27/11/2025
📢 აწსუ პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას არაფორმალური საგანმანათლებლ კურსზე- ,,სოციალური მეწარმეობრივი უნარების განვითარება’’.
📌მონაწილეობის მიღება შეუძლია აწსუ პროფესიული განათლების ცენტრის მსმენელებს, აკადემიური პროგრამების სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ყველა დაინტერესებულ პირს.
📌სსსმ, შშმ მსმენელებისათვის შედგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც დაეფუძნება ამ მოდულს.
📌აღნიშნულ კურსზე მსმენელების მიღება განხორციელდება სამ ეტაპად:
✅ 24.11.2025-19.12.2025
✅ 12.01/2026-07.02.2026
✅ 23.02.2026-20.03.2026
🟥კურსის მოკლე აღწერა: კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის განათლებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე პირობებში და განუვითაროს შესაბამისი უნარები. განიხილოს სოციალური მეწარმეობის საბაზისო საკითხები, რომელიც ფარავს შემდეგ თემებს: სოციალური მეწარმეობის გაგება, ზოგადი სამართლებრივი საკითხები, მარკეტინგი და მარტივი ფინანსები.
📌კურსი დაფინანსებულიაპროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia-ს მიერ.
❗️კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
Send a message to learn more