აწსუ მედიცინის ფაკულტეტი/ ATSU Faculty Of Medicine

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • აწსუ მედიცინის ფაკულტეტი/ ATSU Faculty Of Medicine

აწსუ მედიცინის ფაკულტეტი/ ATSU Faculty Of Medicine აწსუ მედიცინის ფაკულტეტი/ ATSU Faculty Of Medicine

09/01/2026

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა 2025 წლის 26 დეკემბერს მედიც....

29/12/2025

მომავალი მედიკოსების სკოლა-პროექტის ორგანიზატორები მადლობას უხდიან მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორს გიორგი გაბუნიას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის

📌 სამედიცინო საკვირაო სკოლის შემაჯამებელი სასწავლო კონფერენცია — მერვე, დასკვნითი შეხვედრა20 დეკემბერს გაიმართა „სამედიც...
29/12/2025

📌 სამედიცინო საკვირაო სკოლის შემაჯამებელი სასწავლო კონფერენცია — მერვე, დასკვნითი შეხვედრა

20 დეკემბერს გაიმართა „სამედიცინო საკვირაო სკოლის“ მერვე, დასკვნითი შეხვედრა — შემაჯამებელი სასწავლო კონფერენცია, რომელმაც პროექტი ღირსეულად და შთამბეჭდავად დაასრულა. ღონისძიება ჩატარდა თბილ, აკადემიურ და პროფესიულ გარემოში და წარმოადგენდა სკოლის მთელი ციკლის ლოგიკურ შეჯამებას.

კონფერენციის ფარგლებში სკოლის მსმენელებმა წარმოადგინეს ინდივიდუალური პრეზენტაციები თემაზე — „რატომ მინდა გავხდე ექიმი“. მოსწავლეთა გამოსვლები გამოირჩეოდა გულწრფელობით, აზრის სიზუსტითა და ასაკისთვის შესაფერისი აკადემიური კულტურით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიორგი გაბუნია — ფაკულტეტის დეკანი; მაკა ჯავახია — დეკანის მოადგილე; ნინო ჯოჯუა — საბაზისო საგნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის სპეციალისტები ლელა არახამია, მარინა ხოხიაშვილი; ნატო ქობულაძე— უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; უწყვეტი განათლების ცენტრის სპეციალისტი — ეკა რუხაძე.
გაიმართა სერტიფიკატების გადაცემა როგორც სკოლის მსმენელებისთვის, ასევე იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლის განხორციელებასა და შემაჯამებელ კონფერენციაში.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტუდენტების მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე.
პროექტის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას უხდიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, უწყვეტი განათლების პროფესიულ ცენტრს და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციას იმ გამორჩეული მხარდაჭერისთვის, რომელიც პროექტის ყველა ეტაპზე იგრძნობოდა. მათი მტკიცე თანადგომა და ჩართულობა პროექტის წარმატების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

საყურადღებოა ისიც, რომ სამედიცინო საკვირაო სკოლა უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება, რაც მედიცინის ფაკულტეტზე ლამაზი და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ტრადიციის ჩამოყალიბებას ნიშნავს და მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელებაში — საზოგადოებასთან ურთიერთობასა და ახალგაზრდების განათლებაში.

✨🩺
ასეთი ლამაზი ინიციატივებით დასრულდა 2025 წელი მედიცინის ფაკულტეტზე, და გვჯერა, რომ 2026 წელი კიდევ უფრო მეტ საინტერესო, მრავალფეროვან და წარმატებულ პროექტს მოიტანს.

სამედიცინო საკვირაო სკოლა „მომავალი მედიკოსები“ | 13 დეკემბერი — გასვლითი ვიზიტი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში13 დეკემბე...
23/12/2025

სამედიცინო საკვირაო სკოლა „მომავალი მედიკოსები“ | 13 დეკემბერი — გასვლითი ვიზიტი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში
13 დეკემბერს, სამედიცინო საკვირაო სკოლის „მომავალი მედიკოსები“ ფარგლებში, განხორციელდა გასვლითი ვიზიტი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ჰოსპიტალის ძირითადი კლინიკური განყოფილებები — გადაუდებელი დახმარების, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები. თითოეულ სივრცეში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ რეალურ კლინიკურ პროცესებს და გაეცნოთ ჰოსპიტალის ყოველდღიურ სამუშაო გარემოს.
ვიზიტს უძღვებოდა გიორგი გოგიძე — თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც მოსწავლეებს დეტალურად გააცნო თერაპიული განყოფილების მუშაობის პრინციპები, პაციენტების მართვის პროცესი და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა ყოველდღიურ პრაქტიკაში.
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პაციენტების მიღებისა და პირველადი შეფასების პროცესი, მიიღეს ინფორმაცია სწრაფი რეაგირების მნიშვნელობისა და გუნდური მუშაობის როლის შესახებ.
ქირურგიულ განყოფილებაში ყურადღება გამახვილდა ქირურგიული სამსახურის ორგანიზების ზოგად პრინციპებზე, სტერილობის მნიშვნელობასა და ოპერაციული გარემოს წესებზე.
თერაპიულ განყოფილებაში კი მოსწავლეებმა მიიღეს წარმოდგენა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის ეტაპებზე.
ვიზიტის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პაციენტებთან კომუნიკაციის ეთიკურ ნორმებს, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესებს, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას.
განსაკუთრებული მადლობა გიორგი გოგიძეს მოსწავლეებისთვის გამოყოფილი დროის, გულწრფელი დამოკიდებულებისა და საინტერესო პროფესიული გაზიარებისთვის.
გასვლითი ვიზიტი მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება იყო მოსწავლეებისთვის და მათ კიდევ უფრო განუმტკიცა ინტერესი სამედიცინო პროფესიის მიმართ.

🌟 სამედიცინო საკვირაო სკოლის VI შეხვედრა – ექიმთან შეხვედრა და ციფრული რეალობის გამოწვევები6 დეკემბერს, აკაკი წერეთლის ს...
19/12/2025

🌟 სამედიცინო საკვირაო სკოლის VI შეხვედრა – ექიმთან შეხვედრა და ციფრული რეალობის გამოწვევები

6 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართა სამედიცინო საკვირაო სკოლის რიგით მეექვსე შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა მაღალი ინტერესით, აქტიური ჩართულობითა და მოზარდებისთვის განსაკუთრებით აქტუალური თემებით.

👩‍⚕️ ექიმის ამბები — საინტერესო საუბრები პროფესიონალ ექიმთან

სპიკერი: კონსტანტინე (კოტე) ცაგარეიშვილი
ექიმი-დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი ექიმი,
ცნობილი სამედიცინო დინასტიის ღირსეული გამგრძელებელი

შეხვედრის პირველი ნაწილი იქცა ნამდვილ ინტელექტუალურ დიალოგად. კონსტანტინე ცაგარეიშვილმა მოსწავლეებს არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული გზა და კლინიკური გამოცდილება გაუზიარა, არამედ წარმოაჩინა ის ღირებულებები, რომლებიც ქმნის ნამდვილ ექიმს — ცოდნა, ადამიანურობა, პასუხისმგებლობა, ეთიკა და უწყვეტი სწავლა.

მისი გამოსვლა გამოირჩეოდა:
🔹 ღრმა პროფესიული ხედვით
🔹 არაჩვეულებრივი საუბრის მანერითა და მსმენელთან ცოცხალი კონტაქტით
🔹 რეალური ისტორიებით, რომლებიც განსაკუთრებით შთამაგონებელი აღმოჩნდა მოზარდებისთვის

ეს შეხვედრა ბევრი მოსწავლისთვის გახდა მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ექიმი — არა მხოლოდ კარგი სპეციალისტი, არამედ მაღალი კულტურის, ჰუმანურობისა და ინტელექტის მატარებელი პიროვნება.
კონსტანტინე ცაგარეიშვილი ნამდვილად წარმოადგენს მისაბაძ სახეს მომავალი ექიმებისთვის.

🎮 ციფრული ხიფათები — ვიდეო თამაშების გავლენა ორგანიზმის ჯანმრთელობაზე

პრეზენტატორი: მარიამ ხეთერელი
(ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია — საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული)

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ინტერაქტიულ პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა თანამედროვე მოზარდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს — ვიდეო თამაშებსა და ეკრანებთან გატარებულ დროს.

მონაწილეებმა იმსჯელეს:
🧠 ეკრანებთან ხანგრძლივი დროის ფიზიოლოგიურ ზემოქმედებაზე
🎮 ვიდეო თამაშების დადებით და უარყოფით მხარეებზე
⚖️ გართობასა და ჯანსაღ, აქტიურ ცხოვრებას შორის სწორი ბალანსის მნიშვნელობაზე

პრეზენტაცია იყო დინამიკური, კითხვა-პასუხით დატვირთული და მოზარდებისთვის გასაგებ, პრაქტიკულ ენაზე წარმოდგენილი.

🌟 შეხვედრა იყო:

✨ შთამაგონებელი
✨ ინტელექტუალური დისკუსიებით სავსე
✨ ინფორმაციული და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული
✨ მოზარდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი

სამედიცინო საკვირაო სკოლა აგრძელებს მოზარდებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას — ინტერაქტიული, სახალისო და შინაარსობრივად ღირებული ფორმატით.

⭐ სამედიცინო საკვირაო სკოლის V შეხვედრა ჩატარდა 29 ნოემბერს🌍 I თემა — პლანეტარული ჯანმრთელობა –  აწსუ–ს ასოცირებული პროფ...
09/12/2025

⭐ სამედიცინო საკვირაო სკოლის V შეხვედრა ჩატარდა 29 ნოემბერს
🌍 I თემა — პლანეტარული ჯანმრთელობა – აწსუ–ს ასოცირებული პროფესორი მაკა ხეცურიანი
მეხუთე შეხვედრა დაიწყო თანამედროვე სამედიცინო განათლების ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური და გლობალური თემით — რატომ არის დედამიწის ჯანმრთელობა პირდაპირ ჩვენი ჯანმრთელობაც.
პროფესორმა მაკა ხეცურიანმა ბრწყინვალედ წარმოადგინა სესია: გამოირჩეოდა მჭიდრო, ცოცხალი და აქტიური კომუნიკაციით მოსწავლეებთან. ბავშვები მუდმივად იყვნენ ჩართულნი, მსჯელობდნენ, სვამდნენ კითხვებს და თავადაც ქმნიდნენ მაგალითებს.
აღსანიშნავია, რომ პლანეტარული ჯანმრთელობა დღეს ჯანდაცვის განათლების ერთ–ერთი გლობალური ტრენდია, რომელიც ყველა ასაკის მსმენელისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.
საუბარი შეეხო:
• ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის გავლენას ბავშვების ჯანმრთელობაზე
• კლიმატის ცვლილების რეალურ საფრთხეებს
• ეკოლოგიური ფაქტორების ყოველდღიურ რისკებს
• პრინციპს: „ჯანმრთელი პლანეტა = ჯანმრთელი ადამიანი“
ინტერაქტიულ ნაწილში მოსწავლეებმა შექმნეს „დედამიწის ჯანმრთელობის რუკა“, სადაც ასახეს, თუ რომელი ქცევები და ქმედებები შეიძლება იქცეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საფუძვლად.
😄 II თემა — Funny Anatomy and Physiology / როგორ მუშაობს ნერვული სისტემა და ტვინი – მედიცინის პროგრამის მე–6 კურსის სტუდენტები:
🔹 Sanjana Gundela
🔹 Mittapalli Nagabhushan Reddy
🔹 Dokku Poojitha
🔹 Singanamala Nagabhavana
შეხვედრის მეორე ნაწილი მთლიანად მიეძღვნა ანატომიისა და ფიზიოლოგიის სახალისო, მარტივად გასაგებ და ინგლისურენოვან ინტერაქტიულ ფორმატში წარდგენას.
სესია განსაკუთრებით ენერგიული და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა გაიგეს:
• როგორ იგზავნება ნერვული იმპულსები
• როგორ იღებს ტვინი გადაწყვეტილებებს
• რა არის რეფლექსები და რატომ არის ისინი სიცოცხლისთვის აუცილებელი
• როგორ ურთიერთობს ერთმანეთთან ტვინი და სხეული
• რა როლს თამაშობს სტრესი, სიჩქარე და წნევა ნერვული სისტემის რეაქციებში
შეხვედრა მდიდარი იყო თამაშებით, დემო-ექსპერიმენტებით, გუნდური აქტივობებით და ინგლისურენოვანი სამეცნიერო ტერმინების შესწავლით, რაც მოსწავლეების ჩართულობას კიდევ უფრო ზრდიდა.

29/11/2025
⭐ სამედიცინო საკვირაო სკოლის IV შეხვედრა — წარმატებით ჩატარდა 22 ნოემბერს!22 ნოემბერს სამედიცინო საკვირაო სკოლაში სრულია...
29/11/2025

⭐ სამედიცინო საკვირაო სკოლის IV შეხვედრა — წარმატებით ჩატარდა 22 ნოემბერს!

22 ნოემბერს სამედიცინო საკვირაო სკოლაში სრულიად შეუდარებელი და ენერგიული შეხვედრა გვქონდა!
ორი თემა — ორი სამყაროდან: ხელოვნური ინტელექტი × მედიცინა — და ორივე მათგანმა ბავშვებს დაუვიწყარი გამოცდილება აჩუქა.
🔵 1. “ხელოვნური ინტელექტი და ახალი ტექნოლოგიები – ჩვენი საუკეთესო იარაღი თუ უხილავი საფრთხე?”
პრეზენტატორი: ნიკოლოზ კილასონია – მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი; ATSU–ს დოქტორანტი.
ნიკოლოზ კილასონიას სესია იყო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, აქტუალური და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი. ბავშვები პირველივე წუთებიდან ჩაერთვნენ და ერთად განვიხილეთ:
✨ რატომ “გვეჭრება” რეკომენდაციებში ის, რაც გუშინ ვიფიქრეთ?
✨ შეიძლება თუ არა AI-ს ჩვენი აზრების შეცვლა?
✨ როგორ ახერხებს ალგორითმი ზუსტად ჩვენზე მორგებული კონტენტის მიწოდებას?
ნიკამ რთული პროცესები მარტივად, გასაგებად და ძალიან თანამედროვე ფორმატში ახსნა.
სესიის მთავარი თემები იყო:
🤖 AI-ის შესაძლებლობები და რეალური საზღვრები
🧠 ტექნოლოგიების გავლენა აზროვნებასა და ქცევაზე
📱 სოციალური მედიის ალგორითმების მუშაობის პრინციპები
⚠️ დალუქული ციფრული საფრთხეები, რომელსაც ყოველდღე ვხვდებით
💡 ჯანმრთელი და უსაფრთხო ციფრული ჩვევების ჩამოყალიბება.
სესია იყო ინფორმაციული, ინტერაქტიური და ბავშვებისთვის იდეალურად მორგებული — მკაფიო, თანამედროვე და პრაქტიკული სტილით.

🔵 2. “როგორ მუშაობს გამომყოფი სისტემა და თირკმელი?” — ცოცხალი ექსპერიმენტები და შოუ.
წარმომდგენი სტუდენტები (MD, VI კურსი):
👩‍⚕️ Kantipuli Balasubramanyam Keerthi
👩‍⚕️ Nithya Sri Damuluri
ეს სესია იყო ნამდვილი სამეცნიერო სპექტაკლი:
🧪 ცოცხალი ექსპერიმენტები
🌊 თირკმლის “ფილტრაციის” მოდელები
🧬 შარდის წარმოქმნის პროცესის დემონსტრაცია
⚡ სტრესისა და დეჰიდრატაციის ეფექტები
🙋‍♂️🙋‍♀️ მოსწავლეების ჩართულობა და თამაშით სწავლა

💛 რა თქვეს მოსწავლეებმა?
— “AI-ს თემა სულ სხვა თვალით ვნახე!”
— “თირკმელზე ამდენად ცხადად არასოდეს მიფიქრია!”
— “ისეთი შოუ იყო, სახლში კიდევ გავიმეორებ.”
— “მეექვსეკურსელებთან ერთად მუშაობა ძალიან მაგარია!”

🙌 დიდი მადლობა მონაწილეებს!

⭐ნიკოლოზ კილასონიას— ინოვაციური, დროული და ახალგაზრდებზე იდეალურად მორგებული თემისთვის.
⭐ Keerthi & Nithya — შთამბეჭდავი ექსპერიმენტული შოუსთვის, პროფესიონალიზმისთვის და საოცარი ენერგიისთვის.
⭐ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს — თქვენი ინტერესითა და აქტიურობით ეს პროექტი მართლაც ცოცხლდება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიმედიცინის ფაკულტეტი2025 წლის 26 დეკემბერს ატარებსსტუდენტთა მე-10 სამედიცინო-სამეცნ...
26/11/2025

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი

2025 წლის 26 დეკემბერს ატარებს
სტუდენტთა მე-10 სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციას
„XXI საუკუნის მედიცინის მიღწევები“

კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებაა:
სექციები
 საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა
 კლინიკური მედიცინა
 სტომატოლოგია
 ფარმაცია
 ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ აბსტრაქტის
ელექტრონული ვერსიები ელ-ფოსტაზე:
[email protected] ან
[email protected]
აბსტრაქტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.
გამოსაქვეყნებელი ნაშრომის აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ფორმატი A4 ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
აბსტრაქტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენებზე;
გამოყენებული შრიფტი: ქართული სტატიისთვის Sylfaen
სტილი Normal
შრიფტის ზომა - 11
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1
ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი და თემის ხელმძღვანელი

საკონტაქტო პირები:

მაკა ჯავახია - მედიცინის დოქტორი, ასოც. პროფესორი
Maka [email protected] ტელ. 571048904
სალომე ჩიხლაძე - კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის სპეციალისტი, [email protected] ტელ. 577 65 47 13
დიანა ჭანკოტაძე- კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის სპეციალისტი,
[email protected] ტელ. 597 66 98 89

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.

“XXI საუკუნის მედიცინის მიღწევები“

22/11/2025
🌟 სამედიცინო საკვირაო სკოლის III შეხვედრა – ენერგია, მოძრაობა და პირველი დახმარება!15 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო...
22/11/2025

🌟 სამედიცინო საკვირაო სკოლის III შეხვედრა – ენერგია, მოძრაობა და პირველი დახმარება!
15 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართა სამედიცინო საკვირაო სკოლის მესამე შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა ინტერაქტიურობით, დინამიკით და მოზარდებისთვის განსაკუთრებით აქტუალური თემებით.
🔵 1. ფიზკულტურა — ჯანმრთელობის არქიტექტურა
პრეზენტატორი: ინა კუხიანიძე
(ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია — საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, რეაბილიტოლოგი)
მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ „აშენებს“ ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელ სხეულს — როგორ მოქმედებს მოძრაობა მოზარდის ფიზიკურ განვითარებაზე, ენერგიასა და კონცენტრაციაზე.
დღის მეორე ნაწილი გადაიქცა ნამდვილ გუნდურ შეჯიბრებად:
🎯 ინტელექტუალური თამაში – „სპორტი და რა? სად? როდის?“
დინამიკა, აზროვნების სისწრაფე, გუნდურობა და მხიარული ატმოსფერო — წერეთლის აუდიტორიაში შეიქმნა ნამდვილი სპორტული გარემო!
❤️ 2. არტერიული წნევა და პულსი — თამაში სიცოცხლის რიტმზე + პირველადი დახმარების საკითხები
პრეზენტატორი: მარინა ხოხიაშვილი
(ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია — კურსდამთავრებული; მეტყველების თერაპევთი; მედიცინის ფაკულტეტის საბაზისო საგნების დეპარტამენტის სპეციალისტი)
შეხვედრა ფოკუსში მოაქცევდა არა მხოლოდ არტერიული წნევის და პულსის სწორად გაზომვას, არამედ პირველადი დახმარების მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მოზარდებისთვის კრიტიკულად საჭირო ცოდნაა.
მონაწილეებმა პრაქტიკულად ისწავლეს:
🩺 როგორ იზომება არტერიული წნევა ტონომეტრით
💓 როგორ ვპოულობთ და ვაფასებთ პულსს მაჯაზე და კისერზე
⛑️ რა ნიშნებს ვაკვირდებით გადაუდებელ სიტუაციებში
🧩 ყველა ეტაპი ჩატარდა ინტერაქტიული სავარჯიშოებითა და თამაშებით — რაც შეხვედრას ენერგიას, ინტერესსა და დასამახსოვრებელ პრაქტიკულ გამოცდილებას მატებდა.
________________________________________
🎉 შეხვედრა იყო:
✨ პოზიტიური ენერგიით სავსე
✨ ინტერაქტიური და პრაქტიკული
✨ მოზარდებისთვის მისაღები, გასაგები და საინტერესო
✨ ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ჩვენი შეხვედრებიდან

🌟 სამედიცინო საკვირაო სკოლის მეორე შეხვედრა — ცოდნის, მეცნიერებისა და ექსპერიმენტების დღე!8 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახ...
18/11/2025

🌟 სამედიცინო საკვირაო სკოლის მეორე შეხვედრა — ცოდნის, მეცნიერებისა და ექსპერიმენტების დღე!

8 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განახლებული სამედიცინო საკვირაო სკოლა კვლავ შეხვდა მოზარდებს და ორი განსაკუთრებით საინტერესო თემა წარუდგინა.

🛌 1. ძილი — ჯანმრთელობის საიდუმლო
რატომ არის აუცილებელი საკმარისი ძილი? როგორ მოქმედებს უძილობა ტვინზე, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემაზე?
თემას უძღვებოდა მარიამ ჯირაკაძე, პბლ პროგრამის მე-6 კურსის სტუდენტი.
მოზარდებმა განიხილეს რეალური მაგალითები, დასვეს კითხვები და ჩამოაყალიბეს ჯანსაღი ძილის ჩვევები.

🧪 2. ქიმიური ჯადოსნობა — რეაქცია რეაქციაზე
ქიმია და მედიცინა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს — წამლების მოქმედება, ბიოქიმიური პროცესები და დიაგნოსტიკის პრინციპები სწორედ ქიმიურ რეაქციებზეა დაფუძნებული.
ლაბორატორიული ექსპერიმენტები ჩატარდა პროფესორ ინგა ბოჭოიძის (ქიმიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი) და მისი გუნდის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა პირდაპირ დაინახეს ფერების ცვლილება, რეაქციების „ჯადოსნობა“ და ის, თუ როგორ ეხმარება ქიმია თანამედროვე მედიცინას.

✨ შეხვედრა იყო დინამიკური და ინტერაქტიური — დისკუსიებით, კითხვებით, აქტიური ჩართულობით.

💡 ინოვაციური თანამშრომლობა
მედიცინის ფაკულტეტი დიდ მადლობას უხდის საინჟინრო ტექნოლოგიურ ფაკულტეტს თანამშრომლობისთვის.
ეს არის საკვირაო სკოლის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი ნოვაციური ეტაპი — ინტეგრირებული პროექტები, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა ფაკულტეტს და ქმნის ახალ, საერთო იდეებსა და ინიციატივებს.
ამ მოდელმა უკვე გამოავლინა პოტენციალი და მომავალში ბევრ შემოქმედებით და სასარგებლო პროექტს მოიტანს.

სამედიცინო საკვირაო სკოლის მიზანი უცვლელია — მოზარდებისთვის მედიცინის სამყაროს მარტივად, საინტერესო და ინსპირირებულ ფორმატში გაზიარება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას.

Address

ახალგაზრდობის #98
Kutaisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+431244782

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აწსუ მედიცინის ფაკულტეტი/ ATSU Faculty Of Medicine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to აწსუ მედიცინის ფაკულტეტი/ ATSU Faculty Of Medicine:

Share