CUE • ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი • Central University of Europe

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • CUE • ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი • Central University of Europe

CUE • ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი • Central University of Europe ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი - 019
Central University of Europe

https://cue.edu.ge/

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მედიცინის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები, რომლის ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევ

ე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

ქუთაისის უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია. იგი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად.

და მაინც, რატომ ქუთაისის უნივერსიტეტი?

🔵მაღალი კვალიფიკაციის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ლექტორები
🔵საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები
🔵პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებასა და სტაჟირების პროგრამები.
🔵განახლებული ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული კლასები სმარტ-დაფებით, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით

🔵საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, სახელოვნებო, სპორტული და სხვა კლუბები,

🔵ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით

🔵სწავლის გადასახადის მოქნილი გრაფიკი

For ENG Scroll Down ⏬🏥 22 ივლისს, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, საჯარო ლექციის თემაზე -„ჩინეთის ინტეგრირებული ჯანდაცვ...
22/06/2026

For ENG Scroll Down ⏬

🏥 22 ივლისს, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, საჯარო ლექციის თემაზე -„ჩინეთის ინტეგრირებული ჯანდაცვის სისტემა: კლინიკური პრაქტიკა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვა და ტრადიციული ჩინური მედიცინა“გაიმართება.

👩‍⚕️ ლექციას გაუძღვება, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის – უჰანის უნივერსიტეტის (Wuhan University) პროფესორი, Dr. Yi Cai-ს.

🌍 ღონისძიების მიზანია მონაწილეებისთვის თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების, საერთაშორისო გამოცდილებისა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ტენდენციების გაცნობა.

📅 თარიღი: 22 ივლისი, 12:00 საათი;

🗣️ სამუშაო ენა: ინგლისური;

📍 ადგილმდებარეობა: ‘’ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის’’, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი (აუდიტორია 201).

🔗 ვრცლად: https://cue.edu.ge/sajaro-leqtsia-themaze-chinethis-integrirebuli-jandatsvis-sistema-klinikuri-praqtika-sazogadoebrivi-jandatsvis-marthva-da-traditsiuli-chinuri-meditsina-gaimartheba/

🏥 On July 22, the Central University of Europe will host a public lecture on “China’s Integrated Healthcare System: Clinical Practice, Public Health Management, and Traditional Chinese Medicine.”

👩‍⚕️ The lecture will be delivered by Dr. Yi Cai, Professor at one of China’s leading universities, Wuhan University.

🌍 The event aims to provide participants with insights into modern healthcare systems, international experience, and current trends in the global educational and healthcare landscape.

📅 Date: July 22, 12:00 PM;

🗣️ Working Language: English;

📍 Venue: Reading Hall of the Library (Auditorium 201), Central University of Europe.

🔗 Read more: https://cue.edu.ge/en/public-lecture-on-china-s-integrated-healthcare-system-clinical-practice-public-health-management-and-traditional-chinese-medicine/

For ENG Scroll Down ⏬ ⭐ "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" პოსტერების კონკურსის - "აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგია...
22/06/2026

For ENG Scroll Down ⏬

⭐ "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" პოსტერების კონკურსის - "აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია" დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა .

✍🏻 კონკურსის მიზანს სტუდენტებში პლაგიატის მავნე პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

🎨 ინიციატივის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემოქმედებითი ფორმით გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება პლაგიატის წინააღმდეგ და წვლილი შეეტანათ კეთილსინდისიერი აკადემიური გარემოს შექმნაში.

🔗 ვრცლად: https://cue.edu.ge/posterebis-konkursis-akademiuri-kethilsindisiereba-da-plagiatis-preventsia-dajildoebis-ghonisdzieba-gaimartha/

⭐ The award ceremony of the poster competition “Academic Integrity and Plagiarism Prevention” was held at the Central University of Europe. The event recognized participants and highlighted the importance of promoting academic integrity and preventing plagiarism within the academic community.

✍🏻 The competition aimed to raise students’ awareness of the harmful effects of plagiarism and to promote the principles of academic integrity.

🎨 As part of the initiative, students were given the opportunity to creatively express their views against plagiarism and contribute to fostering an ethical and integrity-based academic environment.

🔗 Read more: https://cue.edu.ge/en/award-ceremony-of-the-poster-competition-academic-integrity-and-plagiarism-prevention-held/

For ENG Scroll Down ⏬ 🎓 FMGE 2026-ის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა! 🏆⚕️ „ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტის“ მედიცინის ...
19/06/2026

For ENG Scroll Down ⏬

🎓 FMGE 2026-ის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა! 🏆

⚕️ „ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა, FMGE 2026-ის გამოცდაში 77.78%-იანი წარმატების მაჩვენებელი დააფიქსირეს, რაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საუკეთესო შედეგია.

🥼 FMGE ინდოეთის მოქალაქეებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდაა, რომელიც საზღვარგარეთ მიღებული სამედიცინო განათლების ხარისხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად მიიჩნევა.

🎉 ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ პროფესიულ და აკადემიურ მიღწევებს!

🎓 The official FMGE 2026 results have been announced! 🏆

⚕️ Students of the Faculty of Medicine at the Central University of Europe achieved a 77.78% pass rate in the FMGE 2026 examination, the highest among higher education institutions in Georgia.

🥼 This outstanding result reflects the university’s commitment to academic excellence and the high quality of medical education it provides. The achievement further reinforces the university’s position as a leading destination for international medical students pursuing their professional goals.

🎉 We congratulate our students on this remarkable achievement and wish them continued success in their future academic and professional endeavors!

⚽ "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდმა სტუდენტურ სპორტულ ღონისძიებაში "საქართველოს უნივერსიადა 2026“ მიიღო...
19/06/2026

⚽ "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდმა სტუდენტურ სპორტულ ღონისძიებაში "საქართველოს უნივერსიადა 2026“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

⭐ უნივერსიადის მიზანია სტუდენტებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და უნივერსიტეტებს შორის მეგობრული გარემოს შექმნა.

🏆 ტურნირის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

💙 "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ ულოცავს ფუტსალის გუნდის წევრებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს უსურვებს.

©️ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია/University sports federation of Georgia

🚲 "ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა" "CYCLE UP! - ურბანული საფარისა და დიზაინის ინტერაქტიულ ვორქშოპს: ქალაქი ფეხით მოსი...
18/06/2026

🚲 "ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა" "CYCLE UP! - ურბანული საფარისა და დიზაინის ინტერაქტიულ ვორქშოპს: ქალაქი ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტების თვალით" უმასპინძლა .

🧭 ვორქშოპის მიზანი ქუთაისის, როგორც ყველა მოქალაქისთვის კომფორტული, ინკლუზიური და ეკოლოგიურად ხელმისაწვდომი ქალაქის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა იყო .

🏙️ ვორქშოპის ფარგლებში სტუდენტები მცირე ჯგუფებში მუშაობდნენ და ქუთაისში სასწავლო ტურში მონაწილეობდნენ. ტურის განმავლობაში, ისინი, უშუალოდ დააკვირდნენ ქალაქის ურბანულ გარემოს, ტრანსპორტირების სისტემასა და გარემოსდაცვით გამოწვევებს.

🤝 ვორქშოპი ორგანიზებული იყო ჩეხეთის ცენტრი თბილისის მიერ ადგილობრივ პარტნიორთან, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

🔗 ვრცლად: https://cue.edu.ge/cycle-up-urbanuli-sapharisa-da-dizainis-interaqtiuri-vorqshopi-qalaqi-phekhith-mosiaruletha-da-velosipedistebis-thvalith/

🚲 Central University of Europe hosted the workshop “CYCLE UP! – Interactive Workshop on Urban Infrastructure and Design: The City Through the Eyes of Pedestrians and Cyclists.”

🧭 The workshop aimed to explore opportunities for developing Kutaisi as a comfortable, inclusive, and environmentally accessible city for all citizens. Participants discussed ways to improve the urban environment and examined how city spaces can be better adapted to the needs of pedestrians and cyclists.

🏙️ As part of the workshop, students worked in small groups and took part in a study tour around Kutaisi. During the tour, they observed the city’s urban environment, transportation systems, and environmental challenges firsthand.

🤝 The workshop was organized by the Czech Centre Tbilisi in cooperation with its local partner, Central University of Europe

🔗 Read more: http://cue.edu.ge/en/cycle-up-interactive-workshop-on-urban-infrastructure-and-design-exploring-the-city-through-the-eyes-of-pedestrians-and-cyclists/

For ENG Scroll Down ⏬ 📚 "ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა" "ოდესის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" მიერ ორგანიზებულ ...
17/06/2026

For ENG Scroll Down ⏬

📚 "ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა" "ოდესის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურებოდა.

🗣️ კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის Erasmus მობილობის მენეჯერმა მაკა ცერცვაძემ პარტნიორი უნივერსიტეტების წინაშე, ონლაინ ფორმატში მოხსენება თემაზე "საერთაშორისო პროექტები და პროგრამები უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში" წარადგინა.

✈️ საერთაშორისო კვირეულის მიმდინარეობისას, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა ბაია ჯოხაძემ და ნინო რაჟამაშვილმა, უცხოელ სტუდენტებს "Erasmus+" მობილობის პროგრამის ფარგლებში მიღებული აკადემიური და კულტურული გამოცდილება გაუზიარეს.

🔗 ვრცლად 🌐: https://cue.edu.ge/evropis-tsentralurma-universitetma-odesis-sakhelmtsipho-agraruli-universitetis-saerthashoriso-kvireulshi-miigho-monatsileoba/

📚 Central University of Europe took part in the International Week organized by Odesa State Agrarian University, an event aimed at fostering experience sharing among partner universities and strengthening international cooperation.

🗣️ During the International Week, the Erasmus Mobility Manager of the International Relations Office Maka Tsertsvadze, delivered an online presentation to partner universities on the topic “International Projects and Programs in the Context of Higher Education Internationalization.”

✈️ During the International Week, students of the Faculty of Social Sciences, Business and Law, Baia Jokhadze and Nino Razhamashvili, shared with foreign students the academic and cultural experience they gained within the framework of the Erasmus+ mobility program.

🔗 Read more 🌐: https://cue.edu.ge/en/central-university-of-europe-participated-in-the-international-week-of-odesa-state-agrarian-university/

For ENG Scroll Down ⤵️🇬🇪🇨🇳 “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასისა და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლ...
12/06/2026

For ENG Scroll Down ⤵️

🇬🇪🇨🇳 “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასისა და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხე გაიხსნა.

🈶 ინიციატივის მიზანია ჩინური ენის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, ასევე, ადგილობრივი საზოგადოებისათვის ჩინური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და შემეცნებითი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.

🤝 ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი საგანმანათლებლო სივრცე და საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

🔗 ვრცლად: https://cue.edu.ge/quthaisis-sajaro-bibliothekashi-chinuri-enis-kuthkhe-gaikhsna/

🇬🇪🇨🇳 Within the framework of a memorandum of cooperation between the Confucius Class of the Central University of Europe and the Kutaisi Public Library, a Chinese Corner has been opened at the Kutaisi Public Library.

🈶 The initiative aims to promote the Chinese language, culture, and traditions, as well as to increase access to Chinese language learning for the local community. The cooperation also envisages the implementation of joint educational, cultural, and informational projects and events.

🤝 Within the framework of the event, guests toured the newly established educational space and discussed the importance of deepening educational and cultural cooperation between Georgia and China.

🔗 Read more: https://cue.edu.ge/en/a-chinese-language-corner-has-been-inaugurated-at-the-kutaisi-public-library/

For ENG Scroll Down ⤵️🇺🇸  10 ივნისს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმ...
12/06/2026

For ENG Scroll Down ⤵️

🇺🇸 10 ივნისს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰარვი სერნოვიცი ეწვია. 🤝

🌍 ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული უნივერსიტეტების საქმიანობის, განვითარების მიმართულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობა. 🎓

🏛️ შეხვედრას ესწრებოდნენ “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლისა და მედიცინის ფაკულტეტების დეკანები.

🔗 ვრცლად ვიზიტის შესახებ: https://cue.edu.ge/evropis-tsentralur-universitets-ashsh-is-saelchos-sajaro-diplomatiis-ganqhophilebis-khelmdzghvaneli-etsvia/

🇺🇸 On June 10, Central University of Europe hosted Harvey Cernowitz, Head of the Public Diplomacy Section of the U.S. Embassy. 🤝

🌍 The purpose of the visit was to learn about the activities of regional universities, their development priorities, and opportunities for international cooperation. 🎓

🏛️ The meeting was attended by representatives of the International Relations, Strategic Development, and Quality Assurance Office of central university of Europe, as well as the deans of the Faculties of Social Sciences, Business and Law, and Medicine.

🔗 Read more: https://cue.edu.ge/en/head-of-public-diplomacy-section-of-the-u-s-embassy-visits-central-university-of-europe/

🔬 "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და სამეცნიერო კვლევითი აქ...
11/06/2026

🔬 "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და სამეცნიერო კვლევითი აქტივობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეა ვალიშვილმა ლექცია თემაზე - "მარკეტინგული კვლევის ძირითადი ასპექტები" ჩაატარა.

💻 ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა მარკეტინგული კვლევის არსზე, მის მნიშვნელობასა და ძირითად ეტაპებზე. ასევე განიხილა მომხმარებელთა ქცევის შესწავლის მეთოდები, ბაზრის ანალიზის ინსტრუმენტები და მარკეტინგული კვლევის როლი ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 📊

🎯 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრენდის მნიშვნელობას, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც ბრენდის ცნობადობასა და მომხმარებელთა ლოიალობის ზრდას განაპირობებს.

For ENG Scroll Down ⏬🔬 "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტ...
10/06/2026

For ENG Scroll Down ⏬

🔬 "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით გამართული "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026" წარმატებით დასრულდა.

🎯 კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო სესიებს და ვორქშოპებში.

🔎 კვირეულის მიზანი სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების პოპულარიზაცია, ასევე სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაღრმავება იყო.

🔗 ვრცლად: https://cue.edu.ge/sametsniero-kvireuli-studentebisthvis-2026-tsarmatebith-dasrulda/

🔬 The "Scientific Week for Students 2026," organized by the Research Support Center and the faculties of the Central University of Europe, has been successfully concluded.

🎯 As part of the week, students had the opportunity to participate in a variety of educational sessions and workshops.

🔎 The aim of the event was to support the development of students’ research skills, promote the principles of research ethics and academic integrity, and foster a deeper interest in scientific and research activities.

🔗 Read more: https://cue.edu.ge/sametsniero-kvireuli-studentebisthvis-2026-tsarmatebith-dasrulda/

Address

13. Tsereteli Street
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995431237979

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CUE • ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი • Central University of Europe posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to CUE • ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი • Central University of Europe:

Share