აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი ATSU Alumni Network

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი ATSU Alumni Network

აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი ATSU Alumni Network აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტ? აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი არის შესაძლებლობა შეინარჩუნო და დაამყარო კავშირები.

👨‍⚕ გიორგი გოგიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. "ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ხარისხის მა...
12/07/2022

👨‍⚕ გიორგი გოგიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

"ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ. ასევე, ვარ გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უმცროსი ექიმი.

არის პროფესიები, რომელთა გარეშეც კაცობრიობის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა - მათგან პირველი ექიმობაა. ექიმის პროფესია უფრო მეტია ვიდრე კონკრეტული ქმედებების, უნარებისა და ცოდნის სწავლება. ეს არის ადამიანის მოწოდება, მისი მიზანი და ადგილი ცხოვრებაში. ექიმობა არა მარტო სირთულესთან ასოცირდება, არამედ ბევრ ბედნიერ წუთებთანაც, რადგან სიკვდილზე გამარჯვება გმირობასთან გაახლოვებს, შინაგანად ხომ ყველანი გმირობისკენ მივისწრაფით.

ჩემი გააზრებული მეხსიერებიდან მუდამ ექიმობა მინდოდა, რადგან ვთვლიდი, რომ სხვისი დახმარება ღამით მშვიდი ძილის მომტანი იყო.
დღეს რომ პროფესიული არჩევანის გაკეთება მიწევდეს, იმავე გზას გავივლიდი, ბევრი სირთულისდა მიუხედავად.

უნივერსიტეტმა გარდა სამედიცინო განათლებისა, ჩამომიყალიბა უნარ-ჩვევები, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ცხოვრებისეულადაც აუცილებელია და ჩემი წარმატების გზის საფუძველი.

არსებობს ასეთი ცნობილი ფრაზა: "ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის". თუმცა, მე ამ აზრს მხოლოდ ნაწილობრივ თუ შემიძლია დავეთანხმო. დიდი მნიშვნელობა აქვს მეთოდიკასა და სტანდარტს, თუ რას, როდის და როგორ მოგაწვდიან. ეს ძალიან ჰგავს აღზრდის მეთოდს, რაზეც ვერ იტყვი - ვისაც აღზრდა უნდა, ნებისმიერი მშობლის ხელში ერთნაირად აღიზრდებაო. ასევე ვიტყოდი, რომ პიროვნების მიმართ, ნებისმიერი პედაგოგიური მიდგომის შემდეგ, მის ფსიქიკაში რჩება ან ნაკვალევი ან ნაიარევი, რომელიც ყალიბდება კალაპოტად ამა თუ იმ საგნის შესწავლისა. რასთანაც მაქსიმალური სიფრთხილე და პროფესიონალიზმია საჭირო.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას ვურჩევდი, მაქსიმალური სერიოზულობითა და სიფრთხილით მოეკიდონ პროფესიის შერჩევას და თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა სურთ აკეთონ მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან თუ აკეთებ საქმეს, რომელიც არ განიჭებს ბედნიერებას, არასოდეს გამოგივა ისე, როგორც ეს თავად შეგიძლია და ჯობია ყველამ გავაკეთოთ არა ის, რასაც ჩვენგან ელიან, არამეტ ის, რაც ჩვენი მოწოდებაა და სადაც ვიპოვით საკუთარ თავს. ამისათვის კი კარგია, პროფესიის არჩევამდე, საკუთარი თვალით შეხედო სამუშაო პროცესს, შიდა სამზარეულოს და მოტივაციაც არ დააყოვნებს".

👨‍⚕ გიორგი სვანიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული."ახლა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტ...
13/06/2022

👨‍⚕ გიორგი სვანიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

"ახლა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პოზიციაზე ვმუშაობ. ჩემი პასუხისმგებლობაა ზოგადი, კარდიო და ნეირო-რეანიმაცია; მოზრდილთა და ბავშვთა ანესთეზია.

ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა. თუმცა, პროფესიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, სტუდენტობისას ანესთეზიის და რეანიმაციის განყოფილებაში მუშაობის დაწყების შემდეგ გამიჩნდა.

უნივერსიტეტში სწავლამ გარდა პროფესიული ცოდნის შეძენისა, საშუალება მომცა, ადექვატურად გამეაანალიზებინა, რომ ექიმობა უბრალოდ აკვიატება კი არა, ჩემი ცხოვრების მოწოდებაა. ძალიან კარგად მახსენდება ლექტორებთან და სტუდენტებთან ურთიერთობები - სტუდენტური დღეები, რომელმაც მეგობრები და ღირსეული კოლეგები შემძინა.

ზოგადად განათლება საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნების, ზრდის და არსებობის მიზეზების გამორკვევის საშუალებაა. პროფესიული განათლება, შენი საქმის ქონა კი ვფიქრობ, დამოუკიდებლობის და თავისუფალი ცხოვრების გზაა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვურჩევ კარგად გაიაზრონ რა უნდათ, რისი კეთება მოწონთ. პროფესია ცხოვრების გზის დასაწყისია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაღაცების შეცვლა, მაგრამ ეს დროს დაგაკარგვინებთ. დროს კი განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ.

სტუდენტებს, რომელბსაც უკვე პროფესიული არჩევანი გაკეთებული გაქვთ, გირჩევთ, ისწავლოთ, გაერთოთ, და მაქსიმსლურად შეირგოთ სტუდენტობის წლები, მაგრამ ისე რომ სწავლის პროცესს არ ჩამორჩეთ."

👩‍🎓 თამარ ჩხობაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.„ახლა სტომატოლოგიურ კლ...
23/05/2022

👩‍🎓 თამარ ჩხობაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

„ახლა სტომატოლოგიურ კლინიკა „ეკოდენტში“ ვმუშაობ ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-სტომატოლოგად.
პროფესიის არჩევაში უდიდესი როლი ბავშვებისადმი სიყვარულმა ითამაშა. მინდოდა დიდსა თუ პატარას ცრემლებისა და შიშის გარეშე შეძლებოდა საკუთარი პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნება.

უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა შესაძლებლობა მომცა გავმხდარიყავი ბევრად დამოუკიდებელი და კოლეგიალური.

სტუდენტებს ვურჩევ, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ.

სამომავლოდ ჩემი მიზანია პროფესიული ზრდა-განვითარება და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ჯანსაღი ღიმილის შექმნა.

👩‍🎓 ნინო ცხაკაია - განათლების მეცნიერებების მაგისტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. „ამჟამად...
26/04/2022

👩‍🎓 ნინო ცხაკაია - განათლების მეცნიერებების მაგისტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

„ამჟამად სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. გუბისწყლის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე ვმუშაობ. ასევე ვარ ბრიტანეთის საბჭოს პროექტის საქართველოს მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორი. ბრიტანეთის საბჭოსთან კიდევ ერთ წარმატებულ პროექტში ,,საგანმანათლებლო ჰაბები, ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის“, ვთანამშრომლობ და ამ პროექტის წყალობით, სულ ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის საბჭოს სრული დაფინანსებით, მოვიპოვე კემბრიჯის უნივერსიტეტის TKT (Teaching Knowledge Test) სერტიფიკატები სამივე მოდულში. ამასთან ერთად, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ვსწავლობ: ,,განათლების მეცნიერებები“-ს დოქტორანტი ვარ პედაგოგიკის მიმართულებით.

პროფესია სპონტანურად ავირჩიე. მასწავლებლობა არ იყო ჩემი მოწოდება, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ბებია - ნინო ჭავჭანიძე იყო მასწავლებელი. მის ყველა ისტორიას დღემდე სიამოვნებით ვისმენ, ჩემთვის მისაბაძი მაგალითია და ალბათ, რაღაც მხრივ, ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაში პირდაპირ თუ არა, ირიბად წვლილი მასაც მიუძღვის.

უნივერსიტეტმა პირველ რიგში, სწავლა მასწავლა. კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები გამომიმუშავა. ზოგადად, განათლება, იმ კარის გასაღებია, რომელიც XXI საუკუნის აქტიურმა მოქალაქემ უნდა შეაღოს გლობალურ, განვითარებულ, თანასწორობასა და ძლიერ საზოგადოებაზე დაფუძნებულ სამყაროში.

პედაგოგიური მნიშვნელობით განათლება ცოდნის დაუფლებას ნიშნავს. ილია ჭავჭავაძე თავის ,,პედაგოგიკის საფუძვლებში’’ წერს: “ჭეშმარიტი განათლება განვითარებული გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად, და თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათით გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონება-განვითარებული და ზნე-ხასიათით გაუწრთვნელი“.

როდესაც განათლების საკითხს ვეხებით, შეუძლებელია არ გავიხსენოთ პატარა პაკისტანელი გოგონა, მალალა იუსაფზაი, რომელივ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად წინ აღუდგა უსამართლობას განათლების მიღების უშრეტი წყურვილით. თალიბანის თავდასხმის შემდეგ გოგონას გადარჩენა ექიმებმა სასწაულებრივად მოახერხეს. მალალა გლობალურ გმირად იქცა და უამრავი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა. თავისუფლებისათვის მებრძოლმა 17 წლის ასაკში, ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში.

მოსწავლეები და სტუდენტები თავიანთი პროფესიის არჩევისას მხოლოდ საკუთარ თავს კი არ განაპირობებენ, არამედ, ქვეყნის მომავალს. ისეთ ტურბულენტურ გარემოში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, რთულია პროგნოზების გაკეთება, ამიტომ ყველას ზოგადად ვურჩევ, რომ რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ და მოუსმინონ საკუთარ თავს: რა უნდა ისწავლონ? რატომ ისწავლონ? ამასთან, არ შეუშინდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს და იარონ, იარონ AD ASTRA PER ASPERA-ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ!"

👩‍🎓მარიამ ბოლქვაძე - განათლების მეცნიერებების მაგისტრი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. „ამჟამ...
20/04/2022

👩‍🎓მარიამ ბოლქვაძე - განათლების მეცნიერებების მაგისტრი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

„ამჟამად „ახალი სკოლის მოდელი“-ს პროექტში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი ვარ. ჩემი პასუხისმგებლობაა მასწავლებლებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ინსტრუმენტების გაცნობა, შინაარსობრივ, მეთოდოლოგიურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტირება და სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესზე დაკვირვება. ამასთან, უკვე ორი წელია დაწყებითი კლასის მოსწავლესთან კერძო რეპეტიტორადაც ვმუშაობ და კონსტრუქტივიზმის მეთოდის გამოყენებით, ეროვნული სასწავლო გეგმით საფეხურის ბოლოს განსაზღვრული შედეგების მიღწევაზე ვზრუნავ.

პროფესიის არჩევა ძალიან რთული საქმეა, რადგან ის განსაზღვრავს შენს მომავალს. როცა ვაბარებდი, ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია უნდა ყოფილიყო საინტერესო და მოეცა განვითარების შესაძლებლობა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას ვურჩევ, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა უნდათ ცხოვრებაში, დაისახონ მიზანი და კეთილსინდისიერად იბრძოლონ ამ მიზნის მისაღწევად. სტუდენტებს კი ვურჩევ ლექტორებისგან ისწავლეთ ბევრი, რაც შეიძლება ბევრი, და დასვით კითხვები. შეაჩერეთ ლექცია და თამამად დასვით კითხვები - ნასწავლი არავინ იბადება, მერე სწავლობენ...

ძალიან მალე პედაგოგად შევალ სკოლაში. ვგეგმავ, რომ აქტიურად ვითანამშრომლო მასწავლებელთა სახლთან და ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელო ბევრი ღირებული პროექტი".

👩‍🎓ტატა გულუა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი ანგლისტიკაში.„ახლა შოთა მესხ...
10/03/2022

👩‍🎓ტატა გულუა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი ანგლისტიკაში.

„ახლა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებელი ვარ და პარალელურად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ვსწავლობ.

უცხო ენების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. სწორედ ენებისადმი დიდმა სიყვარულმა განაპირობა უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგიის შესწავლა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე უცხო ენების ცენტრში მუშაობა. სადაც, მთარგმნელის, თარჯიმნის და მასწავლებლის ფუნქციებს ერთდროულად ვასრულებდი. მოგვიანებით, პრაქტიკიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ბავშვებთან მუშაობის დროს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. შემდეგ კი იყო უნივერსიტეტი და სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება, რაც მეტ თავისუფლებას ნიშნავდა. ამან ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა. დღეს უკვე ენის სწავლის მეთოდიკაზე ვმუშაობ და ვფიქრობ, ამის შესწავლით ჩემი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უცხო ენის სწავლის პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება.

ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი იყო ძალიან რთული, თუმცა ნაყოფიერი. სწავლასთან ერთად ვმუშაობდი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არ არსებობს ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი, მთავარი მონდომება და შრომაა.

ზოგადად, განათლება არის შესაძლებლობათა ულევი წყარო. თითოეული ადამიანის ხელშია საკუთარი უნარების განვითარება. იმათ, ვინც დღეს ირჩევს პროფესიას ვურჩევ, კარგად გაერკვნენ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებში. ბევრი რამე ნახონ და სცადონ. აუცილებელია იგრძნო, რომ შენი მომავალი პროფესიით განსაზღვრული საქმიანობა ძალიან გიყვარს. ასევე, არასდროს შეეშინდეთ თავიდან დაწყება, რადგან თითოეული ნაბიჯი ცოდნა და გამოცდილებაა. მთავარია, თვითრეალიზაცია იწვევდეს კმაყოფილებას, ხოლო დაგეგმილი ნაბიჯი მოუთმენლობას.“

👩‍🎓 ანა ბურკაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული. „2020 წელს მივიღე მაგ...
03/03/2022

👩‍🎓 ანა ბურკაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

„2020 წელს მივიღე მაგისტრის
აკადემიური ხარისხი, განათლების მეცნიერებებსა და მართვაში.

2019 წელს დავიწყე მუშაობა შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში, სადაც ახლაც ვმუშაობ და ვარ დაწყებითი კლასების
პედაგოგი.

ჩემი პროფესიის მიმართ ინტერესი ბავშობიდანვე მქონდა და უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიღრმავდა. სტუდენტობამ ძალიან მრავალფეროვანი და სისტემური გახადა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება.

როგორც ნელოსნ მანდელა ამბობს: „განათლება ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შესაცვლელად.” ახალგაზრდებს ვურჩევ, საკუთარი მიზნის მისაღწევად უშრეტი ენერგია ჩადონ.

მე ახლაც ასე ვიქცევი, დიდი გეგმები მაქვს და არ ვნებდები, ვცდილობ, მეტი ინოვაცია და თანამედროვე
მეთოდი დავნერგო პროფესიული განვითარებისათვის."

#აწსუ #კურსდამთავრებული #აწსუსკურსდამთავრებული

👩‍🎓 ქეთევან კუბლაშვილი - უფროსი ლიდერი მასწავლებელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.“2011 წელს...
23/02/2022

👩‍🎓 ქეთევან კუბლაშვილი - უფროსი ლიდერი მასწავლებელი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

“2011 წელს სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს დავასრულე პედაგოგიური ფაკუკტეტის საბაკალავრო პროგრამა. 2018 წელს კი მივიღე განთლების მეცნიერებების მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა და მოვიპოვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 2014 წელს მუშაობა დავიწყე შპს N1 სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ მუშაობამ განაპირობა ჩემი პროფესიული ზრდა-განვითარება. ახლა ჩემს საყვარელ საქმიანობას აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ვემსახურები. დიდი პასუხისმგებლობაა ასწავლო სკოლაში, სადაც ის ადამიანები სწავლობდნენ, რომლებმაც მე-20 საუკუნის ქართული კულტურა და აზროვნება შექმნეს.

ვერ წარმომიდგენია ვინ უნდა ვყოფილიყავი, თუ არა მასწავლებელი. ეს პროფესია ბავშვობიდან მიყვარს. ყველა მოაჯირზე, კედელსა თუ ღობეზე მოპარული კირით ვწერდი მაგალითებს. იქვე, ფანჯრის რაფაზე, ან კიბეზე ჩამომსხდარი თოჯინებიც განაბული მისმენდნენ. ბავშვობის თამაში რეალურ და საყვარელ პროფესიად ვაქციე, რომლის გარეშეც უბრალოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვეტყოდი, რომ ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად, მთავარია, გიყვარდეთ ბავშვები და როგორც ამბობენ, არ გაჩერდეთ, როცა დაიღლებით, გაჩერდით, როცა დაასრულებთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ.

საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ : ,,თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა!“ რა თქმა უნდა, გაჩერებას არ ვაპირებ. წინ ძალიან ბევრი გეგმა და მიზანი მაქვს. აქტიურად ვარ ჩართული USAID_ის საბაზისო განათლების პროგრამაში ლიდერი მასწავლებლის სტატუსით, ასევე სხვა ღონისძიებებსა თუ პროექტებში, რაც ხელს უწყობს ჩემს პროფესიულ განვითრებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა, რათა სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს მოსწავლეებისთვის."

👩‍🎓 სალომე მიქაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. "ზოგადად, ...
15/02/2022

👩‍🎓 სალომე მიქაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

"ზოგადად, ხარისხიანი განათლება კონკურენტუნარიან საზოგადოებას ქმნის და ინტელექტუალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახდენს. მე უნივერსიტეტის საშუალებით შევიძინე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და ახლა ჩემი პროფესიით, ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ შპს „ბლექ სი ჯორჯია“_ში.

ვფიქრობ, ადამიანმა პროფესია უნდა აირჩიოს არა ტენდენციებით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა მხრივ ხედავს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.

მნიშვნელოვანია, სწავლის პროცესში ვიღებდეთ სიამოვნებასაც, გვქონდეს კონკრეტული საგნისა თუ ინფორმაციის მიმართ ინტერესი. ჩემთვის, უნივერსიტეტში გატარებული წლები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჰგავდა ძიების პროცესს რომლის საშუალებითაც ვიპოვე საკუთარი თავი წარმატებულ კარიერაში.

სტუდენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც უნივერსიტეტები მათ თავაზობენ, ვინაიდან, ეს არის პლატფორმა, სადაც ხდება ინდივიდების ჩამოყალიბება და რამდენადაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის როლი სტუდენტის ცხოვრებაში, იმდენადვე მნიშვნელოვანია თუ რა რესურსს დებს უშუალოდ სტუდენტი სწავლის პროცესში".

#აწსუ #კურსდამთავრებული #აწსუსკურსდამთავრებული

31/12/2021
👨‍🎓 ნიკა ჩაჩავა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ⚙ ახლა კერძო...
29/12/2021

👨‍🎓 ნიკა ჩაჩავა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

⚙ ახლა კერძო გადამზიდ კომპანია „ფორმაგ ჯორჯია“-ში ვმუშაობ, სადაც ჩემი პასუხისმგებლობაა კონტეინერების იმპორტ-ექსპორტი და ტვირთების მიღება-გაგზავნასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების მართვა. ასევე, ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქ. ფოთის კორპუსში IT მენეჯერის პოზიციაზე.

📌 უნივერსიტეტში სწავლის დროს პროფესიის მიღებასთან ერთად უკეთ გავაცნობიერე ჩემი ქალაქის, ფოთის ფუნქცია და მნიშვნელობა. ფოთი ძალიან მოსახერხებელია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის და აქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ცენტრალური აზიის სავაჭრო ჰაბის ალტერნატივით. უნივერსიტეტში სწავლის დროს დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე სწავლის საზღვაო-სატრანსპორტო მიმართულებით გაგრძელებაზე.

📚 ზოგადად, საუნივერსიტეტო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვიქმნის თეორიულ საფუძველს და გვამზადებს რეალური, პრაქტიკული საქმიანობისთვის.

📑 სტუდენტებს ვურჩევ კარგად შეისწავლონ თეორიული კურსი, რადგან ის გაუმარტივებთ სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, გაუადვილებთ დასაქმებას და თვითრეალიზაციას.

#აწსუ #აწსუკურსდამთავრებული

✅ 17 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელისა და ქუთაისის ამერიკული კუთხის ორგანიზები...
20/12/2021

✅ 17 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელისა და ქუთაისის ამერიკული კუთხის ორგანიზებით ვაქცინაციის მნიშვნელობის თემაზე ექიმი არჩილ მარშანიას საჯარო ლექცია გაიმართა;

🗣️ მომხსენებელმა შეხვედრის მონაწილეებს სამედიცინო მითების შექმნისა და დეზინფორმაციისგან თავდაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაცია საინტერესო და სახალისო გზებით გაუზიარა;

👉 ვაქცინებთან დაკავშირებით უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და ხანდახან რთულია მითებისა და ფაქტების გარჩევა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია სანდო და გადამოწმებული წყაროებიდან მოვიძიოთ და დარგის სპეციალისტებს მოვუსმინოთ.

#აწსუკურსდამთავრებულთაქსელი #ქუთაისისამერიკულიკუთხე #ვაქცინები #მითები

Address

თამარ მეფის ქ. #59
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი ATSU Alumni Network posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი ATSU Alumni Network:

Share