კოლეჯი იბერია College Iberia

კოლეჯი იბერია College Iberia სსიპ კოლეჯი "იბერია"
(1)

🌿 „დაგეგმე გაამწვანე იცხოვრეს“ ფარგლებში – იდეებიდან რეალურ შედეგამდე.პროექტის ფარგლებში, ფიზიკა-მათემატიკის №41 და №24 ...
19/12/2025

🌿 „დაგეგმე გაამწვანე იცხოვრეს“ ფარგლებში – იდეებიდან რეალურ შედეგამდე.

პროექტის ფარგლებში, ფიზიკა-მათემატიკის №41 და №24 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, კოლეჯის სტუდენტებთან ერთად ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს საბოლოო მაკეტი, რომელიც მათ მიერ დაგეგმილი ეკო-მეგობრული სივრცის კონცეფციას ასახავს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჩართულობით შეირჩა გასამწვანებელი სკვერები ოთხი უბნიდან.

მთელი პროცესის განმავლობაში მონაწილეებმა:
🔹 გააანალიზეს გარემოსდაცვითი გამოწვევები
🔹 შეიმუშავეს მდგრადი და ინოვაციური იდეები
🔹 გუნდური მუშაობით გადმოიტანეს საკუთარი ხედვები მაკეტში
მაკეტი მოიცავს:
🔹 სივრცის ფუნქციურ ზონირებას;
🔹 ეკოლოგიური მასალების გათვალისწინებას;
🔹 მცენარეული საფარისა და ინფრასტრუქტურის იდეალურ ბალანსს.

პროექტი:
🔹 მიმართულია ახალგაზრდებში პროფესიული უნარების განვითარებისა და კარიერული ორიენტაციის ხელშეწყობისკენ;
🔹 ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში;
🔹 უყალიბებს სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარებს, რომლებიც აუცილებელია აქტიურ და პასუხისმგებელ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის;
🔹 ზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას სკოლის მოსწავლეებისა და თემის სხვა წევრებისთვის.

✅პროექტი მხარდაჭერილია პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
ქუთაისის ოცდამეოთხე საჯარო სკოლა
@სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საჯარო სკოლა

#გაამწვანეიცხოვრეს #მწვანემომავალი #ეკოინიციატივა #პროფესიულიუნარები #ახალგაზრდებისჩართულობა #პროფესიულიგანათლება

📌 „დაგეგმე, გაამწვანე, იცხოვრე“ – ტრენინგები აქტიურად გრძელდებაკოლეჯი იბერია-ში პროექტი დინამიურად ვითარდება და მონაწილე...
10/12/2025

📌 „დაგეგმე, გაამწვანე, იცხოვრე“ – ტრენინგები აქტიურად გრძელდება

კოლეჯი იბერია-ში პროექტი დინამიურად ვითარდება და მონაწილეები ეუფლებიან გარემოსდაცვითი გამოწვევების ანალიზსა და სივრცით დაგეგმვას.
ახალგაზრდები ჩაერთნენ შემდეგ აქტივობებში:

🔹 ინტერაქტიული რუკის გამოყენება – სტუდენტები სწავლობენ საქართველოს პრობლემური გარემო ზონების იდენტიფიკაციას, მონაცემთა ანალიზს და გადაწყვეტილებების დაგეგმვას.

🔹 ქუჩის გამოკითხვა – მონაწილეები ატარებენ საჯარო გამოკითხვებს, აგროვებენ რეალურ მონაცემებს და ეუფლებიან საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრაქტიკულ მეთოდებს.

🔹 3D ლაზერული მაკეტირება – ტრენინგები მოიცავს 3D ლაზერული ჭრის ტექნოლოგიას, მაკეტის დეტალების დამზადებას და ინტერდისციპლინარული უნარების განვითარებას.

პროექტი ეტაპობრივად უახლოვდება საბოლოო პროდუქტს — ეკოლოგიური სივრცის მოდელს, რომელიც ახალგაზრდების იდეებსა და პრაქტიკულ მუშაობაზე იქნება დაფუძნებული.

👉პროექტის მხარდამჭერია პროფესიული უნარების სააგენტო.
პროექტი მიმდინარეობს პარტნიორი სკოლების ჩართულობით:
ქუთაისის ოცდამეოთხე საჯარო სკოლა
@სსიპ ანდრია რაზმაძის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
#დაგეგმეგაამწვანეიცხოვრებე #კოლეჯიიბერია #სტუდენტურიინიციატივები #გარემოსდაცვა #ახალგაზრდებიაქტიურობისთვის

06/12/2025

🔹 ვორკშოპი პროფესიული განათლების განვითარებაზე

2025 წლის 5 დეკემბერს ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და სტუდენტური სერვისების გაძლიერების მიზნით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პროფესიული განათლების ექსპერტი ნინო ელბაქიძე უძღვებოდა.

ვორკშოპის მიზანი იყო კოლეჯებს შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებული პრაქტიკების განხილვა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავება.

კოლეჯებმა წარმოადგინეს:
• განხორციელებული ექსტრაკურიკულური აქტივობების მოკლე მიმოხილვა;
• მიღწეული შედეგები;
• დაგეგმვისას წამოსული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;
• რეკომენდაციები სამინისტროსთვის მომავალ მხარდაჭერაზე;
• სტუდენტური სერვისების არსებული პრაქტიკა და მათი გაუმჯობესების წინადადებები.

#პროფესიულიგანათლება
#კოლეჯიიბერია
#ექსტრაკურიკულურიაქტივობები
#სტუდენტურისერვისები

✅პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ინკლუზიური პროფესიული განათლები...
03/12/2025

✅პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ინკლუზიური პროფესიული განათლების
სპეციალისტებისთვის" მობილობა მოიპოვა ჩვენი კოლეჯის ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტმა მაია კვარაცხელიამ და სასწავლო ვიზიტით 9-14 ნოემბერს იმყოფებოდა ფინეთში, ქ.ჰელსინკში.
✅საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის მიზანია ინკლუზიური განათლების ეფექტური პრაქტიკისა და პროფესიული განვითარების მექანიზმების გაცნობა, ადგილობრივ კოლეჯებში/უნივერსიტეტებში ვიზიტი და იმ მიდგომების გაცნობა, რომლებიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა ინტეგრაციასა და მხარდაჭერას.
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო სახის შეხვედრა პედაგოგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

01/12/2025

- გაცნობებთ, რომ პროექტი “მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის - “PROGRESS”- ის პარტნიორი კოლეჯები, 22-24 დეკემბრის ინტერვალში, ლოკაციების მიხედვით, იწყებენ 25 საათიან უფასო ონლაინ სატრენინგო კურსს: “კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციის უნარების განვითარება”.

- სატრენინგო კურსი დაიწყება ონლაინ 22-24 დეკემბერს (ლოკაციების მიხედვით) და განახლდება 10 იანვრიდან; განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 19 დეკემბერი, 2025.

- სატრენინგო კურსის მიზანია რესტორატორებს და კვების სერვისების მენეჯერებს გააცნოს მდგრადობა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვის, სოციალური პასუხისმგებლობის და ეკონომიკური სტაბილურობის კოორდინირებულ მიდგომებს. ეს არის არა მხოლოდ გლობალური გამოწვევა, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის და კულტურის განვითარების აუცილებელი პირობა.

- კურსი დაეხმარება მსმენელებს მდგრადობის პრაქტიკების დანერგვაშიც, რაც აუცილებელია რესტორნების წარმატებისთვის და ქვეყნის საერთო განვითარებისთვის, რადგან საქართველოში ბუნებრივი რესურსები და ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

- ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რესტორატორებს და კვების სერვისების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

- სატრენინგო კურსს გაუძღვებიან “PROGRESS” პროექტის პარტნიორის, ესპანეთის მდგრადი რესტორნების ფონდის წარმომადგენლის მიერ დატრენინგებული ქართველი პედაგოგები კოლეჯებიდან: “პრესტიჟი”, “მერმისი”, “იკაროსი”, “ბლექსი”, “იბერია” და “მოდუსი”.

- წარმატებული მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატებს.
- დაინტერესებულმა რესტორატორებმა მოგვწერეთ აქ - მესენჯერში და ჩვენ დაგიკავშირდებით.

- „მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის“ (PROGRESS) პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

- პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მას ახორციელებს CARE ავსტრია CARE კავკასიასთან, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციასთან და ესპანეთის მდგრადი რესტორნების ფონდთან თანამშრომლობით.

30/11/2025
🎓კოლეჯი  „იბერია“-ში  კურსდამთავრებულთა  ღონისძიება გაიმართა, რომელიც კოლეჯის საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელო...
27/11/2025

🎓კოლეჯი „იბერია“-ში კურსდამთავრებულთა ღონისძიება გაიმართა, რომელიც კოლეჯის საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციად არის ჩამოყალიბებული. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტების მიერ წარმატებით დასრულებული პროგრამების აღნიშვნა და პროფესიული განათლების სისტემაში მათი ძალისხმევისა და აკადემიური წინსვლის დაფასება.

✨ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კოლეჯის ახალი სტუდენტების მონაწილეობა, რომლებიც პირველად გახდნენ კოლეჯის აკადემიური ცხოვრების თანამონაწილეები. მათთვის წარმოდგენილი ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო კოლეჯის კულტურასთან, სამიზნე მიმართულებებთან და შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებთან გასაცნობად.

💛ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

კოლეჯი „იბერია“ მომავალშიც გააგრძელებს ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას და სტუდენტების პროფესიული პროგრესის მხარდაჭერას.

🌿 პროექტის „დაგეგმე, გაამწვანე, იცხოვრე“ ფარგლებში გაიმართა  ტრენინგები, რომელიც მიზნად ისახავდა ლიდერობის უნარების გაძლ...
22/11/2025

🌿 პროექტის „დაგეგმე, გაამწვანე, იცხოვრე“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები, რომელიც მიზნად ისახავდა ლიდერობის უნარების გაძლიერებას, ეფექტური გუნდური მუშაობის განვითარებას და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობას

ტრენინგში მონაწილეობდნენ ქუთაისის №24 და №41 საჯარო სკოლების მოსწავლეები, ასევე კოლეჯის სტუდენტები, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა განევითარებინათ კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნება, ემუშავათ ერთობლივ დავალებებზე და განეხილათ, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს რეალური წვლილი შეიტანონ გარემოს გაუმჯობესებაში.

🌱 პროექტი ხელს უწყობს ინიციატივებზე დაფუძნებულ სწავლებას, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაზრდასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას.

👉ჩვენ ვაგრძელებთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებსა და პრაქტიკულ საქმიანობებს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ ცოდნა, რომელიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს ადგილობრივ საზოგადოებაში.

პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში.

#დაგეგმეგაამწვანეიცხოვრე

#ახალგაზრდულიინიციატივები
#ეკოლოგიურიგანათლება
#სოციალურიზრდა
#მდგრადიგანვითარება

🌍 გაინტერესებს ინგლისურის სწავლა განსხვავებულად?გაეცანი „VR English Lab – ინგლისურის არაფორმალურ კურსს ვირტუალურ რეალობა...
31/10/2025

🌍 გაინტერესებს ინგლისურის სწავლა განსხვავებულად?
გაეცანი „VR English Lab – ინგლისურის არაფორმალურ კურსს ვირტუალურ რეალობაში“! 🎓💫

👓 წარმოიდგინე, რომ ინგლისურს სწავლობ არა წიგნებიდან, არამედ ვირტუალურ სამყაროში — საუბრობ, მოძრაობ, ურთიერთობ და ავითარებ უნარებს რეალურ სიტუაციებში!

📘 კურსი დაგეხმარება:
✨ ინგლისურად თავისუფალ კომუნიკაციაში (A1 დონიდან)
💻 ციფრული კომპეტენციების განვითარებაში
🌏 კულტურული ცნობიერების გაღრმავებაში
🚀 თვითმოტივაციისა და თავდაჯერებულობის ამაღლებაში

📅 ხანგრძლივობა: 2 თვე (01.11.2025-31.12.2025)
👥 მონაწილეები: 15+ ასაკის ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ინგლისურის საბაზისო ცოდნა (A1 დონე)
📍 სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ, არაფორმალურ გარემოში – VR ტექნოლოგიების გამოყენებით!

🤝პროექტი განხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.

📩 დარეგისტრირდი ახლავე 👉https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScs5CyqR29kKTc7BQ5fVeBLXs_hirN0ptmO8UtM1Vjr_zQvOg/viewform?usp=header

💬ჩაერთე ინოვაციურ სასწავლო თავგადასავალში და გახდი მომავლის ინგლისურენოვანი ლიდერი! 🚀

📍მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 61

#კოლეჯიიბერია #ინოვაციურისწავლა

Address

61 Zurab Anjaparidze Street
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი იბერია College Iberia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to კოლეჯი იბერია College Iberia:

Share