20/05/2026
#რეგისტრაცია
📢 გაცნობებთ, რომ 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს ორ ეტაპად.
📅 პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისს და გაგრძელდება 24 ივნისის ჩათვლით.
პირველ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისი და-ძმაც უკვე არის იმავე ბაღის აღსაზრდელი.
ბაგა–ბაღებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის (იხილეთ ტექსტის ბოლოს ⬇️) წარდგენა და განცხადების დაწერა მოხდება სასურველი ბაღის დირექტორთან.
📅 მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 25 ივნისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 5 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.
მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი, ვისაც მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უსრულდება 2 წელი.
ℹ️ ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge , ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.
ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული.
✅მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში.
დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 22 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით.
📌 დაგჭირდებათ:
🔘 ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
🔘 ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
🔘 ორი ფოტოსურათი (3X4);
🔘 მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
🔘 რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
🔘 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
📌 რაც შეეხება სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს, 25 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ სააგენტოში (სტალინის გამზ.16), დაწერონ განცხადება და წარადგინონ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები.