CUE • Student Self-Government • სტუდენტური თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • CUE • Student Self-Government • სტუდენტური თვითმმართველობა

CUE • Student Self-Government • სტუდენტური თვითმმართველობა შპს „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტური თვითმმართველობა

11/12/2025

🧩 17 დეკემბერს, 14:00 საათზე, "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" ნათია ფანჯიკიძე ისაუბრებს თემაზე - "ციფრული ეპოქა და ემოციური ინტელექტი წარმატებისთვის". 💡

🌐 შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს ციფრულ გარემოში ემოციური ინტელექტის განვითარების შესახებ. 🧠

🎯 ნათია ფანჯიკიძე სტუდენტებს გაუზიარებს მეთოდებს, რომლებიც მათ საკუთარი ძლიერი მხარეების გაცნობაში, თვითმოტივაციას და მიზნების სწორად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 📲

📌 შეხვედრა განკუთვნილია "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

📄 სარეგისტრაციო ბმული: 👈🏻
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfrTT1VJIxootj9lR8Gc3qwFbS8CAb9isNOWNEJyhfdOQJphw/viewform?usp=header

📍 ადგილმდებარეობა: აუდიტორია 201, "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა N13.

🔗 ვრცლად შეხვედრის შესახებ↪️ : https://cue.edu.ge/17-dekembers-nathia-phanjikidze-evropis-tsentralur-universitetshi-leqtsias-gamarthavs/

🎃 Halloween at CUE! 👻ორშაბათს, 3 ნოემბერს, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში გელოდებათ დაუვიწყარი Halloween_ის საღამო! 🕸️ჩ...
31/10/2025

🎃 Halloween at CUE! 👻

ორშაბათს, 3 ნოემბერს, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში გელოდებათ დაუვიწყარი Halloween_ის საღამო! 🕸️

ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ:
🕷️ თემატური გაფორმება და მუსიკალური გარემო 🎲 სამაგიდო თამაშები
💀 საშინელებათა ჟანრის ფილმის ჩვენება
🎨 სახის მოხატვა
🍿 ხემსი და ბევრი გართობა

📍 ადგილი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზი

🕗 დასაწყისი : 19:00 საათი

— ერთად შევქმნათ მაგიური ატმოსფერო! 🕯️🦇

*საღამო დახურულია და განკუთვნილია მხოლოდ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

გსურს შთამბეჭდავი თავგადასავალი და ახალი აღმოჩენები? მაშინ გამოტოვება არ ღირს!  📅 19 ოქტომბერს (კვირას)  „ევროპის ცენტრა...
17/10/2025

გსურს შთამბეჭდავი თავგადასავალი და ახალი აღმოჩენები?
მაშინ გამოტოვება არ ღირს!

📅 19 ოქტომბერს (კვირას)
„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტური თვითმმართველობა და მასთან არსებული ტურიზმის კლუბი "კოლხური ნაბიჯები" გიწვევთ დაუვიწყარ ექსკურსიაზე, რომელიც აგავსებთ ემოციებით, შთაბეჭდილებებითა და გუნდურ სულისკვეთებით! 💫

🕡 გასვლის დრო: 06:30
📍 გასვლის ადგილი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ეზო
📏 მარშრუტის საერთო მანძილი: დაახლოებით 350 კმ
🥾 ეკიპირება: ჩაიცვით თბილად და კომფორტულად (ფეხით გასასვლელი მანძილი – დაახლოებით 6 კმ)

💡 თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან ალერგია, გთხოვთ, გვაცნობოთ წინასწარ.

მონაწილეები გადანაწილდებიან გუნდებად, თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი/გიდი, რომელიც იზრუნებს გუნდის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულობაზე. გთხოვთ, ექსკურსიის განმავლობაში მიჰყვეთ მათ ინსტრუქციებს. 🙌

🌄 მოგზაურობის მარშრუტი მოიცავს:
📍 ყინწვისის მონასტერი
📍 მზოვრეთის მონასტერი
📍 სარკინეთის მონასტერი
📍 ორთუბნის მონასტერი
📍 ბატეთის ტბა

შეგახსენებთ — ეს იქნება შესანიშნავი შანსი ბუნებასთან სიახლოვისთვის, მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და საქართველოს სილამაზის ახალი კუთხეების გასაცნობად!

📸 მოამზადეთ კამერები — წინ გელით შთამბეჭდავი ხედები და დაუვიწყარი კადრები!

Სარეგისტრაციო ფორმა : https://forms.gle/weocKwsbhnL3C4EH7

📢 "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.🗳️ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი  ე...
12/08/2025

📢 "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

🗳️ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული სისტემის "CUEElections“ მეშვეობით ჩატარდა.

🎓 სტუდენტური ცხოვრების განვითარებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების, სტუდენტთა უფლებების დაცვის მიზნით, შემოქმედებითი პროცესების მართვასა და სამოქალაქო აქტივობების ხელშეწყობაში, სტუდენტური თვითმმართველობა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს ასრულებს.

🌟 "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" ულოცავს გამარჯვებას ახალი მოწვევის თვითმმართველობის წევრებს და წარმატებებს უსურვებს.

ვრცლად: https://shorturl.at/fYlaq

📢 Student self-government elections were held at the Central University of Europe.

🗳️ The voting process for the elections was conducted through the electronic system "CUEElections".

🎓 Student self-government plays an important and responsible role in developing student life, implementing new initiatives, safeguarding students' rights, managing creative processes, and promoting civic activities.

🌟 Central University of Europe extends its sincere congratulations to the newly elected members of the self-government on their victory and wishes them continued success.

Read more: https://shorturl.at/jK9EK

📆 18 ივნისს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში გაიმართა "სიცილის ლიგა 2025“-ის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც მო...
07/07/2025

📆 18 ივნისს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში გაიმართა "სიცილის ლიგა 2025“-ის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ოთხი გუნდი: „თენ გული“, „კეთილი ადამიანები“, „მთავრობა“ და „იშვიათი იმერლები“.

🥇 პირველი ადგილი დაიკავა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტის, თენგო ტოფაძის გუნდმა — „თენ გული“.

👥 ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:
დავით ლიკლიკაძე
ბაია ჯოხაძე
მიხეილ გაგოშიძე
ბექა იაკობიძე და შაკო ხუციძე — ქსეუ-ს რეჟისორები

🎤 ღონისძიებას უძღვებოდა აჩი კიკნაველიძე (ჩელე) — "მან-სან-კანის" ყოფილი მოთამაშე.

🙏განსაკუთრებული მადლობა ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელს - ზაზა ლეჟავას (სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის მენეჯერს)

🎮თვითმმართველობის სახელით დიდ მადლობას ვუხდით Game Space-ს გვერდით დგომისა და თანამშრომლობისათვის.

🎭აღნიშნული ფესტივალი ტარდება ყოველწლიურად და უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტუდენტური ღონისძიებაა.

✨სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად ზრუნავს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და გალამაზებაზე.

17/06/2025

For ENG Scroll Down ⤵️

🤖 ტრენინგი: ხელოვნური ინტელექტი - ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები განათლებაში

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით გიწვევთ ტრენინგზე, რომელსაც გაუძღვება ვინსენტ ლოუტერი (Vincent Lauter) — გლობალური განათლების ექსპერტი და Senior Global Educator არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (Arizona State University).

✍🏻 თემა: AI with Empathy: Ethical Technology for Educators

🔔 თარიღი: 26 ივნისი დრო: 10:00 საათი საკონფერენციო სივრცე, წერეთლის #13, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი

🌐 სამუშაო ენა: ინგლისური

📌 რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/AL2r3

🤖 Training: AI with Empathy – Ethical Technology for Educators

Central University of Europe in cooperation with Kutaisi American Corner invites you to a training session led by Vincent Lauter, a global education expert and Senior Global Educator at Arizona State University.

✍🏻 Topic: AI with Empathy: Ethical Technology for Educators

🔔 Date: June 26 Time: 10:00 AM Conference Space, 13 Tsereteli St., Central University of Europe

🌐 Working language: English

📌 Register here: https://shorturl.at/AL2r3

#ევროპისცენტრალურიუნივერსიტეტი

📣 გეპატიჟებით სიცილის ლიგის ფინალზე!"ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" 18 ივნისს, 17:00 საათზე, გელოდებათ სტუდენტური იუმო...
17/06/2025

📣 გეპატიჟებით სიცილის ლიგის ფინალზე!

"ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" 18 ივნისს, 17:00 საათზე, გელოდებათ სტუდენტური იუმორის, კრეატიულობისა და გუნდური მუშაობის ზეიმი!

📍 ლოკაცია: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ( 604 )

🎭 გუნდები, რომლებიც უკვე გაიცანით, ფინალში იბრძვიან ტიტულისთვის – იუმორი, შოუ და ბევრი პოზიტივი გარანტირებულია!

📌 დასწრება თავისუფალია – არ გამოტოვოთ !

ფინალში მონაწილეობენ შემდეგი გუნდები :

"კეთილი ადამიანები";

"თენ-გული"

"მთავრობა"

"იშვიათი იმერლები"

მადლობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ჩვენი უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის...
13/06/2025

მადლობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ჩვენი უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტს.

See you there!ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს!
05/06/2025

See you there!
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს!

🔷 6 ივნისს, 17:00 საათზე „სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში ქართული ლიგა გაიმართება.

📍 კონკურსს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს და მასში 7 უნივერსიტეტი ჩაერთვება.

🕚 რეგისტრაციის დრო - 12:00 საათი.

#სტუდფესტი2025

02/06/2025
🌍🌿 2025 წლის 18 მაისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებული ტურიზმის კლუბის “კოლხურ...
20/05/2025

🌍🌿 2025 წლის 18 მაისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებული ტურიზმის კლუბის “კოლხური ნაბიჯების“ ორგანიზებით გურიის რეგიონში შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.

ღონისძიების მიზანი საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოს ბუნების განსაკუთრებულობის, სილამაზისა და კულტურის გაცნობა იყო.
თითოეულ ტურისტულ ზონაზე ჩვენს სტუდენტებს გიდობას უწევდნენ ტურიზმის კლუბის წევრები, რომლებმაც წინასწარ მოამზადეს ინფორმაცია ლოკაციების ისტორიულ და ბუნებრივ თავისებურებებზე.
მონაწილეები ესტუმრნენ:

• დენდროლოგიური პარკს
• მუსიკალური პარკს
• წვერმაღალას პარკს.

🤗 დღის ბოლოს გაიმართა რეფლექსიის სესია, სადაც მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და ემოციები სხვებთან ერთად გააზიარეს.
სტუდენტური თვითმმართველობის სახელით, გულწრფელად ვუხდით მადლობას ჩვენი ტურიზმის კლუბ “კოლხური ნაბიჯების” თითოეულ წევრს გამორჩეული ორგანიზებულობისა და მრავალმხრივი აქტივობისათვის. მათი ჩართულობა სცდება მხოლოდ ტურიზმს — ისინი გამოირჩევიან ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლისა და სხვა მიმართულებებითაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი სამუშაოს სიღრმესა და ხარისხს.

განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურს მუდმივი მხარდაჭერისათვის — თქვენ გვერდით დგომა გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად უფრო მეტი შევქმნათ.

🌍🌿 On May 18, 2025, an educational excursion to the Guria region was organized by the "Colchian Steps" Tourism Club, operating under the Student Self-Government of the Central University of Europe.
The purpose of the event was to introduce international students to the unique beauty, nature, and culture of Georgia.
At each tourist site, members of the Tourism Club served as guides, having prepared detailed information in advance about the historical and natural features of the locations.

Participants visited:
• The Dendrological Park
• The Musical Park
• The Tsvermaghala Park

🤗 At the end of the day, a reflection session was held, during which participants shared their impressions and emotions with one another.
On behalf of the Student Self-Government, we sincerely thank each member of our "Colchian Steps" Tourism Club for their exceptional organization and multifaceted involvement. Their contributions go far beyond tourism — they also demonstrate excellence in fields such as business, economics, law, and more, once again affirming the depth and quality of their work.

Special thanks to the Public Relations and Marketing Department for their ongoing support — your commitment empowers us to achieve even more together.

სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებულმა ტურიზმის ახალმა კლუბმა „კოლხური ნაბიჯები“ (ხელმძღვანელი: ირაკლი ხელაძე) წარმატებ...
12/05/2025

სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებულმა ტურიზმის ახალმა კლუბმა „კოლხური ნაბიჯები“ (ხელმძღვანელი: ირაკლი ხელაძე) წარმატებით განახორციელა თავისი პირველი შემეცნებითი ექსკურსია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას მიეძღვნა.
აკადემიური მიმართულებით ექსკურსიას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი - ქალბატონი ციცინო დავითულიანი, ხოლო ადგილზე გიდობა შეითავსეს თავად კლუბის წევრებმა, რომლებმაც თითოეული ლოკაცია სხვა კუთხით დაანახეს ჩვენს სტუდენტებს.

📍ჩვენ ვესტუმრეთ:
🌊 ღვირიშის ჩანჩქერს - რომელიც თავისი ხასიათით გამოირჩევა და უნიკალურია;
🪨 საირმის სვეტებს – გრანდიოზულ კლდოვან ლანდშაფტს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ბუნებრივად ჩამოყალიბდა;
⛪ ნიკორწმინდას – შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის უმშვენიერეს ნიმუშსა და საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს;
🌅 შაორის წყალსაცავს – გასაოცარი ბუნების მქონე ლანდშაფტს.
🏡 და, რა თქმა უნდა, ზანდურის სახლი-Zanduri House – რომლის მასპინძელსაც განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, რადგან, მათ გვაჩვენეს სტუმართმოყვარეობის უმაღლესი ნიმუში, რომელმაც მთელ ჯგუფზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

🙏 მადლობას ვუხდით ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს, ასევე აკადემიურ პერსონალსა და, განსაკუთრებით, ქალბატონ ციცინო დავითულიანს თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.

🎓 დიდი მადლობა „კოლხური ნაბიჯების“ წევრებსა და გიდებს, ასევე კონფუცის კლასის ჩინელ ლექტორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იმოგზაურეს და მულტიკულტურული განწყობა შეჰმატეს ექსპედიციას.

🌟 ვულოცავთ ტურიზმის კლუბს წარმატებულ დასაწყისს და ვუსურვებთ შთამაგონებელ, მდიდარ და წარუშლელ მომავალს!

The newly established tourism club “Colchian Steps” (led by Irakli Kheladze), operating under the Student Government, has successfully carried out its first educational excursion, dedicated to the unique cultural and natural heritage of Racha-Lechkhumi.

The academic direction of the trip was led by Mrs. Tsitsino Davituliani, Candidate of Geographical Sciences. On-site guiding was provided by the club members themselves, who presented each location from a fresh and insightful perspective for our students.

📍 We visited:
🌊 Gvirishi Waterfall – distinguished by its unique character and natural charm;
🪨 Sairme Pillars – a grand rocky landscape, naturally formed over centuries;
⛪ Nikortsminda – a magnificent example of medieval Georgian architecture and a symbol of national unity;
🌅 Shaori Reservoir – a breathtaking landscape surrounded by awe-inspiring nature.
🏡 And, of course, Zanduri’s House – whose host deserves special thanks for offering an outstanding example of Georgian hospitality, leaving a lasting impression on the entire group.

🙏 We sincerely thank Public Relations and Marketing Department Service, student and alumni service center, the academic staff, and especially Mrs. Tsitsino Davituliani for their support and collaboration.

🎓 Our heartfelt appreciation goes to the members and guides of Colchian Steps, as well as to the Chinese lecturers from the Confucius Classroom, who joined us and contributed a multicultural spirit to the expedition.

🌟 Congratulations to the Tourism Club on a successful beginning! We wish you an inspiring, rich, and unforgettable future!

Address

A. Tsereteli Str. #13
Kutaisi
4600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CUE • Student Self-Government • სტუდენტური თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to CUE • Student Self-Government • სტუდენტური თვითმმართველობა:

Share