მსოფლიო ენების აკადემია Academy of World Languages

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • მსოფლიო ენების აკადემია Academy of World Languages

მსოფლიო ენების აკადემია Academy of World Languages Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მსოფლიო ენების აკადემია Academy of World Languages, College & University, რუსთავი, Rustavi.

📚✨ დაწყებითი კლასის მოსამზადებელი კურსიგსურთ, თქვენი შვილი სკოლას მომზადებული, თავდაჯერებული და საჭირო ცოდნით შეხვდეს? 💛...
07/08/2026

📚✨ დაწყებითი კლასის მოსამზადებელი კურსი

გსურთ, თქვენი შვილი სკოლას მომზადებული, თავდაჯერებული და საჭირო ცოდნით შეხვდეს? 💛

ჩვენთან იწყება დაწყებითი კლასებისთვის მოსამზადებელი კურსი, სადაც თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურ ყურადღებას ვუთმობთ.

👩‍🏫 პროგრამა მოიცავს:
• 📖 სასკოლო საგნების მომზადებას
• ✏️ წერა-კითხვის განვითარებას
• 🔢 მათემატიკის საფუძვლებს
• 🇬🇧 ინგლისურ ენას
• 📝 საშინაო დავალებების შესრულებას
• 🧠 ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განვითარებას

👧👦 ჯგუფში მაქსიმუმ 4 ბავშვი — მცირე ჯგუფი ნიშნავს მეტ ყურადღებას, უკეთეს ჩართულობას და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ მიდგომას.

📍 ადგილები შეზღუდულია!

📩 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დარეკეთ ნომერზე 579 01 19 89

📍 ქ. რუსთავი, 12 მკრ., კორპუსი 3

თქვენი შვილის წარმატებული სასკოლო დასაწყისი ჩვენთან იწყება! 💛

🎓 გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! 🇬🇪❤️ძვირფასო მოსწავლეებო,გულითადად გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარ...
01/08/2026

🎓 გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! 🇬🇪❤️

ძვირფასო მოსწავლეებო,

გულითადად გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ეს დღე თქვენი მრავალწლიანი შრომის, მონდომების, პასუხისმგებლობისა და შეუპოვრობის ღირსეული შედეგია.

ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება და სიამაყეა, რომ თქვენი წარმატების გზაზე World Languages Academy-მაც თავისი წვლილი შეიტანა. თითოეული თქვენი მიღწევა ჩვენთვის განსაკუთრებული მოტივაციაა და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შრომა, მიზანდასახულობა და ხარისხიანი განათლება ყოველთვის ფასდება.

გისურვებთ, რომ სტუდენტური ცხოვრება სავსე იყოს ახალი შესაძლებლობებით, საინტერესო გამოცდილებითა და კიდევ უფრო დიდი წარმატებებით. არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება, საკუთარი თავის რწმენა და ახალი მიზნების დასახვა.

❤️ მადლობა თქვენ და თქვენს მშობლებს გამოცხადებული ნდობისთვის.

გილოცავთ კიდევ ერთხელ! თქვენი წარმატება ჩვენი სიამაყეა! 🎉📚

23/07/2026

🌍 მსოფლიო ენების აკადემია – შენი წარმატების ადგილი!
გთავაზობთ თანამედროვე და ხარისხიან განათლებას ყველა ასაკის მსმენელისთვის.

📚 ჩვენი კურსები:

➡️მათემატიკა
➡️დაწყებითი კლასის მოსამზადებელი კურსი
➡️ზოგადი ინგლისური
➡️ექსპრეს სასაუბრო ინგლისური
➡️ინგლისური აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და უცხო ენოვანთათვის

✅ ინდივიდუალური და ჯგუფური გაკვეთილები
✅ სწავლება აუდიტორიაში და ონლაინ

📍 ქ. რუსთავი, 12 მკრ., კორპუსი 3
📞 579 01 19 89

შეაბიჯე ცოდნის სამყაროში ჩვენთან ერთად!

University

📢 ვაკანსია — ვეძებთ პედაგოგებს!სასწავლო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ საგნებში:🔹 მათემატიკა🔹 დაწყებითი კლასების პედაგ...
11/07/2026

📢 ვაკანსია — ვეძებთ პედაგოგებს!

სასწავლო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ საგნებში:

🔹 მათემატიკა

🔹 დაწყებითი კლასების პედაგოგი

📍 ფილიალი:
ქ.რუსთავი 12 მკრ. კორპუსი -3

📩 CV ან მოკლე ინფორმაცია გამოაგზავნეთ:

📞 579 011 989 / 571222448

📧 [email protected]

✨ შემოუერთდი განვითარებაზე ორიენტირებულ და მეგობრულ გუნდს!

14/05/2026

📢 იწყება საზაფხულო ჯგუფების დაკომპლექტება მსოფლიო ენების აკადემიაში!

❗ ყურადღება, ყურადღება!
რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.

📚 კურსები:

🔵 ზოგადი ინგლისურის კურსი
🔵 ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსი
🔵 კურსი დამწყებთათვის
🔵 ინგლისური აბიტურიენტებისთვის
🔵 ინგლისური სკოლის მოსწავლეებისთვის

📚ჩვენი კურსი მოიცავს:

📌სახალისო და ინტერაქციულ სასაუბრო გაკვეთილებს;
📌საუკეთესო შესაძლებლობას, თანაბრად და ხარისხიანად გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ყველა კომპონენტი დონის შესაბამისად:

• გრამატიკა
• წერა
• კითხვა
• საუბარი
• მოსმენა
• ლექსიკა
• სწორი ინტონაციური წარმოთქმა

📌 სწავლების ფორმატი:

🔹 ივნისი — ონლაინ და აუდიტორიული ფორმატი
🔹 ივლისი და აგვისტო — სრულად ონლაინ ფორმატი

📞 კურსებზე დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
579 011 989

Study time 📚
17/04/2026

Study time 📚

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება 6 აპრილს და დასრულდება 11 მაისს. ✨💯
02/04/2026

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება 6 აპრილს და დასრულდება 11 მაისს. ✨💯

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

🔹აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.

🔹უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

🔹აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ.

🔹დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

01/04/2026

ჩვენი პატარა შემოქმედები 🎨✨
მოსწავლეებმა დახატეს საკუთარი თავი, ჩააცვეს მათთვის საყვარელი სამოსი და გააფერადეს 🖍️👕
ბოლოს კი თავიანთი ნამუშევრები ინგლისურ ენაზე წარადგინეს 🇬🇧💛

27/03/2026

✨ ასე ერთობიან ჩვენი ცენტრის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებზე!

🎉 მხიარული გარემო
👫 ახალი მეგობრები
💫 დაუვიწყარი ემოციები

ჩვენთან სწავლა მხოლოდ წიგნები არ არის — ეს არის გამოცდილება, რომელიც ბავშვებს აერთიანებს და ავითარებს 💛

📍 ჩვენი მისამართი:
12 მიკრორაიონი, კორპუსი 3
(ბაზრის უკან, „სოკარის“ მოპირდაპირე მხარეს, გაჩერებასთან)

📞 579 011 989

Address

რუსთავი
Rustavi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მსოფლიო ენების აკადემია Academy of World Languages posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share