BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა

  • Home
  • BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა

BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა This page is for followers of Batumi State University Student Self Government. Comments, videos and photos are welcome.

🔷️ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი იწყებს პროექტს,  ,,სტუდენტური ჯახი“  სადაც ...
04/06/2026

🔷️ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი იწყებს პროექტს, ,,სტუდენტური ჯახი“ სადაც მხოლოდ ბსუ-ს აქტიური სტატუსის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

🔷️პროექტის მიზანია სტუდენტური ცხოვრების პოპულარიზაცია იუმორისტული და აზარტული თამაშის მეშვეობით. ფორმატი ეფუძნება 100 სტუდენტის გამოკითხვას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, სადაც მონაწილეებმა უნდა გამოიცნონ ყველაზე რეიტინგული პასუხები.

🔷️პროექტში ჩართვისთვის უნდა შეკრა 3 კაციანი გუნდი, დაარეგისტრირო
გუნდი და გუნდის წევრები.

🔷️პროექტის ავტორები და ორგანიზატორები: ნინა ცინარიძე და თეა ქათამაძე

🔷️პროექტში მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა (იქვე იხილავთ თამაშის წესებს)

https://forms.gle/7AwpwEPj1tsS5R8J9

🔷️წარმატებებს გისურვებთ! პატივისცემით, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი/ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა.

❗️❗️❗️არასასერტიფიკატო❗️❗️❗️

4 ივნისს, 18:00 საათზე,  სტუდენტური თვითმმართველობა იწყებს „The Summit & Cinema Circle საერთაშორისო პოლიტიკის” ფარგლებში...
02/06/2026

4 ივნისს, 18:00 საათზე, სტუდენტური თვითმმართველობა იწყებს „The Summit & Cinema Circle საერთაშორისო პოლიტიკის” ფარგლებში - საგანმანათლებლო კინოდისკუსიების სერიას.

პირველი თემა: “მოლაპარაკების და დარწმუნების ხელოვნება”

სემინარს გაუძღვებიან „The Summit & Cinema Circle საერთაშორისო პოლიტიკის” წამყვანები: საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი - ანა ანუშიძე და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის
თვითმმართველობის თავმჯდომარე - გიორგი ნაკაშიძე

მსურველებმა,გთხოვთ შეავსწოთ სარწგისტრაციო ფორმა👇

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfBZTl-VoBYcztkJy49AMTMbP1LlxuyHerfKzVIWYHjHpRHNw/viewform?usp=publish-editor

🔷 დღეს  დასრულდა ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის პროექტი  “გაეროს მოდელირება...
31/05/2026

🔷 დღეს დასრულდა ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის პროექტი
“გაეროს მოდელირება”, სადაც მხოლოდ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობას.

🔷 United Nations-ის მოდელირება არის უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, გაიღრმაონ ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებში, განივითარონ დიპლომატიური და ლიდერული უნარები და ისწავლონ გლობალური პრობლემების განხილვა თანამშრომლობის გზით. პროექტმა გააერთიანა 16 მოტივირებული მონაწილე💙

🔷 პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი: მარიამ ტაკიძე.

🔷️წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მათგანს!

🔷 პატივისცემით, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი/ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა.

#გაეროსმოდელირება
#ბსუ
#განათლებისადამეცნიერებისდეპარტამეყი
#ბსუსთვითმმართველობა

წარმატებები ჩვენს ბიჭებს!💙🙌🏀⛹🏻
29/05/2026

წარმატებები ჩვენს ბიჭებს!💙🙌🏀⛹🏻

🔝BSU LEAGUE 2025/2026🏆✅VIII ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება, ვინ გახდება ჩემპიონი? 🧐➡️ https://bsuleague.m...
28/05/2026

🔝BSU LEAGUE 2025/2026🏆
✅VIII ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება, ვინ გახდება ჩემპიონი? 🧐
➡️ https://bsuleague.my.canva.site
#ბსუ2026

🏆BSU LEAGUE 2025/2026⚽️ ვინ გახდება სეზონის საუკეთესო მეპასე? 🔥🔥საინტერესოა, ვის დარჩება საბოლოოდ ლიგის ასისტენტის ტიტულ...
28/05/2026

🏆BSU LEAGUE 2025/2026⚽️ ვინ გახდება სეზონის საუკეთესო მეპასე? 🔥
🔥საინტერესოა, ვის დარჩება საბოლოოდ ლიგის ასისტენტის ტიტული, ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია VI ტური 👑
✅განვლილი VIII ტურის შემდეგ - BSU LEAGUE საუკეთესო მეპასე - ჩხუბაძე ანრი 1️⃣5️⃣ ასისტით 🅰️
➡️ https://bsuleague.my.canva.site
#ბსუ2026

28/05/2026

🗓 დასაქმების კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია - ,,გადაწყვეტილების მიღება და კარიერული განვითარება“ ჩატარდა.

შეხვედრაზე დამსწრეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები კარიერული მიმართულებების სწორად დაგეგმვაზე, რისკების მართვასა და იმ ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვაზე, რაც დასაქმების პროცესს ახლავს თან.

🎯 მიღებული ცოდნა საუკეთესო წინაპირობაა 4 ივნისის მასშტაბური დასაქმების ფორუმისთვის, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირისპირ შეხვდნენ რეგიონის წამყვან დამსაქმებლებს და იპოვონ სასურველი სამსახური.

🗓️ 4 ივნისი
🕕 დრო: 13:00 - 17:00
📍ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

🤝 ღონისძიება ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით.

#და�

28/05/2026

📢 პროექტი „ახალგაზრდა მეცნიერთა ბანაკი“ იწყება!

🔬📚 თუ გინდა კვლევითი უნარების განვითარება, აკადემიური წერის დახვეწა და სამეცნიერო სამყაროში პირველი ძლიერი ნაბიჯების გადადგმა - ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა!

🌿 წარმოიდგინე გარემო, სადაც ყოველდღიური რუტინისგან შორს, საინტერესო ადამიანებთან და გამოცდილ მენტორებთან ერთად იმუშავებ საკუთარ იდეებზე, ისწავლი კვლევის სწორად დაგეგმვას, აკადემიურ წერას და ნაშრომის პროფესიონალურად წარდგენას.

🎓 პროექტის ფარგლებში მონაწილეები:

🔹 დაეუფლებიან კვლევის მეთოდოლოგიას;

🔹 ისწავლიან საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მუშაობას;

🔹 გაიღრმავებენ აკადემიური წერისა და ციტირების უნარებს;

🔹 იმუშავებენ საკუთარ სამეცნიერო ნაშრომებზე;

🔹 მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სტუდენტურ კონფერენციაში.

👥 მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს სტუდენტებს, განსაკუთრებით დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივნისი

👉რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/1xF9DoKugaq9fUaKZ-rYcVgXqt37vNKTC04LDk4WZNwo/edit

🏆 თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

❓ როგორ მივიღო მონაწილეობა? პროექტში მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება:

1️⃣ სარეგისტრაციო ფორმის შევსება;

2️⃣ გასაუბრება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ, თუ რა თემაზე გეგმავენ მუშაობას და რატომ არის ეს საკითხი მათთვის საინტერესო.

✨ ადგილები შეზღუდულია! შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გახდი „ახალგაზრდა მეცნიერთა ბანაკის“ მონაწილე!

🏆BSU LEAGUE 2025/2026⚽️ ვინ გახდება სეზონის ბომბარდირი? 🔥🔥საინტერესოა, ვის დარჩება საბოლოოდ ლიგის ბომბარდირის ტიტული, ჩე...
28/05/2026

🏆BSU LEAGUE 2025/2026⚽️ ვინ გახდება სეზონის ბომბარდირი? 🔥
🔥საინტერესოა, ვის დარჩება საბოლოოდ ლიგის ბომბარდირის ტიტული, ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია VI ტური👑
✅განვლილი VIII ტურის შემდეგ - 🔝BSU LEAGUE საუკეთესო ბომბარდირი - თავაძე ლუკა 2️⃣0️⃣ გოლით ⚽️
➡️ https://bsuleague.my.canva.site
#ბსუ2026

Address

ნინოშვილის ქ. 35

6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to BSU Student Self-Government / ბსუ სტუდენტური თვითმმართველობა:

  • Want your university to be the top-listed University?

Share