადასახადი: 2250ლარი.

2) ნავსადგურის მენეჯმენტი.

არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია.
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.

3) ტურიზმი-საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი.

არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია
წლიური გადასახადი: 2250 ლარი.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ შესაძლებელია სამაგისტრო პროგრამების გავლა.

მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი ატარებს მეზღვაურთა პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსებს, საზღვაო ფლოტში მომუშავე ყველა წოდების მეზღვაურისათვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად.
ცენტრი 2014 წლის 27 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა, საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების მიერ. იგი აკმაყოფილებს საერთაშორისო საზღვაო მოთხოვნების კრიტერიუმებს.

აირჩიე წარმატებული მომავალი!
053

26/05/2026
25/05/2026
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 40-მა წარჩინებულმა სტუდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის ...
20/05/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 40-მა წარჩინებულმა სტუდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს 1000 ლარიანი სტიპენდია მიიღო.

29-30 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მეექვსე საერთაშორისო საზღვაო სამეცნიერო კონფერენციას -“საზღვაო კვლე...
19/05/2026

29-30 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მეექვსე საერთაშორისო საზღვაო სამეცნიერო კონფერენციას -“საზღვაო კვლევა და განათლება გლობალურ კონტექსტში” გამართავს.

კონფერენციის მიზანი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ საზღვაო და მომიჯნავე სფეროებში ჩატარებული კვლევების შედეგების გაზიარებაა.
ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

რეგისტრაციისა და კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს:
https://bsma.edu.ge/news/743

18 მაისი საზღვაო სფეროში დასაქმებულ ქალთა საერთაშორისო დღეა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გილოცავთ პროფესიულ დღეს...
18/05/2026

18 მაისი საზღვაო სფეროში დასაქმებულ ქალთა საერთაშორისო დღეა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გილოცავთ პროფესიულ დღეს !

9 მაისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ხელმძღვანელობამ და  სტუდენტებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის...
09/05/2026

9 მაისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ხელმძღვანელობამ და სტუდენტებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ლეგენდარული კაპიტნის, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის — ანატოლი კაჭარავას ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ღია კარის დღეები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აკადემიას ეწვივნენ ბათუმის, ურეხის, ქ...
08/05/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ღია კარის დღეები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აკადემიას ეწვივნენ ბათუმის, ურეხის, ქობულეთის, ქედის, შუახევის და ხულოს სკოლების აბიტურიენტები.
მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სწავლის სპეციფიკას და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

06/05/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ნავიგაციის 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში საქართველოში მეთევზეობისა და აკვაკულტურის სექტორის არსებული მდგომარე...
01/05/2026

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში საქართველოში მეთევზეობისა და აკვაკულტურის სექტორის არსებული მდგომარეობისა და დარგის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ბათუმის საზღვაო აკადემიის სასწავლო პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში მეთევზეობისა და აკვაკულტურის სექტორის განვითარების მხარდასაჭერად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს საზღვაო თევზჭერის კლასტერის, აგრეთვე ევროკავშირის წარმომადგენლები.

Address

53, Rustaveli Avenue
Batumi
6004

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322887337

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy:

Share