AlTa-Edu • ალთა-ედუ

AlTa-Edu • ალთა-ედუ Educational center / საგანმანათლებლო ცენტრი
AlTa-Edu • ალთა-ედუ
აქ და ახლა - სწორი არჩევანი შენი წარმატებისთვის

🥳 საქართველოში ქიმიკოსის დღე  მაისის ბოლო კვირას აღინიშნება📍საქართველოში „ქიმიკოსის დღეს“  არ აქვს  ფიქსირებული კალენდარ...
30/05/2026

🥳 საქართველოში ქიმიკოსის დღე მაისის ბოლო კვირას აღინიშნება

📍საქართველოში „ქიმიკოსის დღეს“ არ აქვს ფიქსირებული კალენდარული დღე, ის მოქნილად მიბმულია მაისის ბოლო კვირასთან.
📍ეს პროფესიული დღესასწაული 1960–80-იან წლებში წარმოიშვა;
📍ქიმია, როგორც ინდუსტრიული და სამეცნიერო დარგი, პრიორიტეტული იყო, ამიტომ გადაწყდა „ქიმიკოსის დღის“ დაწესება;
📍მიზანი მეცნიერებისა და ქიმიური მრეწველობის პოპულარიზაცია/ხელშეწყობა იყო.

🧪ქიმიკოსებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს. წარმატებულ დ ნაყოფიერ პროფესიულ ცხოვრებას გისურვებთ😇

🔹AlTa-edu • ალთა-ედუ
📍აქ და ახლა - სწორი არჩევანი შენი წარმატებისთვის

მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვიაღალატი, შური და მდუმარე ჭაბუკთა ჟინი,მაგრამ შენ სად ხარ, რომლის შუბლზე ყველაზე დ...
26/05/2026

მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
ღალატი, შური და მდუმარე ჭაბუკთა ჟინი,
მაგრამ შენ სად ხარ, რომლის შუბლზე ყველაზე დიადს
ფიქრს უუნათლესს შევიცნობდი მტკივანი ჩინით.

მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
ორივე მუხლზე დაჩოქილის შური და ბოღმა
და შენ გეძახი, რომ გულში მაქვს ჩამჯდარი ტყვია
და იგი ტყვია უკანასკნელ ბრძოლიდან მომყვა.

შენშია მზერად სიამაყე უხედნელ კვიცის
და მზედ – სიტურფე დაგროვილი გლახაკთა მიერ,
შენ ჯერ არ ჩანხარ და მზესავით აღდგები, ვიცი,
შენ ჯერ არ ჩანხარ და გაღმერთებ ყველაზე ძლიერ.

და თუ ვარ წყლული იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
მარაბდის შური და კრწანისის უძირო ბოღმა –
მე შენ გეძახი, რადგან ვიცი, ადრე თუ გვიან
ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ სიცოცხლით მოხვალ.
თამაზ ჩხენკელი

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪❤️

🔹AlTa-edu • ალთა-ედუ
📍აქ და ახლა - სწორი არჩევანი შენი წარმატებისთვის

💡1954 წლის 17 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე — Brown v....
17/05/2026

💡1954 წლის 17 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე — Brown v. Board of Education. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ საჯარო სკოლებში რასობრივი ნიშნით სეგრეგაცია აშშ-ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

📍ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა პრინციპი — „ცალ-ცალკე, მაგრამ თანასწორი“ (separate but equal), რომელიც წლების განმავლობაში ამართლებდა თეთრკანიანი და აფროამერიკელი მოსწავლეების განცალკევებულ სასწავლო დაწესებულებებში განათლებას.

📍საქმე უკავშირდებოდა აფროამერიკელი მოსწავლის, Linda Brown-ის ოჯახს, რომელმაც გააპროტესტა ის ფაქტი, რომ გოგონას რასობრივი კუთვნილების გამო შორეულ სკოლაში უწევდა სიარული, მაშინ როდესაც მის საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკოლა მხოლოდ თეთრკანიანი მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი.

📍1954 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებამ გარდამტეხი მნიშვნელობა შეიძინა ამერიკის განათლების სისტემისთვის: მან საფუძველი ჩაუყარა საჯარო სკოლების დესეგრეგაციის პროცესს, ხელი შეუწყო სამოქალაქო უფლებების მოძრაობის გაძლიერებას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა თანასწორობისა და სამართლიანობის დამკვიდრების გზაზე.

📍დღეს ეს თარიღი ამერიკის განათლებისა და სამოქალაქო უფლებების ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა.

🔹AlTa-edu • ალთა-ედუ
📍აქ და ახლა - სწორი არჩევანი შენი წარმატებისთვის

🎂 დღეს პიერ კიურის დაბადების დღეა📍 ფრანგი ფიზიკოსი, ერთ-ერთი პირველი მეცნიერია კრისტალოგრაფიის, მაგნეტიზმის, პიეზოელექტრ...
15/05/2026

🎂 დღეს პიერ კიურის დაბადების დღეა

📍 ფრანგი ფიზიკოსი, ერთ-ერთი პირველი მეცნიერია კრისტალოგრაფიის, მაგნეტიზმის, პიეზოელექტრული მასალებისა და რადიოაქტიური დაშლის შესწავლაში.

📍მარი სკლოდოვსკა-კიურისა და ანრი ბეკერელთან ერთად ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში.

📍 1903 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებისას პიერ კიურიმ პრიზზე უარი განაცხადა, თუ ამ ჯილდოს მისი მეუღლე, მარი სკლოდოვსკა-კიურიც, არ გაიზიარებდა! პიერი ამტკიცებდა, რომ კვლევები და შედეგები რადიოაქტიურობასთან დაკავშირებით მარის მნიშვნელოვანი წვლილის აღიარების გარეშე უსამართლობა იქნებოდა.

😎
29/03/2026

😎

🧦💛💙💛💙💛💙🧦📍  21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა...📍დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ 21 მარტი  გაერთიანებული ერების ორგანი...
21/03/2026

🧦💛💙💛💙💛💙🧦
📍 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა...
📍დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა...
📢 2026 წელს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია - ,,ერთად მარტოობის წინააღმდეგ"

#ჩვენარვითვლითქრომოსომებს

🔹AlTa-Edu • ალთა-ედუ
📍აქ და ახლა - სწორი არჩევანი შენი წარმატებისთვის

⁉️რა არის π (პი)?‼️π (პი) წარმოადგენს წრის გარშემოწერილობისა და მისი დიამეტრის შეფარდებას. წრის დიამეტრი არის მანძილი ერ...
14/03/2026

⁉️რა არის π (პი)?
‼️π (პი) წარმოადგენს წრის გარშემოწერილობისა და მისი დიამეტრის შეფარდებას. წრის დიამეტრი არის მანძილი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, რომელიც გადის წრის ცენტრზე, ხოლო გარშემოწერილობა არის წრის ირგვლივ არსებული სრული მანძილი.

🔹მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა წრიული ობიექტის გაზომვის შედეგად დადგინდა, რომ წრის გარშემოწერილობა თავის სიგანეზე (დიამეტრზე) დაახლოებით სამჯერ მეტია. პრაქტიკაში მიღებული მნიშვნელობა არის დაახლოებით 3.14-ის ტოლი.

🔹ვინაიდან π წარმოადგენს მუდმივ რიცხვს, მისი მნიშვნელობა ყოველთვის ერთსა და იმავე რაოდენობას უდრის ნებისმიერი ზომის წრისთვის.

🥳π-ის დღე (Pi Day) აღინიშნება 14 მარტს (3.14 March)!

🔹π-ის დღე ყოველწლიური შესაძლებლობაა მათემატიკის მოყვარულთათვის, რომ გაიხსენონ π-ის მნიშვნელობა და ისტორია, იმსჯელონ მათემატიკაზე მეგობრებთან ერთად და ტრადიციულად მიირთვან პაი (pie - წრიული ფორმის ნამცხვარი (ძირითადად ფხვიერი ცომით)).

🔹როგორც ირაციონალური და ტრანსცენდენტული რიცხვი, π უსასრულოდ გრძელდება ათწილადში, ყოველგვარი გამეორების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულ გამოთვლებში მხოლოდ რამდენიმე ციფრია საჭირო, π-ის უსასრულო ბუნება ადამიანებისთვის საინტერესო გამოწვევად რჩება — როგორც მისი მახასიათებლებით, ისე კომპიუტერული გამოთვლის თვალსაზრისით.

🔹AlTa-Edu • ალთა-ედუ
📍აქ და ახლა - სწორი არჩევანი შენი წარმატებისთვის

ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ🌸წარმატებას გისურვებთ ყველგან და ყოველთვის♥️🔹AlTa-Edu • ალთა-ედუ📍აქ და ახლა - სწორი არჩევა...
08/03/2026

ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ🌸
წარმატებას გისურვებთ ყველგან და ყოველთვის♥️

🔹AlTa-Edu • ალთა-ედუ
📍აქ და ახლა - სწორი არჩევანი შენი წარმატებისთვის

📍11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა👩🏻‍🔬👩🏼‍🔬👩🏽‍🔬👩🏾‍🔬👩🏿‍🔬
11/02/2026

📍11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა👩🏻‍🔬👩🏼‍🔬👩🏽‍🔬👩🏾‍🔬👩🏿‍🔬

გილოცავთ ახალ წელს🎄🎅🏻🥰ნაყოფიერ, წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებთ🥳🥳🔹AlTa-Edu • ალთა-ედუ📍აქ და ახლა - სწორი არჩევანი შ...
31/12/2025

გილოცავთ ახალ წელს🎄🎅🏻🥰
ნაყოფიერ, წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებთ🥳🥳

🔹AlTa-Edu • ალთა-ედუ
📍აქ და ახლა - სწორი არჩევანი შენი წარმატებისთვის

Address

Batumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when AlTa-Edu • ალთა-ედუ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to AlTa-Edu • ალთა-ედუ:

Share