დუშეთის სალოტბარო სკოლა

დუშეთის სალოტბარო სკოლა ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიცი დუშეთის სალოტბარო სკოლაში ნებისმიერ მსურველს ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის შესწავლა უფასოდ შეუძლია.

✨ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IX ეროვნულ კონკურსზე დუშეთის სალოტბარო სკოლამ მოიპოვა ოქროს მ...
14/12/2025

✨ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IX ეროვნულ კონკურსზე დუშეთის სალოტბარო სკოლამ მოიპოვა ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება! 🎼 🥇❤️

🕊️ 15 ნოემბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პრო...
14/12/2025

🕊️ 15 ნოემბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს.

🎼 შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის უნიკალური ნიმუშები.
კონცერტს წინ უძღოდა 9 დღიანი რეპეტიციები.

✨ Პროექტში მონაწილეობისთვის საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლიდან 500 მოსწავლე შეირჩა.

🕊️ სალოტბარო სკოლების გალა კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

📸 ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენი სალოტბარო სკოლის მშობელს, ნადა ბიძინაშვილს. 🙏 🤍

13/12/2025

🕊️ ,,ის პოლა”

🎼 ქართლ-კახური

17/11/2025

კარგად გვაქვს გააზრებული და ზუსტად ვიცით სალოტბარო სკოლების შექმნის მიზანი - ჩვენი მრავალხმიანობის და ტრადიციული კულტურის ახალგაზრდებისთვის შეყვარებაა.

45 სკოლა არ არის ცოტა, Მათ დიდი ყურადღება სჭირდებათ, როგორ შემოქმედებითი მიმართულებით, ისე სამართავად.
ლოტბარები, რომლებიც ამ სკოლებში თავდაუზოგავად მუშაობენ, მართლაც რომ მამულიშვილურ საქმეს ემსახურებიან.

სიმბოლურია, რომ წლევანდელი კონცერტი , ღირსეული მიძღვნა იყო ანზორ ერქომაიშვილისადმი.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სკოლების შექმნაში მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს. პირველ რიგში, მადლობა ლოტბარებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი მომავალი თაობისთვის.

ამ შემოქმედებითი საღამოს წარმატება განაპირობა ჩვენი გუნდის გულწრფელმა ერთობამ, რამაც შეგვაძლებინა ღირსეული კონცერტის ჩატარება.

მადლიერებას გამოვხატავ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ - ლიკა ლიპარტელიანი, თორნიკე სხიერელი, სერგუნა ურუშაძე, Ბესო მახათაძე, ეთერ დარჩიძე, გოჩა ბიძინაშვილი, Ზაზა თამარაშვილი, ლევან Ბერელიძე, თამარ გოგოჭური, ბესო ფირცხელანი, დავით კახიძე,
ვანიანო ხაჩიძე, უჩა დვალიშვილი,
ლაშა მძინარაშვილი, ავთანდილ ჩუბინაშვილი.
განსაკუთრებული მადლობა ბატონ
გივი შეთეკაურს.

მადლობა მინდა გადავუხადო უნიჭიერეს ბავშვებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს. მათ მშობლებს, ენთუზიზმისთვის და სიყვარულისთვის.

თვეების განმავლობაში პროექტის ყველა დეტალზე თავდაუზოგავად იმუშავა ელიზბარ ხაჩიძემ ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად.

მადლობა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრს.

მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს, აჭარის კულტურის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციებს და ყველა მუნიციპალიტეტს მხარში დგომისთვის.

მადლობა ტელეკომპანია იმედს უანგარო მხარდაჭერისთვის. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გალა-კონცერტს ტელეკომპანია იმედის ეთერში ნახავთ.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა და მადლობა ღმერთს ამისთვის.
_________________

გიორგი დონაძე

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

13/11/2025
✨ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IX ეროვნულ კონკურსზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი...
19/10/2025

✨ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IX ეროვნულ კონკურსზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დუშეთის სალოტბარო სკოლამ, ჟიურის გადაწყვეტილებით, მოიპოვა ოქროს მედალი. ❣️

🙏 მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს და ჟიურის წევრებს გულწრფელი შეფასებისთვის.

08/09/2025

🌞

📣ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას დუშეთის სალოტბარო სკოლაში, სადაც ...
04/09/2025

📣ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას დუშეთის სალოტბარო სკოლაში, სადაც უფასოდ შეისწავლება ქართული ტრადიციული გალობა და ხალხური სიმღერა.
🎼 სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია წარმოებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
🎓 სკოლაში მიღების მინიმალური ასაკია 6 წელი. ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია.
👉 რეგისტრაციისთვის მოსწავლემ (მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა შეავსოს ცენტრის მოსწავლის სარეგისტრაციო ბარათი (ანკეტა), ასევე ფოტო ¾ -ზე. სალოტბარო სკოლაში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. იხილეთ სარეგისტრაციო ლინკი:
https://forms.gle/G4ZyQxQuCzs1UZ5f7
📍 მისამართი: დუშეთი, აღმაშენებლის N31
📞დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593138111
555940664

🎊დუშეთის სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულს, საბა ქადაგიშვილს, ვულოცავთ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფ...
17/06/2025

🎊დუშეთის სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულს, საბა ქადაგიშვილს, ვულოცავთ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულთა სასერთიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას! 🎶✨

ასევე წარმატებებს ვუსურვებთ საბას ეროვნულ გამოცდებზე! 📚❤️

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულთა სასერთიფიკატო გამოცდა ჩატარდა.

კურსდამთავრებულებს ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, მოადგილე ნანა ვალიშვილმა და სალოტბარო სკოლების შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელმა ლიკა ლიპარტელიანმა მოუსმინეს.

ამბროლაურის, თელავის, ქარელის, შუახევის, ზესტაფონის, დუშეთის, ახალციხისა და ყვარლის სალოტბარო სკოლის 13 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადაეცათ.

მათი უმრავლესობა სწავლას გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში განაგრძობს.

09/05/2025

🌱 “აღდგომასა შენსა”
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IX ეროვნული კონკურსის I ტური. 🎶❤️

🎶 დუშეთის სალოტბარო სკოლის რეგენტი მარიამ დუმბაძე დუმბაძეების სახელოვანი გვარის წარმომადგენელია. ამ გვარმა მნიშვნელოვანი...
05/04/2025

🎶 დუშეთის სალოტბარო სკოლის რეგენტი მარიამ დუმბაძე დუმბაძეების სახელოვანი გვარის წარმომადგენელია. ამ გვარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გურული საეკლესიო გალობის შენახვა-გადაცემის საშვილიშვილო საქმეში. დუმბაძეების მომღერალ-მგალობელთა გვარი იმ ცნობილ ლოტბართა და მგალობელთა შორის იყვნენ, რომლებმაც ამ ტრადიციის გაგრძელებასა და აღორძინებაში დიდი წვლილი შეიტანეს, ესენია: ანტონ დუმბაძე, მღვდელი გიორგი და დავით დუმბაძეები… ფასდაუდებელია მათი ღვაწლი შემოქმედის სკოლის (ხშირად ,,დუმბაძის კილოდაც“ მოიხსენიებენ) სამგალობლო ტრადიციის შენახვა-შენარჩუნებაში.
მარიამი უზომად მადლიერია ღმერთის, რომ შესაძლებლობა მიეცა ზიარებოდა იმ დიდ საუნჯეს, რასაც ქართული საეკლესიო გალობა ჰქვია. მისთვისთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ მეუღლე ისაია გორდელაძეების მგალობელ-მომღერლთა ოჯახის წევრია, თავად კი - რძალი.

🎶დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 2000 წლის 27 აგვისტოს. ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულს ოჯახში ეზიარა - მის ოჯახში ყველა მღერის. 2018 წელს დაამთავრა ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა. სწავლობდა ოზურგეთის სალოტბარო სკოლაში.
სალოტბარო სკოლაში წირვა-ლოცვის საგალობლები თავდაპირველად ლოტბარ-რეგენტმა ლაშა ჩხარტიშვილი შეასწავლა და სწორედ მაშინ დაიწყო გალობა სოფელ კვირიკეთის წმიდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში. ქართული საეკლესიო გალობის ისტორიისადმი ინტერესი და სიყვარული მასწავლებლებმა - მარინა ძველაიამ და მისმა მეუღლემ ვასილ ცეცხლაძემ ჩაუნერგეს.

🎶 2019 წელს ჩააბარა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში, სადაც შეიძინა ძალიან დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა . სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციასა და ექსპედიციაში.

🎶2016 წლიდან დღემდე ანსამბლ „რეხეულის“ წევრია. ქართული ხალხური სიმღერისადმი ასეთი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და პროფესიად სიმღერა-გალობის არჩევას თავის პედაგოგს, ანსამბლ ,,რეხეულის“ ხელმძღვანელს, ფოტინე გორდელაძეს უმადლის. ასევე ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ჯილდო თავის ცხოვრებაში - არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიას, რომელიც 2019 წელს წმიდა კვირიკე და ივლიტას ტაძრის მგალობლებს გადაეცათ.

🎶2021-2023 წელს მუშაობდა ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის გუნდის მასწავლებლად. მისი პირველი ნაბიჯები პროფესიულ საქმიანობაში ამ სკოლის გუნდს უკავშირდება. გუნდი ორჯერ მონაწილეობდა ბავშვთა საგუნდო მუსიკის კონკურსში და ორივეჯერ პირველი ადგილი, ლაურეატის წოდება, ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

🎶2023 წელს მუშაობდა სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად.
2024 წლიდან დუშეთის სალოტბარო სკოლის რეგენტია.

💫ჰობი: მოგზაურობა და მხატვრული ლიტერატურა.

მარიამ დუმბაძე
ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლები
ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

Address

რუსთაველის #27
Dusheti

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დუშეთის სალოტბარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to დუშეთის სალოტბარო სკოლა:

Share