ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University კვლევითი უნივერსიტეტი • Research University

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავ...
18/03/2026

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა იყო სულიერი მამა, რომლის მრავალწლიანი მსახურება იქცა ეკლესიის აღორძინებისა და განმტკიცების ეპოქად. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ნათლად მოწმობდა სიყვარულისა და სიბრძნის მადლმოსილ ძალას. იგი იყო მწყემსი კეთილი, რომელმაც მრავალი სული მიიყვანა ჭეშმარიტების გზაზე, ლოცვითა და საქმით განამტკიცა ერი და ეკლესია.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებს მის მამობრივ მზრუნველობას. ამ მძიმე ჟამს ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სამღვდელოებისა და მთელი ქართველი ერის მწუხარებას.

ვმადლობთ უფალს უწმინდესი პატრიარქის მადლმოსილი მსახურებისთვის და შევთხოვთ მას, დააწესოს მისი სული მართალთა სავანეში „სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორები

⭕ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა:🟨 გიორგ...
07/03/2026

⭕ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა:

🟨 გიორგი ხუროშვილი - ლოგოსი და ალეგორია. იუსტინე მარტვილისა და კლიმენტი ალექსანდრიელის ქრისტიანული ფილოსოფია

2026 წლის 21 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. ცერემონიაში მონაწილეობდნ...
21/02/2026

2026 წლის 21 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. ცერემონიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 11 კურსდამთავრებულს გადაეცა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი, 3 კურსდამთავრებულს კი ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი.

ვულოცავთ ჩვენ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ წარმატებას.

⭕ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა🟨 სერია ...
11/01/2026

⭕ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა

🟨 სერია აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი, ტ. 21:

🟫 ლევან გეგეშიძე - ომის ეთიკა „ბჰაგავადგიტაში“

06/01/2026
⭕ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა:🟨 თენგი...
28/12/2025

⭕ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა:

🟨 თენგიზ ირემაძე - სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფია. მოკლე სისტემური ანალიზი

ახალი სტატია ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიაში:ექვთიმე კოჭლამაზაშვილი - ეფთვიმე მთაწმიდელი
27/12/2025

ახალი სტატია ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიაში:

ექვთიმე კოჭლამაზაშვილი - ეფთვიმე მთაწმიდელი

ეფთვიმე მთაწმიდელი: ეფთვიმე მთაწმიდელი - დიდი ქართველი საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი, ათონის მთის ქართველთა მ....

🟨 იტალიურმა გამომცემლობამ „Aracne editrice“, რომში გამოსცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა კრებული „ფილოსოფია...
22/12/2025

🟨 იტალიურმა გამომცემლობამ „Aracne editrice“, რომში გამოსცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა კრებული „ფილოსოფია და რელიგია წარსულსა და თანამედროვეობაში“.

🟫 კრებულის რედაქტორები: თენგიზ ირემაძე (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), ალფრედო მარინი (მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ჰელმუტ შნაიდერი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი).

🟨 კრებულის ავტორები: ჯაკომო კერეტანი (ბოლონიის უნივერსიტეტი), მიხეილ გოგატიშვილი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), ფილიპ გრიერი (დიკინსონის კოლეჯი), თენგიზ ირემაძე (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), გიორგი ხუროშვილი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), ნიკოლოზ კოპალეიშვილი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), დამიანო ლემბო (პიზას უნივერსიტეტი), მარია ლუიზა ორუნესუ (ურბინოს უნივერსიტეტი), ჯაკომო რინალდი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), ნორბერტ ვასცეკი (პარიზის უნივერსიტეტი VIII), ლალი ზაქარაძე (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი/ბსუ).

🟫 კრებული ეძღვნება ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯაკომო რინალდის 70 წლის იუბილეს და აერთიანებს 2024 წლის 2-4 ოქტომბერს იტალიის ქ. ურბინოში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებს.

🟨 ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ირემაძემ პარიზში, Ecole Pratique des Hautes Etudes-ში, წაიკითხა ვრცე...
01/12/2025

🟨 ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ირემაძემ პარიზში, Ecole Pratique des Hautes Etudes-ში, წაიკითხა ვრცელი მოხსენება თემაზე: „პითაგორა საქართველოში. პითაგორას აზროვნების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შესახებ“. ეს სამეცნიერო ღონისძიება ჩატარდა დიდი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - „პითაგორა აღმოსავლეთში“ - ფარგლებში. 2025 წლის 14 ნოემბრის სამეცნიერო სხდომა ეხებოდა პითაგორასა და პითაგორეიზმის ისტორიას ქართულ, სომხურ და კოპტურ ტრადიციებში. პროფ. თ. ირემაძის მოხსენებაში ისტორიულ-სისტემურ ჭრილში განხილული იყო პითაგორას მოძღვრების ის ასპექტები, რომლებიც ქართველ ფილოსოფოსთა და თეოლოგთა ნაშრომებში სენტენციების/ფრაგმენტების სახით გვხვდება და მოიცავს ქართული ფილოსოფიის დიდ პერიოდს გვიანანტიკური საწყისებიდან ვიდრე XX საუკუნემდე. პითაგორასა და პითაგორეიზმის ისტორია ქართულ ტრადიციაში ქრისტიანული ფილოსოფიის კონტექსტში იყო მოცემული, რას იმას ნიშნავს, რომ მისი განხილვა და ანალიზი, კრიტიკა და მეტაკრიტიკა, ძირითადად, ქრისტიანული პერსპექტივიდან ხდებოდა. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის მთავარი წარმომადგენლის, იოანე პეტრიწის (XII ს.) ისტორიულ-სისტემურსა და ეპისტემოლოგიურ მიდგომას პითაგორასა და პითაგორელების მიმართ, რომელიც ბერძნული ანტიკური აზროვნების ამ დიდი ტრადიციის ათვისების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რეცეფციის ისტორიის ამ ხაზის გაგრძელებად შეიძლება იქნეს განხილული შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური და თეოლოგიური თარგმანები (იოანე დამასკელი, ამონიოს ერმისი და სხვ.), რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან პითაგორული ტრადიციის შესახებ. პითაგორასა და პითაგორელების მოძღვრების რეცეფციისა და ტრანსფორმაციის, კრიტიკისა და მეტაკრიტიკის, ასევე, მისი რეაბილიტაციის მეტად საყურადღებო ცდებია მოცემული ახალი დროის ქართველ ფილოსოფოსთა და თეოლოგთა ნაშრომებში (სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, ანტონ პირველი, იონა ხელაშვილი, იოანე ბატონიშვილი და სხვ.). პროფ. თ. ირემაძის მოხსენების ძირითადი ღერძი აგებული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში მიმდინარე უახლეს სამეცნიერო კვლევებზე, რომლებიც მიმართულია ქართული ფილოსოფიის ისტორიის ახალ ხედვასა და ინტერპრეტაციაზე, ასევე, კავკასიური ფილოსოფიის, როგორც ფილოსოფიის ისტორიის ახალი საკვლევი მიმართულების დაფუძნებაზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური მიდგომებისა და ჰერმენევტიკული წიაღსვლების შედეგად პროფ. თ. ირემაძის მოხსნებაში ნათლად გამოიკვეთა პითაგორასა და პითაგორეიზმის ადგილი და განისაზღვრა მისი როლი ქართული თეორიული აზროვნების (ფილოსოფიისა და თეოლოგიის) ფორმირების პროცესში.

ახალი სტატია ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიაში:გიორგი ხუროშვილი - ნემესიოს ემესელი
24/11/2025

ახალი სტატია ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიაში:

გიორგი ხუროშვილი - ნემესიოს ემესელი

ნემესიოს ემესელი: ნემესიოს ემესელი გვიანანტიკური ქრისტიანული აზროვნების გამორჩეული წარმომადგენელია. სავარაუ....

⭕ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა:🟨 თენგი...
18/11/2025

⭕ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა:

🟨 თენგიზ ირემაძე - ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე. ფილოსოფია და ფსიქოლოგია.

Address

საქართველო, ფოთი, გურიის ქუჩა 1
Poti
4400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The University

Send a message to ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University:

Share

ჩვენ შესახებ

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, ქალაქ ფოთში. 2015 წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის სავალდებულო ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი. ამის შედეგად მას მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და სამეცნიერო კვლევები. აქედან გამომდინარე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით. უნივერსიტეტის მიზანია სარწმუნოებრივ და მეცნიერულ მსოფლგაგებათა და აზროვნების სისტემათა, ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობის პრინციპის ინტეგრაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში.